კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა უყურონ ბავშვებმა სერიალებს და მოქმედებს თუ არა მათ ფსიქიკაზე ცუდად კომპიუტერული თამაშები

თითქმის ყველა არხზე, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა სერიალი გადის და მაყურებელთა შორის, უფროსების გარდა, პატარა ბავშვებიც არიან. გარდა სერიალებისა, დღეს ბავშვების დიდი ნაწილი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს და ძალადობის თემაზე აგებული თამაშებით ერთობა. ერთი შეხედვით, ამაში თითქოს ცუდი არაფერია. არადა, საბოლოო ჯამში, სერიალებიც, კომპიუტერული თამაშებიც მათ ფსიქიკაზე საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმასი (ჩოხელი). მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ მამა თავმასი არაერთი ლექსის ავტორია, რომელთაგან 9 („გუდამაყრელი“, „წუთისოფელი“, „სიმღერა სნოზე“, „სამასი არაგველი“, „დედის მონატრება“, „არაგველები კრწანისზე“, „ფშაველები“, „ია“, „მამის იავნანა“), ერთ წელიწადში ამღერდა და მათ ცნობილი მომღერლები ასრულებენ. რაც მთავარია, მამა თავმასის ლექსებზე დაწერილმა სიმღერებმა მსმენელში დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

– მამაო, თქვენ ახლახან „მამის იავნანა“ დაწერეთ. სამწუხაროდ, საზოგადოება ბავშვის აღზრდაში უფრო დიდ როლს დედას აკისრებს. არადა, ამ საკითხში, როგორც დედის, ასევე მამის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია.
– მოგეხსენებათ, საქართველოში დედა ძალიან უყვართ. როგორც დედას, ასევე მამასაც შვილების მიმართ სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ, დედის როლი სხვაა და მამის – სხვა. მეც ხომ მშობელი ვარ ჩემი შვილების, ამიტომ მომინდა დამეწერა ლექსი „მამის იავნანა“, რომელიც ჩემს შვილს, ლაშა ჩოხელს და ყველა ბავშვს მივუძღვენი. ჯერ არ დაბეჭდილა და დათო არჩვაძემ უკვე აამღერა. მალე ჩაიწერება სტუდიაში. საერთოდ, მამა უნდა იყოს მაგალითი შვილისთვის. მოგეხსენებათ, ქართველი მშობელი, განსაკუთრებით კი მამა, საფლავიდანაც ზრუნავს შვილზე. მისი სახელი, კარგი კაცობა ზრუნავს – მოდი, მივეხმაროთ, კარგი კაცის შვილიაო. ქართველები ყველაფერში მაქსიმალისტები ვართ და მათ შორის მამობაშიც. ბავშვი სუფთა დაფასავითაა, რასაც დაწერენ მასზე მშობლები, სკოლა, ეკლესია, ის აისახება მის მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ, უნდა შევეცადოთ ბავშვების მეხსიერებაში, მათ ცხოვრებაში ნათელი კვალი გავავლოთ, რათა სიკეთით წარიმართოს მათი ცხოვრება. როგორც თიხა, ისე უნდა გამოვძერწოთ ბავშვის სული, ამაში კი დიდ როლს თამაშობენ მშობლები, სკოლა, ეკლესია.
– როგორ უნდა გაავლოს მშობელმა საკუთარი შვილის სულში „კვალი ნათელი“?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღზარდოს ეკლესიურად. სიკეთე უნდა ასწავლოს, უფროსის პატივისცემა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, ძალიან მიყვარდა. ბავშვებსაც უნდა შევაყვაროთ წიგნის კითხვა.
– როდემდე რჩება ბავშვი ბავშვად. ხშირად ზრდასრულ ადამიანებსაც კი, მთელი ცხოვრება საკუთარი თავი ბავშვი გვგონია.
– ხომ გინახავთ, როდესაც ბავშვი გულამოსკვნილი ტირის და მერე თითქოს ღრუბლებში მზემ გამოანათაო, უცებ გაიღიმებს, თან ცრემლიანი სახე აქვს – აი, ეს არის ბავშვი. ადამიანი მანამდე რჩება ბავშვად, სანამ კეთილს და ბოროტს ნაკლებად არჩევს, მაგრამ მომავალში, როცა ზოგჯერ ცხოვრება მწარედ მოექცევა, ეს მას უფრო მეტად ზრდის. საერთოდ, არსებობს ნება ღვთისა, ადამიანს კი საკუთარი, თავისუფალი ნება გააჩნია და ის თვითონ ქმნის თავის ბედს. საკუთარი ცხოვრების წესით განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. ამისთვის კი საჭიროა, ადამიანი ბავშვობიდან იზრდებოდეს ეკლესიაში.
