კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 33 წლის. მაქვს ცხიმოვანი ჰეპატოზი. როგორია მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა?
პასუხი: ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს ღვიძლის უჯრედებში ხდება ცხიმოვანი ჩანართების დაგროვება, რაც ნივთიერებათა ცვლას აუარესებს. ამის მიზეზები მრავალნაირია: ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ინფექციური აგენტები (მაგალითად, B და C ჰეპატიტის ვირუსები), გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. პროცესი შებრუნებადია გამომწვევი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სათანადო მკურნალობისას. თუ ეს მოქმედება არ წყდება (მაგალითად ალკოჰოლური ინტოქსიკაცია) და მკურნალობა არ ტარდება, შესაძლოა დაავადების პროგრესირება და მომავალში ციროზის განვითარებაც კი.
კითხვა: ვარ 30 წლის. მაქვს საშვილოსნოს ფიბრომა (7 მილიმეტრი). შეიძლება თუ არა ასეთ დროს სპირალის ჩადგმა ან ორსულობა და მშობიარობა?
პასუხი: თუ მიომატოზური კვანძი არ იზრდება, არ გაწუხებთ (ტკივილები, სისხლის დენები), შეგიძლიათ, არ იმკურნალოთ. საშვილოსნოს მიომის დროს სპირალი კონტრაცეპციის არასასურველი მეთოდია, რადგან მენსტრუაციას უფრო ჭარბსა და მტკივნეულს ხდის. ორსულობას მიომა ხელს არ უშლის, თუ ძალიან არ იზრდება ან საშვილოსნოს ყელთან არ არის. თუ უახლოეს დროს ორსულობას არ აპირებთ, შეგიძლიათ, ჰორმონალური სპირალი „მირენა“ ჩაიდგათ, რომელსაც მიომის სამკურნალო ეფექტი აქვს.
კითხვა: მუცელზე დიდი ზომის (3X2,5 სანტიმეტრი) ხალი მაქვს. ონკოლოგმა მითხრა, რომ ოპერაცია საჭირო არ არის. მაინტერესებს, ორსულობის შემთხვევაში როგორ მოვიქცე. ესთეტიკური თვალსაზრისით სიამოვნებით მოვიშორებდი.
პასუხი: ხალი ორსულობას ხელს არ შეუშლის – კანთან ერთად ისიც დაიჭიმება. სამედიცინო თვალსაზრისით, ხალის ამოჭრა არ არის სასურველი (ის სავსეა სისხლძარღვებით, ნერვული დაბოლოებებით, აქტიური უჯრედებით, ამიტომ, კანის ამ მონაკვეთის ტრავმა ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს). ესთეტიკური თვალსაზრისით ოპერაცია შეიძლება, ოღონდ, კვალიფიციურმა პლასტიკურმა ქირურგმა უნდა გააკეთოს (რომ ამ ლაქიდან „აქტიური“ უჯრედები არ დარჩეს).
კითხვა: ახდენს თუ არა გავლენას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სარძევე ჯირკვლების ზომაზე?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა შეიძლება მასტოპათია გამოიწვიოს, მაგრამ ზომაზე გავლენას არ ახდენს.
კითხვა: ჩემი ბებია და ბაბუა ყრუ-მუნჯები არიან, მაგრამ ორივე მცირე ასაკში წითელას შედეგად არის დაყრუებული. დედა, მისი და, მე და ჩემი ძმა ჯანმრთელები ვართ. შეიძლება თუ არა ჩემს შვილებს გამოჰყვეთ ეს დეფექტი?
პასუხი: თქვენივე თქმით, დაავადება გენეტიკური მიზეზებით გამოწვეული არ არის, შესაბამისად, გენეტიკურად არ უნდა გადავიდეს. რომც დავუშვათ, რომ ერთ-ერთ მათგანს გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა (აუტოსომურ-დომინანტური), დიდი ალბათობა იყო, დედათქვენს ან მის დას ნაწილობრივად მაინც გამოვლენოდათ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3