კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დანიშნა პარლამენტარმა ლაშა თორდიამ ცოლი თავის პირველ მოადგილედ და როდის კარგავს ის კონტროლს

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია საქართველოს პარლამენტში კანონთა უმეტესობის „მწერლად” არის აღიარებული. პროფესიით იურისტ პარლამენტარს მეუღლეც კოლეგა ჰყავს – მაიკო ირემაშვილი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. დეპუტატ ქმართან პროფესიული კონკურენცია მაშინ „დაასრულა”, როცა მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა ოჯახის შექმნით დასრულდა.
მაიკო ირემაშვილი: ჩვენი ოჯახი შვიდი წლის წინ შეიქმნა. მაშინ მეც და ლაშაც პარლამენტში ვმუშაობდით და რიგითი თანამშრომლები გახლდით. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ერთ დღეს შემომაპარა და მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა მისთვის ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე მეგობრობა იყო. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რაც ოჯახის შექმნით დასრულდა. ლაშა, უპირველესად უჩემოდ დაელაპარაკა ჩემს მშობლებს და ძალიან ლამაზად გააკეთა მაშინ ეს ყველაფერი. მას შემდეგ ასეთი შეკრული, მეგობრული ოჯახი გვაქვს და ამას ორივე ძალიან ვუფრთხილდებით. მეც და ლაშაც ამ ტრადიციებით ვართ გაზრდილები – მშობლები ორივეს ამას დაგვძახოდნენ მუდამ. ასე რომ, იმის დაცვა, რაც ოჯახში ყველაზე ღირებულია, ორივეს ცხოვრების წესად გვაქვს ქცეული. ერთმანეთის გარეშე არაფერს ვწყვეტთ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული დღის რეჟიმი აქვს, ჩვენი და შვილების ცხოვრება, მათი საქმეები ლაშასთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ისე აქტიურად არის ჩართული ბავშვების განათლებაში, მამაკაცისგან ეს ცოტა უცნაურიცაა. ისიც კი აინტერესებს, ვინ არიან მარის მეგობრები, როგორ შევურჩიე მასწავლებლები. როცა მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ლაშა მარისთან მარტო მშობელთა კრებებზე კი არ დადიოდა, სასკოლო ღონისძიებებშიც კი იყო ჩართული. მოკლედ, ლაშა აქტიური დედების კატეგორიაში იყო გარეული (იცინის).
– თქვენ მის წარმატებულ კარიერაში რა როლი მიგიძღვით?
– განსაკუთრებული, მგონი, არც არაფერი. ლაშამ თავად აიწყო თავისი კარიერა, მე ვერაფერს დავიბრალებ. ლაშას ვერ ნახავთ ისე, რომ არაფერს აკეთებდეს. სულ სწავლობს, ჩვენს სახლში სულ წიგნებია გაშლილი და მუდამ იმაზეა ლაპარაკი, როდის უნდა ალაგდეს წიგნებით სავსე მაგიდა. ჩემი მხარდაჭერა, ალბათ, ისაა, რომ მის გვერდით ვარ ყოველთვის. როცა ის სახლში გადაღლილი და დაძაბული ბრუნდება, აქ ხვდება გარემო, სადაც უნდა დაისვენოს და განიმუხტოს. თვითონ ძალიან კომფორტული ადამიანია და ამ კომფორტს ოჯახის ყველა წევრს გვიქმნის. როცა პრობლემა ჩნდება, ცდილობს, გაგვიიოლოს ყოფა, რომ პრობლემას არ ჩავუღრმავდეთ. გადასარევი იუმორი აქვს და ხალისიან განწყობას ყოველთვის გვიქმნის. სულ ცდილობს, ცხოვრება გაგვილამაზოს და ეს კარგად გამოსდის. ის დადებითი ემოციებით გვავსებს მთელ ოჯახს.
– ერთი შეხედვით არ ტოვებს ემოციური და რომანტიკული ადამიანის შთაბეჭდილებას.
– ემოციური ნამდვილად არაა, პირიქით, ზედმეტად გაწონასწორებულიც კი არის. ემოციები ჩემში უფრო ჭარბადაა. ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის დროს მძაფრად გამოვხატავ ჩემს აზრს. ამ დროს ლაშა იტყვის ერთ სიტყვას, ორის თქმაც კი არ სჭირდება და ისე განმუხტავს სიტუაციას, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. მაგრამ, მაშინ, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, ყველაფერი თავდაყირა დგება. მე ვხდები ბევრად უფრო ორგანიზებული, ლაშა კი ისე გამოდის მდგომარეობიდან და ისეთი უკონტროლო ხდება, ვერ იცნობთ. ასეთ დროს ჩემგან სჭირდება ხოლმე მობილიზაცია (იცინის).