– დღეს ბავშვების დიდი ნაწილი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს. თამაშობენ თამაშებს, რომლებიც ძირითადად, ძალადობის თემაზეა შექმნილი.
– კომპიუტერი არ არის ცუდი, პირიქით, კარგია, თუ მას სასარგებლოდ გამოიყენებ, საჭირო ინფორმაციას მოიძიებ. უბრალოდ, კომპიუტერმა მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს წიგნი. ადამიანი წიგნიერი უნდა იყოს, წიგნები უნდა უყვარდეს. სამაგიდო წიგნი უნდა ჰქონდეს და უნდა კითხულობდეს იმას, რაც კარგია, მისი სულისთვისაა საჭირო, ეს კი თავიდან მშობლებმა უნდა აუხსნან, ასწავლონ.. ეკლესია კომპიუტერის გამოყენებას არ უკრძალავს ადამიანს, რადგან მისი სასარგებლოდ გამოყენებაც შესაძლებელია – ანუ, მოიძიოს ინფორმაცია ცოდნის გასაღრმავებლად. ჩვენს ბავშვობაში ძალიან ლამაზი მულტფილმები იყო – ბოროტს კეთილი სძლევდა. დღესაც არის ეს მულტფილმები, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვები სხვა რამეებს უყურებენ. ამიტომ ჯობია, მშობლებმა წაუკითხონ შვილებს მართლმადიდებლური ზღაპრები, რომლებიც არ არის ძალადობაზე დამყარებული. ბავშვის ფსიქიკა რბილია და მასზე ყველაფერი აისახება. ამიტომ, მშობელმა კომპიუტერთან მიმართებაში კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს. უნდა აუხსნას ბავშვს, რა არის მისთვის უკეთესი, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე რაც აისახება, ის მერე მის ცხოვრებაზე მოქმედებს. ამიტომ, მშობელმა შვილი ბავშვობიდანვე უნდა ატაროს ეკლესიაში, აზიაროს, ასწავლოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული. ბავშვის დასჯა და ცემა არ არის სწორი. მშობელმა მას უნდა აუხსნას – რას აშავებს, რა არის მისთვის ცუდი, რატომ არ შეიძლება ძალადობის თემაზე გადაღებული მულტფილმების ყურება და მსგავსი თამაშებით გართობა. როგორ პიროვნებად გაიზრდება ადამიანი, ეს დამოკიდებულია მშობელზე, მასწავლებელსა და მოძღვარზე.
– დღეს თითქმის ყველა არხზე გადის სერიალები, რომლის გმირები მაინცდამაინც არ გამოირჩევიან წესიერი, მისაბაძი ცხოვრების წესით. მიუხედავად ამისა, ხშირად ბავშვები ამ სერიალებს მშობლებთან ერთად უყურებენ.
– თქვენ იცით, რომ არის საპატრიარქოს არხი „ერთსულოვნება“, სადაც ძალიან კარგი, ღვთისნიერი, ეროვნული, პატრიოტული გადაცემებია. სხვა არხებიც არის, იქაც გადის კარგი ფილმები. რა თქმა უნდა, ფილმის ყურება არ არის დანაშაული, უბრალოდ, გააჩნია რას უყურებენ. ბავშვები ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს არ უნდა ატარებდნენ. უნდა ლოცულობდნენ, წიგნებს კითხულობდნენ და ტელევიზორს, კომპიუტერს ნაკლებ დროს უთმობდნენ.
– ხშირად მშობლები ბავშვებს მოძღვრის სახელით აშინებენ. ეუბნებიან, რომ თუ კარგად არ მოიქცევიან, მოძღვარს ეტყვიან. ის კი დასჯის.
– მე ასეთი რამ არ გამიგია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ბავშვს მოძღვრის შიში ჩაუნერგო, პირიქით, როგორც მშობელი, ისე უნდა უყვარდეს მას მოძღვარი. ადამიანის მოვალეობაა ამ ცხოვრებაში რაღაც სასარგებლო გააკეთოს. არ მახსოვს, სად ამოვიკითხე და მოვისმინე ასეთი რამ: ადამიანმა თავის ცხოვრებაში ერთი ხე უნდა დარგოს, ერთი სახლი უნდა ააშენოს და შვილები იყოლიოსო.
