კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

ბერლუსკონი მერკელს შეურაცხყოფს

იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, გაზეთების „ბილდისა” და „ილ ფატო ქუოტიდიანოს” ვერსიით, ბიზნესმენ ჯამპაოლო ტარანტინისთან სატელეფონო საუბარში ბერლუსკონიმ მერკელი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და დაამატა, რომ მისი ხსენებისას „გული ერევა”. გაზეთების ცნობით, ბერლუსკონი იმდენად ვულგარულად საუბრობდა, რომ მათ თავი შეიკავეს მისი სრული ციტირებისგან. სხვათა შორის, ჯამპაოლო ტარანტინი სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც პროსტიტუციის საერთაშორისო ქსელთან კავშირი და ბერლუსკონისთვის გახმაურებულ წვეულებებზე მეძავების გაგზავნაში ედება ბრალი.

პუტინის ჩინური „მშვიდობა“

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი კონფუცის სახელობის „მშვიდობის” პრემიის პრეტენდენტი გახდა. პრემია ჩინეთის მთავრობის მიერ არის ორგანიზებული და გამარჯვებულის ვინაობა ნობელის პრემიის გადაცემამდე ერთი დღით ადრე, 9 დეკემბერს გახდება ცნობილი. პუტინთან ერთად პრემიაზე წარდგენილნი არიან: გერმანიის კანცლერი – ანგელა მერკელი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი – ჯეიკობ ზუმა, ჰიბრიდული ბრინჯის შემქმნელი – იუან ლუნპინი და ჩინეთის მთავრობის მიერ პანჩენ-ლამად აღიარებული – გიალცენე ნორბუ. პრემიას ფულადი ჯილდოც ახლავს, რომელიც 100 ათას იუანს (დაახლოებით 16 ათას დოლარს) შეადგენს. რომელი დამსახურებისთვის მოხვდნენ ჩინური პრემიის კანდიდატებს შორის პუტინი, ზუმა და მერკელი, არ ხმაურდება.

ნელსონ მანდელა – ყველაზე

პატივსაცემი ადამიანი

ნელსონ მანდელა პლანეტის ყველაზე პატივსაცემ ადამიანად დასახელდა. ამერიკული „რეპუტეიშენ ინსტიტუტის” მიერ მსოფლიოს 25 ქვეყანაში ორგანიზებული კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, შედგა რეიტინგი, რომელსაც 78 პროცენტით სათავეში სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა მოექცა. სხვა პოლიტიკოსებმა კი – ბარაკ ობამამ, დევიდ კამერონმა, ვლადიმირ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა შედარებით მოკრძალებული პოზიციები დაიკავეს რეიტინგში.

ყირგიზეთი არჩევნებისთვის ემზადება

30 ოქტომბერს ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა მწვანე შუქი პრეზიდენტობის მსურველ 33 კანდიდატს აუნთო. საინტერესოა, რომ, თავდაპირველად, კანდიდატების რიცხვი 37-ს შეადგენდა, თუმცა ოთხმა მათგანმა მშობლიურ ენაში გამოცდა ვერ ჩააბარა და მათი კანდიდატურები ავტომატურად მოიხსნა. მშობლიური ენის ცოდნა ყირგიზეთის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აუცილებელი პირობაა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, პრეზიდენტობის მსურველმა ასი ათასი სომი, ან 2 ათას 200 დოლარი გადაიხადოს. 2010 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ყურმანბეკ ბაკიევი რევოლუციის შედეგად გადააყენეს, პრეზიდენტის მოვალეობას როზა ოტუნბაევა, ოპოზიციის ლიდერი ასრულებდა.

თავშესაფარი მუამარ კადაფისთვის

 გვინეა-ბისაუ მზად არის მიიღოს ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი და პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს მის ოჯახს, ამის თაობაზე გვინეა-ბისაუს პრემიერ-მინისტრმა, კარლუშ გომეჟ ჟუნიორმა ოფიციალურად განაცხადა. რადიო სადგურ „ბომბოლასთვის” მიცემულ ინტერვიუში გომეჟ ედუარდომ აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი კადაფი მიიღებს მის მოწვევას. გვინეა-ბისაუს და ლიბიას მჭიდრო კავშირები ჰქონდათ კადაფის მმართველობის პერიოდში. ქვეყნები სამხედრო და სამშენებლო სფეროში აქტიურად თანამშრომლობდნენ. საინტერესოა, რომ გვინეა-ბისაუ მეოთხე ქვეყანაა, ვენესუელას, ბურკინა-ფასოს და ნიგერის შემდეგ, რომელიც მზად არის პოლიტიკური თავშესაფრის ფორმით მიიღოს კადაფი და მისი ოჯახის წევრები. 

 

скачать dle 11.3