კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესთავაზა ლონდონში ცნობილმა დიჯეიმ ლაკო ბუკიას და რატომ შეარქვეს მას იქ „მოდის მომავალი“

17 სექტემბერს ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ ლაკო ბუკიამ კიდევ ერთი ჩვენება გამართა, რომლის სანახავად ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა – აინტერესებთ, თუ რას სთავაზობს მათ ნიჭიერი, გემოვნებიანი და ახალ-ახალი იდეებით სავსე ქართველი დიზაინერი. არაჩვეულებრივი ქსოვილი, საოცარი ფერები, დახვეწილი, ნაზი და სექსუალური – ასეთი იყო ლაკოს ქალი, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და შეფასებები დაიმსახურა.

 

ლაკო ბუკია: ლონდონში მეექვსე წელია, ვცხოვრობ. ადრე, ძირითადად, ვსწავლობდი. ახლა ვმუშაობ და საქმის მხრივ სულ სხვა ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. უკვე ისეთ წრეში გავერიე, როგორც თბილისში, სულ სახლში მგონია, თავი. სადაც უნდა წავიდე – ჩვენება იქნება თუ სხვა რამ, სულ ნაცნობები მხვდებიან, ვსაუბრობთ.

– ადვილია მათ წრეში მოხვედრა?

– ადვილი არ არის. ყველას თავის საქმე აქვს და თავის საქმეშია მაგარი. შესაბამისად, შენც თუ ამ სფეროში კარგი ხარ, ყველას უნდა შენი გაცნობა და შენთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში, უკვე ადვილია თავის დამკვიდრება, გწერენ – შევხვდეთ, გავიცნოთ ერთმანეთიო. გუშინ (ინტიერვიუ ჩაწერილია 19 სექტემბერს – ავტორი) „ავთერ-ფართიზე“ ვიყავით კლუბში. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემთან, მეუბნებოდნენ, შენს ჩვენებაზე ვიყავი, მოგვეწონა შენი კოლექციაო. ესენი არიან ჟურნალისტები, სტილისტები – ხალხი, რომელიც მოდის სფეროში ტრიალებს, გამორჩეულები არიან და მათ თითქმის ყველგან ნახავ, ყველა მნიშვნელოვან საღამოზე დადიან.

– ანუ, ლონდონის ელიტა.

– ლონდონის ელიტა, რომელიც ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული.

– შენი ახალი კოლექცია ძალიან ლამაზია.

– ჩვენება 17 სექტემბერს მქონდა, ქსოვილები ჩემი ნახატებით იყო მოხატული, რომელიც მერე პრინტით გადავიტანე. ჩვენების შემდეგ შეფასებებსა და კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ყველა მეუბნებოდა – უნიკალურია, რადგან შენი ნახატებითაა გაფორმებული და ასეთს სხვაგან ვერსად ნახავო. დღეს ბევრი აკეთებს პრინტს, კომპიუტერში ამუშავებენ, შესაბამისად, მათი უმეტესობა ერთნაირია. მაგრამ, როდესაც ხელით ნაკეთია, რაც ჩემს შემთხვევაში იყო, ძალიან მოსწონთ, აფასებენ. კოლექცია აზიურ თემაზეა, აზიურ ხეზე, ყვავილზე გავაკეთე პრინტი. ფერებიც აზიურია – ჩინეთი, იაპონია. ძალიან მიყვარს და მომწონს ამ ორი ქვეყნის კულტურა, განსაკუთრებით, როგორ იცვამენ იაპონიაში. ჩემი საყვარელი მწერალია მურაკამი, დიზაინერი – კენზო, იამამოტო. სხვათა შორის, ამ კოლექციამ ასეთი შეფასება დაიმსახურა – ძალიან ჰგავს „კენზოსო“. „კენზო“ იაპონურ თემაზე ბევრ რამეს აკეთებს – ყვავილებს, პრინტებს და ამიტომ დააკავშირეს მასთან. აკადემიაში რომ ვაბარებდი, სულ ვხატავდი, ფერწერა მიყვარდა ძალიან. ახლა ჩემს ნახატებს რომ ვუყურებ, გული მწყდება, დრო რომ აღარ მაქვს, რომ კიდევ ვხატო. ვიფიქრე, კარგი კომბინაცია იქნებოდა, თუ ორივეს გავაკეთებდი ერთში – ანუ კოლექციაში. ნახატზე არის ჩინური შავი ხე, რომელსაც მხოლოდ წითელი ყვავილები აქვს და შეუფოთლავია. ეს ხე ჩინეთში მოგზაურობისას ვნახე და ძალიან მომეწონა და შემდეგ კოლექციისთვის დავხატე. თუმცა, ძალიან ძნელი იყო მომეძებნა ადგილი, სადაც პრინტს შიფონზე გამიკეთებდნენ. ასეთი ადგილი ბევრია, მაგრამ ყველა ვერ მოგცემს კარგ ხარისხს. მე ჩავაბარე ფურცლები, სადაც იყო ფერწერა და იქიდან უნდა გადაეტანათ ქსოვილზე, რაც ძალიან ძნელია. ამიტომ, არ ვიცოდი, როგორ გააკეთებდნენ. ლონდონში ვიპოვე ასეთი ადგილი და რომ ჩამომივიდა ქსოვილები, ძალიან კმაყოფილი დავრჩი – ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა. სხვათა შორის, სპეციალურად ჩვენებისთვის გადავიღე კლიპი აზიურ თემაზე, რომელიც ერთგვარი რეკლამაც იყო. როგორც ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე იმ ადამიანების მოძიება, ვინც სწორედ ისეთ განწყობას შექმნიდა, როგორიც მე მჭირდებოდა. მგონი, კარგად შევარჩიე ყველა, რადგან კლიპში ზუსტად ის ჩანდა, რაც მინდოდა – სინაზე და სექსუალური განწყობა ერთად. ეს ვიდეო ჩვენების წინ გავუშვით „ფეშენ-ვიქზე“. „იუთუბიზეც“ დავდებ, კარგი სარეკლამო რგოლია.