– ცოლ-ქმარი ორივე იურისტები ხართ. პროფესიული კონკურენცია არ გაქვთ ოჯახში?
– არა, პირიქით, სულ ვცდილობთ, რომ სახლში საქმეზე არ ვისაუბროთ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ძირითადად, მე მჭირდება ხოლმე ლაშას კომპეტენტური რჩევები. პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ ტაბუდადებული გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ცოლ-ქმარს შორის, როდესაც ისინი ერთი პროფესიის წარმომადგენლები არიან, პროფესიული კონკურენცია არ უნდა იყოს. ლაშას ჩემზე წარმატებული კარიერა აქვს, რაც ძალიან მიხარია. თვითონ, სიმართლე გითხრათ, არათუ ხელს მიწყობს საქმეში, მიშლის კიდეც. სულ ვცდილობ, სამსახურში მეწინავეთა რიგებში არ ვიყო, რომ ვინმემ არ თქვას, ლაშას ცოლია და იმიტომო, ვგრძნობ, ამისი კომპლექსი გამიჩნდა და, ალბათ, ამიტომაც სამსახურში სულ იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ არ „ვარ” ლაშას მეუღლე, ამას საქმესთან დაკავშირებით მასაც ვუმტკიცებ ხოლმე (იცინის).
– თქვენ სად მუშაობთ?
– მე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი ვარ, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს. ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ამ სამსახურის ფიარია, რაც განსაკუთრებით მომწონს.
– სახლშიც მთავარი აღმასრულებელი ხართ?
– არა. აღმასრულებელი ლაშაა, მე მისი პირველი მოადგილე ვარ. ჩვენ ერთად ვუძღვებით ყველაფერს. ახლა სახლში რემონტი გვაქვს და ლაშა ჩემთან ერთად ელიავას ბაზრობაზეც კი დადის, როცა ეს აუცილებელია. თვითონაც ძალიან ხელმარჯვეა, სახლში რაც არ უნდა გაფუჭდეს, შეაკეთებს. არ მახსოვს, ოდესმე უყურადღებოდ მოქცეულიყო. უცხოეთში ყოფნის დროსაც კი გამუდმებით რეკავს თბილისში და ყველა დეტალის შესახებ საქმის კურსშია.
– და რომანტიკულ ფოიერვერკებს როდის გიწყობთ?
– ძალიან ხშირად, რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად პრაღაში წამიყვანა, რომელიც ძალიან ლამაზი ქალაქია. პარიზის შემდეგ სიყვარულის ქალაქად ითვლება. მე და ჩემი ქმარი დღემდე შეყვარებულებივით ვართ, ასე რომ, პრაღაში გადადებული თაფლობის თვე გამოგვივიდა (იცინის) ზაფხულს და ყველა თავისუფალ შაბათ-კვირას კოჯორში ვატარებთ, სადაც ძალიან ბევრი ახლობელი ვიკრიბებით და კოლექტიურად ვცხოვრობთ. ლაშა თავის ამპლუაშია, უყვარს სამზარეულოში ტრიალი, მწვადის შეწვა და კოჯორში თავის შესაძლებლობებს ახლო მეგობრების წრეში ბოლომდე ცდის. კულინარია მისი და ჩემი საერთო ჰობია, სადაც კი მივდივარ, უცხო რეცეპტებს „დავდევ”. მერე ჩემთვის ექსპერიმენტებს ვაწყობ ხოლმე, რაშიც ლაშაც მარჯვეა. თუმცა, ყველა ამ ექსპერიმენტის შემდეგ ჩემი და ლაშას დილა სასწორზე შედგომით იწყება ხოლმე.
– და კანონებს როდის წერს?
– ლაშა კანონებზე მუშაობს ყველგან, მათ შორის სახლშიც: სასტუმრო ოთახში, სამზარეულოში, საძინებელში, მოკლედ, ყველგან, სადაც კი მოუხერხდება. შეუძლია, ჩართულ ტელევიზორთან იჯდეს, ინფორმაციასაც უყუროს, საბას საქციელიც გააკონტროლოს და თან, წეროს. რამდენიმე საქმის ერთად გაკეთება მშვენივრად გამოსდის, რითაც ძალიან ხშირად მაოცებს (იცინის).

скачать dle 11.3