პაკიაოს რისხვას გადარჩენილი მძარცველები
ცნობილი ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს სახლი ლოს-ანჯელესში გაძარცვეს და მძარცველთა ბედად სახლის პატრონი სახლში არ იმყოფებოდა, თორემ არავინ იცის, სამგზის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს ნახევრადმსუბუქ წონაში, ცოცხალი თუ გადაურჩებოდნენ. სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით, მენი ხომ „ათწლეულის” მოკრივედ დასახელდა. უცნობია, რის წაღება მოახერხეს ყაჩაღებმა, მაგრამ მათი დაკავება პოლიციამ ოპერატიულად, რამდენიმე საათში მოახერხა. ოთხი ბრალდებული ამჟამად სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია, ხოლო პაკიაო 12 ნოემბერს ლას-ვეგასში დანიშნული საჩემპიონო მატჩისთვის განაგრძობს მზადებას. ვინ იცის, ყაჩაღებთან შეხვედრა მისთვის საუკეთესო სპარინგი ყოფილიყო.