მეძავი საფეხბურთო კლუბის სათავეში
ბრიტანულ ფეხბურთში ახალი სექს-სკანდალი აგორდა. ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საფეხბურთო კლუბის პირველი ქალი – გენერალური დირექტორი გაზეთ „სანის” ცნობით პროფესიონალი მეძავი ყოფილა. ნაციონალური კონფერენციის (მეხუთე დივიზიონის) კლუბ „მანსფილდ თაუნის” გენერალური დირექტორი, კაროლინა სტილი წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული და გარდა იმისა, რომ ფულის სანაცვლოდ მამაკაცებს ემსახურებოდა, პორნოგრაფიული ჟურნალებისთვისაც პოზირებდა. „სანის” ცნობით, კაროლინა ვალების გამო მეძავობდა.