კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაუხადეს პარიზის სააგენტოში დაბადების დღე ანა კოვაჩს, რატომ იზრდება ევროპაში მასზე მოთხოვნა და ვინ არიან უცხოეთში მისი კლიენტები

მშვენიერი ანა კოვაჩი დღეს ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, რომელმაც ევროპის სამოდელო სფეროში, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა, დაუღალავი შრომის შედეგად, თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ის აქტიურად მუშაობს პარიზში, ლონდონში, ბერლინში და ახლა უკვე  ნიუ-იორკში მიემგზავრება.

 

ანა კოვაჩი: ცოტა ხნის წინ საქართველოში ერთი კვირით მოულოდნელად ჩამოვედი და ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო. ახლა ისევ პარიზში მივემგზავრები, სადაც ოქტომბრის ბოლომდე დავრჩები. შემდეგ მივდივარ ლონდონში, სამუშაო მაქვს. რაც მთავარია, ყველანაირი საბუთი მოვამზადე იმისთვის, რომ გავემგზავრო ნიუ-იორკში. იქ ალბათ, ერთი თვე ვიქნები, რადგან მერე საშობაო არდადეგები იწყება და მეც ახალი წლისთვის თბილისში ჩამოვალ. მერე კი ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი. აზიაში, ევროპაში მიმუშავია, მაგრამ ძალიან გამიხარდა, ამერიკაში რომ წავალ. ჩემს სააგენტოებში პარიზსა და ლონდონში, ასევე, თბილისშიც – ქალბატონი ია კიწმარიშვილი, ცდილობდნენ, რომ ამერიკაში წავსულიყავი სამუშაოდ, რადგან იქ ჩემი სტილის გოგონები სჭირდებათ.

– თუმცა, ამერიკაში ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო.

– ნულიდან მომიწევს დაწყება. როდესაც ლონდონში ჩავედი, მაშინაც ჩემი „ბუქის“ გაკეთება თავიდან დაიწყეს. პარიზში „ჰაი კლასის“ მოდელად ვითვლები, ჩემი „ბუქი“ ძირითადად საფრანგეთისთვისაა  გაკეთებული. შესაბამისად, როდესაც ლონდონში ჩავედი, სხვა რაღაცეები დასჭირდათ, ამიტომ, ახალი ფოტოები გადამიღეს. მიხარია, რომ პროფესიულადაც ვიზრდები და თან, ჩემი „ბუქიც“ უკეთესი ხდება. ლონდონი პარიზისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა იქაც „პარიჟანკა“ ვარ, ყველას ფრანგი ვგონივარ. მაგრამ, ბრიტანელებმა ინგლისელს დამამსგავსეს, ისევე, როგორც გერმანელებმა – გერმანელს. ჩემი „ლუქი“ ხელს უწყობთ იმაში, რომ ადვილად შეუძლიათ შეცვლა.

– იმისთვის, რომ „ჰაი კლასის“ მოდელი გამხდარიყავი, ალბათ, ბევრი შრომა, უძილო ღამეები დაგჭირდა.

– ძალიან ბევრი შრომა და უძილო ღამეები ჩავდე. დილის 6 საათზეც გამიღვიძია ხშირად და დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე მქონია გადაღება. სააგენტოსთან კარგი ურთიერთობის დამყარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებას აქცევენ შენს ხასიათს. შესაბამისად, ჩემს უფროსებს მოსწონთ ჩემი „პეროსნალითი“. საფრანგეთში ვარ „ჰაი კლასის“ მოდელი, რომელზეც უფრო მეტი მოთხოვნაა – სააგენტო ცდილობს, რაც შეიძლება, მეტ და კარგ სამუშაოზე გაგგზავნოს, ბევრ და საუკეთესო ჟურნალში გადაგიღონ. ანაზღაურებაც განსხვავებული და უფრო კარგია.

– რა სამუშაოები გქონდა ბოლო თვეების განმავლობაში?

