„მილანის” საიდუმლო იარაღი
სულ ახლახან იტალიურმა „მილანმა” მრისხანე „ბარსელონასთან” ფრედ დაამთავრა ჩემპიონთა ლიგის მატჩი და პირველ და ბოლო წუთებზე გაუტანა გოლები პლანეტის საუკეთესო კლუბს. საფეხბურთო ექსპერტები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რატომ გაუშვა ხელიდან მოგება კატალონიურმა გრანდმა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ „მილანს” თავისი საიდუმლო იარაღი, მომხიბვლელი მოდელი, ელენა სანტარელი გამოუყენებია, რომელიც მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ელენა სანტარელი იტალიელი ფეხბურთელის, ბერნარდო კორადის მეუღლეა, რომელსაც თითქმის ყველა იტალიურ კლუბში აქვს ნათამაშები „მილანის” გარდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ელენა სწორედ „როსონერის” ერთგული ქომაგია და ცდილობს, საყვარელი კლუბის მატჩები არ გამოტოვოს. სხვათა შორის, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად, ელენამ იტალიის ნაკრებს სტრიპტიზი მიუძღვნა და სახელიც ამით გაითქვა.