თუ ჯანმრთელი მომავალი გსურთ, ჭამეთ ბევრი სალათის ფურცლები და თხილი
ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფოლიუმის მჟავა – B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, გულის შეტევის, ინფარქტისა და ვენების თრომბოზის რისკს საგრძნობლად ამცირებს. აღნიშნული მჟავა აძლიერებს ქიმიური კომპონენტის – ჰომოცისტინის რაოდენობას, რომელიც გულის დაავადების განვითარებას უშლის ხელს.
კარდიოლოგები პაციენტებს ურჩევენ ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტების მიღებას, ესენია: მწვანე სალათა, სოკო, ხილი, თხილი. ამ პროდუქტების მიღება სასურველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელი მომავალი თაობა სურს. ეს ვიტამინი შეუცვლელია ბავშვის განვითარებისთვის და მეძუძური დედებისთვის.