– წელიწად-ნახევარია, „ლანვინისთვის“ ვმუშაობ, უკვე არც კი კითხულობენ, ყველამ იცის, რომ მათთან უნდა ვიმუშაო. ძალიან საინტერესოა „ლანვინთან“ მუშაობა, თან მათი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლიენტი ყველა კაბას ყიდულობს, რომელსაც მე ვიცვამ. ამიტომ, სამუშაოზე ჩემი მიწვევა ძალიან უხარიათ. ასევე, მონაწილეობა მივიღე „დიორის“ გადაღებაში, ლონდონში კი ცნობილი ჟურნალისთვის – „1, 2, 3“ ქალაქ კენტში, ზღვის პირას მქონდა გადაღება ბიჭთან ერთად. ძალიან საინტერესო იყო. მე ლედი გაგას სტილში ვიყავი, ქერა თმით – „ქრეიზი“ გადაღება მქონდა. ბიჭი უცხოპლანეტელს ჰგავდა. ლონდონში ძალიან ცნობილი იაპონელი ჩამოვიდა. მუზეუმში მქონდა ფოტოსესია, ესეც ძალიან საინტერესო იყო. გადამიღეს ევროპული „კოსმოპოლიტენისთვის“, ლონდონიდან მოშორებით, ტბის პირას, ამაღლებულ ადგილზე ვიდექი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ ისეთი კარგი ფოტოები გამოდიოდა, რომ შიში დამავიწყდა. თან ძალიან მიყვარს ფოტოგადაღებები. ყველაფერი მავიწყდება. ლონდონში გამოდის ჟურნალი „მაქსი“ – მე და ერთ ბიჭს ამ ჟურნალისთვის გვქონდა ძალიან საინტერესო გადაღება. ორივე გოთები ვიყავით, სულ შავები გვეცვა. ასეთი გადაღება არ მქონია. „ტონი ენდ გაი“ არის თმის ძალიან ცნობილი ბრენდი – თავისი აკადემია, სალონები აქვს ლონდონში, საფრანგეთში. მათ კონკურსისთვის აარჩიეს გოგონები და ჩემი ტიპაჟიც ძალიან მოეწონათ. მე ბოლო ვიყავი, თავიდან სულ სხვანაირად მიკეთებდნენ თმას, მერე  კი გადაიფიქრეს და, სხვანაირად გამიკეთეს. როგორც თავად თქვეს – ძალიან ლამაზ ვამპირს დამამსგავსეს. თვითონ ძალიან მოეწონათ, სხვა რამეს ელოდებოდნენ და უკეთესი გამოვიდა.

– ანუ ძირითადად გადაღებები გაქვს.

– გადაღებები და შოუებიც. უბრალოდ, ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ბევრი გადაღება მქონდა. თან, მე ისეთი „ბუქი“ მაქვს,  ყველაფერს ვაკეთებ – „კომერსალსაც“, „ლუქ ბუქებსაც“, ჩვენებებსაც. რადგან ჩემი სახე ადვილად იცვლება, ამიტომ მათ გადაღებებისთვის მოვწონვარ. სიმაღლე კი ხელს მიწყობს, რომ ჩვენებებში, შოუებში მივიღო მონაწილეობა. რადგან გამოცდილება დამიგროვდა, ამიტომ ქასთინგებზეც უკვე ადვილად მირჩევენ, თან ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორ მიმართავ კლიენტს, როგორ საუბრობ. შესაბამისად, ხასიათიც მიწყობს ხელს წარმატებაში. არის ისეთი ქასთინგები, სადაც არ მირჩევენ, ან სხვანაირი ტიპაჟი უნდათ, ან სამოსი არ მაქვს კარგად, მაგრამ ამაზე საერთოდ არ მწყდება გული. ადრე უფრო განვიცდიდი, თუმცა მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო „ლანვინი“, „ლუის ვიტონი“, „შანელი“... ახლა რთულია, როცა იცი, ვისთან მუშაობ, მაგრამ უკვე იმხელა გამოცდილება მაქვს, აღარ ვნერვიულობ.

– დღეს უკვე პარიზში შენი კლიენტები გყავს.

– ძალიან რთულია, თუნდაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისე მოახერხო, რომ ერთი და იგივე კატალოგის და კლიენტებისთვის იმუშაო. პრაქტიკულად, „ლანვინთან“ პირველი ქასთინგი მქონდა წელიწად-ნახევრის წინ და მას შემდეგ უქასთინგოდ მირჩევენ. ლონდონშიც მყავს ჩემი კლიენტები, განსაკუთრებით ინტერკატალოგებისთვის, რადგან იქ ხშირია გადაღება. ისინი სამუშაოსთვის ერთი და იგივე გოგონებს იწვევენ.

– ძალიან ხშირად გიცვლიან იმიჯს.

– სულ სხვანაირი  ვარ ქასთინგზე უმაკიაჟოდ და ფოტოზე კიდევ უფრო სხვანაირი. ზოგჯერ, რომ დამინახავენ, მეუბნებიან, რომ არ გამოვუძახივართ, მაგრამ მერე, ფოტოს რომ დახედავენ, მცნობენ. ზოგისთვის – სოფი ლორენს ვგავარ, ზოგისთვის – ნატალი პორტმანს და ზოგი კარლა ბრუნს მამსგავსებს. პარიზში მეგობრები სულ მეხუმრებიან, კარლა ბრუნს ჰგავხარ, თან მის მეზობლად ცხოვრობ და ვინმეს არ შეეშალოო. რადგან ასეთი ცვალებადი სახე მაქვს, კლიენტებისთვის უფრო საინტერესო ვარ და ეს მოთხოვნასაც ზრდის.

– რომელ ქვეყანაში გიყვარს მუშაობა?

– ალბათ, საფრანგეთში. წელიწად-ნახევარია, იქ ვარ. მივეჩვიე. ბევრი მეგობარი მყავს, არაჩვეულებრივ სააგენტოში ვმუშაობ. ძალიან დაკავებული ვარ ლონდონში, ბევრი ქასთინგი მაქვს, გადასაადგილებლადაც უფრო მეტი დრო მჭირდება. იქ ძალიან ბევრია ცნობილი დიზაინერი საინტერესო ჟურნალი, შესაბამისად, სამუშაოც ბევრია. ბერლინში ძირითადად ,,ფეშენ-ვიქებზე” დავდივარ. ჩავდივარ ორი კვირით, ვაკეთებ შოუებს და მერე უკან ვბრუნდები – ძალიან სახალისოა.

– სამი წლის წინ ამხელა წარმატებას, ალბათ, არ ელოდი...

– „ელიტზე“ გამარჯვებასაც არ ველოდებოდი. იმ დროს სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. ამიტომ, ქალბატონი იას დიდი მადლობელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში ძალიან შევიცვალე როგორც გარეგნობით, ასევე, ხასიათითაც – უფრო კომუნიკაბელური გავხდი, გახსნილი. ამაში ძალიან დამეხმარა ქალბატონი ია. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, თვითონ ვწყვეტდი, თუ რა მინდოდა. ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს. არასდროს არაფერს მაძალებდნენ. მაგრამ ახლა, როდესაც მარტო ვაკეთებ ყველაფერს, თავს უფრო უკეთესად ვგრძნობ.

– მუშაობის გარდა, როგორ ცხოვრობ, როგორ ერთობი?

– პარიზში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და კარგად ვერთობი. დაბადების დღე საფრანგეთში გავატარე. სააგენტოში სიურპრიზი მომიწყეს. იმ დღეს არაფერი მქონდა დაგეგმილი. სააგენტოდან დამირეკეს, სასწრაფოდ მოდიო. შევწუხდი, არ ვიცოდი, რა უნდოდათ. ასე არ მირეკავენ ხოლმე. მივედი სააგენტოში და ყველა გოგონა პლაკატებით, ბუშტებით დამხვდა და ფრანგულად მიმღერეს – „გილოცავ დაბადების დღეს“, ხუთი ტორტი მივიღე. ჩემი საუკეთესო დაქალი ფრანგია, სხვა ქალაქში ცხოვრობს. სააგენტომ ერთკვირიანი დასვენება მოგვცა და მასთან წავედი სახლში. მისმა მშობლებმა დამპატიჟეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადების დღიდან ერთი კვირა იყო გასული, მათაც ტორტი დამახვედრეს.

 

 

скачать dle 11.3