– ვინ აფორმებდა შენს ჩვენებას მუსიკალურად?

– მუსიკა ლონდონში ერთ-ერთმა ცნობილმა დიჯეიმ გამიკეთა, რომელიც „ვივიენ ვესტვუდს“, „კრისტიან ლაკრუას“ და სხვა ცნობილ ბრენდებს უკეთებს მუსიკას. თვითონ დამიკავშირდა, ძალიან მომწონს შენი კოლექცია და მინდა, მუსიკა გავაკეთოო. რაც მთავარია, ჩვენების დროს თვითონ უკრავდა, ანუ ცოცხალი შესრულება იყო. მე ჩემი აზრიც ვუთხარი, რომ კოლექციას ძალიან მოუხდებოდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოს ხმები – მუსიკა უფრო ნაზი, სადა და ნელი უნდა ყოფილიყო. ისეთი პროფესიონალია,  პირველი ვერსია რომ გამომიგზავნა ძალიან მომეწონა, ზუსტად გაიგო, რაც მინდოდა.

– როგორ ჩაიარა ჩვენებამ?

– ძალიან კმაყოფილი ვარ. თან, იმდენი ხალხი მოვიდა... თავიდან ვნერვიულობდი, რადგან ჩემი ჩვენება ძალიან ცნობილი ინგლისელი დიზაინერის ჩვენებას ემთხვეოდა. ვფიქრობდი, რომ ბევრი არ მოვიდოდა. თან, ძალიან წვიმდა, მაგრამ ბოლოს, „პაკლონზე“ რომ გამოვედი, გავოცდი – ამდენი ხალხი აქამდე არ მინახავს, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო, ძალიან გამიხარდა. შემდეგ „ტვიტერზე“ სულ მწერდნენ: ყველაზე კარგი, დახვეწილი, ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია იყო, რაც კი გვინახავსო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცოტა ხნის წინ მითხრეს, ახლა გაქვს ამის საშუალება, წახვიდე და დაისვენოო. მე ასე არ მგონია. ერთი კოლექცია კი დავასრულე, მაგრამ ახლა უნდა ვიფიქრო, რა გამოვასწორო, რა გავაკეთო. იმ ხალხს იმიტომ აინტერესებს ჩემი კოლექცია, რომ ყველა სეზონზე ახალ რაღაცას ვთავაზობ. თუ საინტერესო არ გამოვა, მაშინ აღარ მოვლენ ჩვენებაზე, ამიტომ უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორი უნდა იყოს მომავალი კოლექცია. არ მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრს მივაღწიე, კიდევ ბევრი საფეხური მაქვს გასავლელი. სხვაგან მინდა ყოფნა და ამისთვის დროა საჭირო. იმ დღეს დავწერე: 23 წლის ვარ, მეშვიდე ჩვენებაა, მეხუთე კოლექცია. მითხრეს: მეტი რაღა გინდაო.

– ვინ ესწრებოდა შენს ჩვენებას?

– თითქმის ყველა ცნობილი ჟურნალის წარმომადგენელი იყო, ასევე სტილისტები, მომღერლები, რომლებიც აქ „სელებრითებად“ ითვლებიან. იყვნენ მოდის კვირეულის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შეფასებები მომცეს. ასევე, იყვნენ ბლოგერები და ბევრი ქართველი.

