„მის სამყაროს” უარი რონალდინიოს
ლეილა ლოპესი – „მის სამყაროს” 2011 წლის გამარჯვებული ფეხბურთის დიდი მოყვარული აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ანგოლაში, საიდანაც არის წარმოშობით ლეილა, პორტუგალიურად საუბრობენ და სულ ახლახან „მის სამყარო” ასევე, პორტუგალიურად მოლაპარაკე ბრაზილიას ესტუმრა. ლოპესი სან-პაულოში „ფლამენგოს” ვარჯიშს დაესწრო, სადაც პლანეტის ერთ დროს საუკეთესო ფეხბურთელი, რონალდინიო ასპარეზობს. ფეხბურთელმა ხელიდან შანსი არ გაუშვა და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგოს გაეარშიყა და ვარჯიშზე დარჩენა სთხოვა. თუმცა, ლეილას, გადატვირთული გრაფიკის გამო, უარის თქმა მოუხდა რონალდინიოსთვის, რომელიც, ამბობენ, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა.