ნეიმარის გოგოს „ფლეიბოი-სესია”
„სანტოსის” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი, უზომოდ პოპულარულია სამშობლოში და მისი თაყვანისმცემლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რომელთა შორის არიან არა მარტო ფეხბურთის მოყვარულები, არამედ სუსტი სქესის წარმომადგენლებიც. თუმცა, ნეიმარის გული უკვე დაკავებულია და რთულია იმის წარმოდგენა, რომ მან თავის „გერლფრენდი“ მიატოვოს. საქმე ისაა, რომ ნეიმარის მეგობარი გოგონა ბრაზილიაში პოპულარული მოდელი, ანამარა ბარეიროა. გოგონამ სულ ახლახან „ფლეიბოის” პიკანტურ ფოტო-სესიაში მიიღო მონაწილეობა და თავისი მიმზიდველი სხეულის ყველაზე ინტიმური ადგილები საზოგადოებას წარუდგინა. ჯერჯერობით უცნობია, მომავალში რა გეგმები აქვთ ნეიმარს და ანამარას, თუმცა ამჟამად, ბედნიერად რომ გრძნობენ თავს ერთად, ფაქტია.