– თუმცა, ბავშვებს ხშირად არ ესმით, რატომ უნდა იდგნენ დიდი ხნის განმავლობაში წირვაზე, ლოცვაზე. თან, ამას მშობლების მხრიდან იძულებითი ხასიათი აქვს და ზოგჯერ მომავალში ცუდ შედეგს იღებს.
– სამწუხაროდ, გამიგია, რომ მშობლები ზოგჯერ შვილებს ცუდ რაღაცეებს ასწავლიან, აძალებენ ცუდი რაღაცეების გაკეთებას. როგორც უფალმა ასწავლა, ისე მხოლოდ მართლმადიდებლები ცხოვრობენ და შეიძლება, ბავშვს ეს არ ესმოდეს, მაგრამ მშობელი ასწავლის, რაც მისთვის კარგია. მშობელი პასუხისმგებლობას იღებს ღვთის წინაშე, რომ მისი შვილი გაიზრდება ქრისტიანად, კარგ ადამიანად და შემდეგ, როცა ის უკვე, პიროვნებად ჩამოყალიბდება, თავად აგებს პასუხს საკუთარ ცხოვრებაზე. თუმცა, უკვე მოზრდილი ბავშვების შემთხვევაში არ შეიძლება დაძალება, მშობელმა თავად უნდა მისცენ მაგალითი – ისე იცხოვროს, და მოიქცეს, რომ მათი მისაბაძი გახდეს. შვილმა უნდა დაინახოს მშობელი როგორ ეხმარება გაჭირვებულებს, როგორ დგას სახლში ხატის წინ, ლოცულობს... რომ მშობელს უყვარს სამშობლო, მეზობლები, მისი მეგობრები.
– ხშირად მშობლები შვილის პირად ცხოვრებაში აქტიურად ერევიან და ეს მათი დაპირისპირების მიზეზიც ხდება.
– ამ საკითხს ორი მხარე აქვს. შეიძლება მშობელს არ მოსწონდეს შვილის არჩევანი, მაგრამ ის ადამიანი არ იყოს ცუდი პიროვნება, უყვარდეს მის შვილს. სამწუხაროდ, მშობლის ჩარევის გამო, მათი დაოჯახება შეიძლება აღარ მოხდეს და მერე ის შვილი, რომელიც მშობელს ასე უყვარს, მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარ იყოს ბედნიერი. მამაშვილობა და დედაშვილობა ძალიან ფაქიზი ორგანიზმია, მშობელს შვილთან მიმართებაში დიდი სიფრთხილე მართებს, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს.
– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი გადაწყვეტილება არასწორია?
– თუ ღრმად იქნება რწმენაში, ღმერთი მოწყალეა და მას დაეხმარება, გონებას გაუხსნის. ღმერთს ხომ ჩვენი ლოცვა არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი საჭიროებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის ვლოცულობთ. ღმერთი კი მოწყალეა და ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს უფლის იმედი. წმიდა მამები, როცა ავად არ ხდებოდნენ, უფალს ეუბნებოდნენ: უფალო, რატომ აღარ გიყვარვარ. განსაცდელს რატომ არ მომივლენო. დღეს კი სუსტები ვართ. როცა ადამიანს განსაცდელი ხვდება, შეიძლება, უფლის მიმართ საყვედური გაუჩნდეს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. სასოწარკვეთილება კი ერთ-ერთი დამღუპველი ცოდვაა და ადამიანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს მას, რადგან გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. სახარებაში წერია: ღმერთი სჯის ადამიანებს, მაგრამ უკან დასახევ გზას უტოვებს. ჩვენ ქრისტიანული ცხოვრებით, ეკლესიაში სიარულით უნდა ვნახოთ ეს გზა. როდესაც ადამიანს ძალიან ძვირფასი ახლობელი გარდაეცვლება, ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდება. ამიტომ, როცა ახლობლის სიკვდილითაა ეს გამოწვეული, უნდა აიღოს ლოცვების წიგნი, წაიკითხოს და ეს მას დაეხმარება. ტკივილი ამძიმებს გარდაცვლილი ადამიანის სულს, ამიტომ ჩვენს გარდაცვლილებს და ცოცხლებს ლოცვით უნდა დავეხმაროთ.

 

скачать dle 11.3