– ანუ, ლონდონში უკვე აინტერესებთ, რას შესთავაზებს მათ ლაკო ბუკია?

– სანამ ჩვენება მექნებოდა „ტვიტერზე“, ცნობილი ჟურნალისტები წერდნენ – დღეს გვაინტერესებს ლაკო ბუკიას ჩვენება, იმედი გვაქვს, ისეთივე არაჩვეულებრივი იქნება, როგორც წინა წელსო. ასეთ რამეს რომ კითხულობ, ძალიან გსიამოვნებს. მეც ვნერვიულობდი, მინდოდა, ყველაფერი ძალიან კარგად გამოსულიყო. ამიტომ, ოთხჯერ ჩავატარე მოდელების შესარჩევი ქასთინგი. თმის, მაკიაჟის ტესტი ორჯერ გავაკეთე, რათა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ვნერვიულობდი ასევე იმაზე, როგორი შეფასება მოჰყვებოდა ჩვენებას, რადგან პრინტი მანამდე არასდროს გამიკეთებია. ჩემი შარშანდელი ჩოხის მერე, რომელიც უფრო აგრესიული იყო, ეს კოლექცია ძალიან ნაზი და ქალურია. ბევრს ჰქონდა პრინტი, ამაზეც ვნერვიულობდი. გამიმართლა, სწორად გავაკეთე – თან, ბოლო დროს ბევრი იხრება ქალურობისკენ. ის აგრესიული ფორმები, რომელიც ადრე იყო, უფრო ნაზდება. კოლექციაში ბევრი წითელი ფერიც მქონდა და შეიძლება, ეს ვინმეს ზედმეტად მოჩვენებოდა და რაც მთავარია, კოლექცია ბაიერებისთვის უნდა ყოფილიყო მისაღები.

– და ყველაფერ ამაზე რა პასუხი მიიღე?

– ერთ-ერთი ჟურნალის წარმომადგენელმა მითხრა – ჩემი ფავორიტი შენი წითელი კაბა იყოო. ნიუ-იორკში უნდა გავგზავნო კოლექცია და მეხვეწებოდა, წითელი კაბა ლონდონში დატოვეო. აუცილებლად დავტოვებ, რადგან ლონდონმა უფრო გამიცნო და მირჩევნია, დავტოვო ის, რად აქ აინტერესებთ, ჟურნალებისთვის გამოიყენებენ. ჟურნალებში დაიწერება სტატიები და იმის მიხედვით შევაფასებ, კმაყოფილები არიან თუ არა ჩვენებით. თუმცა, რამდენიმე ცნობილ ჟურნალში უკვე დაიწერა კარგი შეფასებები და აღნიშნეს, რომ მოდის მომავალი ვარ.

– ჩვენებაზე ბევრი ბაიერიც იქნებოდა.

– ძალიან ბევრი ბაიერი იყო. ისინი აკვირდებიან კოლექციას და „ფეშენ-ვიქი“ რომ დამთავრდება, იმ დიზაინერებს ირჩევენ, რომლებიც მოეწონათ. წინასწარ არ ვიცი, იყიდიან თუ არა ჩემს კოსტიუმებს, მაგრამ, რადგან მოვიდნენ, ესე იგი, აინტერესებთ. ჩემს მაისურზე ძაღლის ფოტო იყო და მკითხეს, რა შუაშიაო. ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები და თან, ლონდონში ცხოველებს ვეხმარები  – სპეციალური ორგანიზაციაა და იქ ფულს ვურიცხავ-მეთქი. მერე მწერენ, შენი ფულით გავუკეთეთ ოპერაცია ცხენს, ძაღლს და ძალიან მიხარია.

– როგორც ვიცი, ახლა პარიზში წასვლა გაქვს გეგმაში?

– „შოუ-რუმზე“ მივდივარ, შემდეგ უნდა წავიდე ნიუ-იორკში, სადაც ასევე, „შოუ-რუმი“ მაქვს – კოლექცია უნდა ჩავიტანო. კიდევ, მიმიწვიეს, ბელგიაში გამოფენა-გაყიდვის გასაკეთებლად, თავიდან ბოლომდე მაფინანსებენ. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ბელგიაში, ბრიუსელში წასვლა. თუმცა, აქამდე ვერასდროს მოვახერხე. აუცილებლად წავალ. იქ ძალიან განსხვავებული საზოგადოებაა და მაინტერესებს, რა შეფასებები ექნება ჩემს კოსტიუმებს.

 

 

скачать dle 11.3