კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: გთხოვთ, დამიხასიათოთ ახალი „აუდი ა4” 2.0-იანი ან 3.0-იანი აღჭურვილი ძრავებით. რომელი ჯობია, უფრო სწორად, საქართველოს გზების პირობებში რომელი უფრო გამძლეა, როგორი სავალი ნაწილი აქვს, ხომ არ ჯდება ამორტიზატორები სწრაფად? ან მის გადაცემათა კოლოფს (ტიპტრონიკს) რამე პრობლემა ხომ არ ექმნება? ეკონომიური და სწრაფია თუ არა და რა სუსტი მხარეები აქვს ორივე მათგანს?

პასუხი: ძრავების მოცულობა ძალიან ბევრ კითხვაზე გაგცემთ თავისთავად პასუხს. 2.0-იანი ძრავით აღჭურვილი მოდელები მუშაობენ როგორც ბენზინის ისე დიზელის სისტემაზე, ხოლო 3.0-ით – დიზელის სისტემაზე. კარგი იქნებოდა, კონკრეტულად გეთქვათ, რა ტიპის ძრავაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ამ ტიპის ძრავებზე ზოგად მონაცემებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება სიმძლავრესა და სისწრაფეს: 2.0 „თედეი” ბენზინზე მომუშავე ძრავა გამოიმუშავებს 138 ცხენის ძალას და მისი მაქსიმალური სიჩქარე 211 კილომეტრია საათში, ხოლო 3.0-იანი „თედეი” ძრავა 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 246 კილომეტრი საათში. გარდა ამისა, არსებობს „ტე ეფესაი”, „დეტეემ ედიშენ” და სხვა ტიპის 2.0-იანი ძრავები, რომელთაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემები აქვთ. რაც შეეხება ამორტიზაციის სისტემას ან სავალი ნაწილის გამძლეობას: ზოგადად „აუდის” მარკაზე გეტყვით, რომ ის ნაკლებად არის ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ანუ არათანაბარ გზის საფარზე და სხვა. მისი დაკიდების სისტემა ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება, რათა უკეთესი მანევრი უზრუნველყოს, რაც საქართველოში ძალიან ბევრ თავსატეხს აჩენს იმ შემთხვევაშიც, თუ ავტომობილის რომელიმე პატარა ნაწილი მაინც გაფუჭდა. „ტიპტრონიკი” არის ავტომატური მართვის კოლოფის დანამატი, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც ამ ტიპის კოლოფისგან უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ არც მექანიკა იზიდავდა. მაგრამ მას ძალიან სერიოზული მოფრთხილება სჭირდება, რადგან პრობლემები ხშირად აქვს, ანუ ხშირად ფუჭდება და აღდგენა საკმაოდ ძვირი ჯდება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფიესტა”, 1990 წლის. მასში ვასხამდი „მობილის“ ზეთს, მაგრამ ამჯერად „ბიზოლის“ ზეთი ჩავასხი, რომელიც ცოტა თხელი მეჩვენება. რომელი ზეთის ჩასხმას მირჩევთ ჩემს ავტომობილში? ძრავა კარგ მდგომარეობაშია.

პასუხი: თუ ძრავა კარგია, უმჯობესია, კარგი ხარისხის ზეთი ჩაასხათ. თუ მას უკვე პრობლემები აქვს, მაშინ, გვინდა თუ არ გვინდა, დაბალი ხარისხის ზეთი უნდა ჩავასხათ, ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე, რადგან სისტემატურად მოგვიწევს დამატება. რაც შეეხება ზეთის სისქე-სითხელეს: სითხელით არ განისაზღვრება ზეთის ვარგისიანობა. სინთეტიკური, ანუ ყველაზე თხელი ზეთი საუკეთესო ხარისხისაა, ის თავის თვისებას ინარჩუნებს ტემპერატურის ცვალებადობის დროსაც. სხვა, უფრო დაბალი ხარისხის ზეთები კი, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, სიმკვრივეს იცვლის. ანუ ზეთი კარგია, თუ სიმკვრივეს ინარჩუნებს. თუ თქვენი ძრავა კარგად მუშაობს, შეგიძლიათ, ჩაასხათ „კასტროლის” ზეთი, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა და კარგად მუშაობს. კარგი ზეთი აქვს „შელის“. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.


скачать dle 11.3