კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებდა ვიქტორ კახეთელიძე ოსლოში მცხოვრები დისშვილის თავიდან მოშორებას და რას ჰყვებიან და-ძმის ურთიერთობის შესახებ მათი მეზობლები

 

ბოლო პერიოდში  ჩვენში   ოჯახური დრამებისა და მასთან დაკავშირებული სასტიკი  კრიმინალური  ფაქტების რიცხვი საგრძნობლად  გაიზარდა. ის, რაც გასულ კვირას თბილისში გახმაურდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი შოკი იყო. თემქის დასახლებაში მცხოვრებმა ვიქტორ კახეთელიძემ   ქილერს საკუთარი მამის, დის და დისშვილის მკვლელობა შეუკვეთა.  მკვლელობის საფასური 10 ათასი დოლარი იყო,  ოჯახის სამი წევრის მკვლელობის „ფასი” კი, თემქის დასახლებაში მდებარე,  დაახლოებით 35 ათას დოლარად ღირებული  ბინა,  რომელიც ვიქტორ კახეთელიძის მფლობელობაში იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ მამას, დას და ოცდაერთი წლის დისშვილს  მოიცილებდა თავიდან. დაქირავებული მკვლელისთვის, ვიქტორ კახეთელიძეს,  რომელიც, სავარაუდოდ, მისი ძველი ნაცნობი იყო, ფული მას შემდეგ უნდა გადაეხადა, რაც „ქილერი” მისი ოჯახის წევრებს იმ სახლში გამოასალმებდა სიცოცხლეს, სადაც   თავად  ვიქტორ კახეთელიძე გაიზარდა. ამის შემდეგ  კი, იმ ბინაში  ყაჩაღობის ინსცენირებას გაითამაშებდა. 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაგეგმილი დანაშაული დროულად აღკვეთა. ვიქტორ კახეთელიძე დაკავებულია, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 20 წლით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სცენარი, რომლის მიხედვითაც  ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის წევრების მკვლელობა დაგეგმა, საბედნიეროდ, არ შედგა. თუმცა, ამ ისტორიას  დაზარალებულები მაინც ჰყავს – ისინი, ვისი სიცოცხლეც 80 კვადრატული ფართის სანაცვლოდ გაწირეს. ვიქტორ  კახეთელიძის მამა – დემურ კახეთელიძე და  და – ლიკა კახეთელიძე  ამ თემაზე  საუბრისგან,  გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებენ. ჩვენ გავესაუბრეთ ბატონი დემურისა და ქალბატონი ლიკას მეზობლებს, რომლებიც, კახეთელიძეებს უზადო რეპუტაციის მქონე ადამიანებად ახასიათებენ. ალბათ, სწორედ ამიტომ უჭირს 72 წლის მამაკაცს დაიჯეროს ის აღიარებითი  ჩვენება, რომელიც მან თავად მოისმინა. 

  კახეთელიძეების ოჯახში დავა ბინასთან დაკავშირებით  რამდენიმე თვის წინ, ვიქტორ კახეთელიძის დედის გარდაცვალების შემდეგ  დაიწყო. კარგი   ოჯახური ურთიერთობა ვიქტორ  კახეთელიძეს  დასთან და მშობლებთან არც დედის გარდაცვალებამდე ჰქონდა. ვიქტორი  თორმეტი წლის განმავლობაში  არ  ნახულობდა ლოგინად ჩავარდნილ დედას, რომელმაც  დიაბეტის გამო მხედველობა დაკარგა. თუმცა, დედის სიცოცხლეში  ბინისთვის ღია ბრძოლა მაინც ვერ წამოიწყო. როგორც მეზობლები ამბობენ, დედას ეს ვერ გაუბედა. ნელი  კახეთელიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში, ვიქტორმა მამას და დას განუცხადა, რომ ისინი ბინიდან უნდა წასულიყვნენ და საცხოვრებლად ლიკა კახეთელიძის ერთოთახიან ბინაში გადასულიყვნენ. ლიკამ ამაზე  უთხრა: ამ სახლიდან არაფერი არ მინდა. მე დედას ვუვლიდი, ახლა შვილებთან ერთად წავალ და ჩემს თავს მივხედავო. დემურ კახეთელიძემ შვილს წინააღმდეგობა გაუწია: სახლს გავყიდი, შენ წილ თანხას მოგცემ, ხუთი ათას დოლარსად  დაგიმატებ, მაგრამ  ჩემს შვილიშვილებს უსახლკაროდ არ დავტოვებო.  კახეთელიძეების მეზობელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა, ჩვენთან საუბარში  გაამხილა: 

– ეს ოჯახი თითით საჩვენებელი იყო ჩვენს კვარტალში. დემური რაჭველი კაცია,  თავმდაბალი, მორიდებული და წესიერი. მისგან ზედმეტი სიტყვა არავის გვსმენია, მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობს. ამ ასაკშიც კი არ ერიდება ფიზიკურ შრომას –  სოფელ მუხიანში აგარაკი აქვს,  იქ თავისი ხელით მოჰყავს ყველაფერი.  დიდუბეში,  ერთ-ერთ ქარხანაშიც მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს. პატიოსანი შვილები გაზარდა. ლიკა არაჩვეულებრივი ქალია, კარგი მასწავლებელი,  ვაკეში ერთ-ერთ სკოლაში რუსულს ასწავლის.  გასულ  წელს ტესტირებები ჩააბარა და ბავშვთა კოლონიაშიც დაიწყო მუშაობა. ორ შვილს ზრდის, ბავშვებს ათასი რამ სჭირდებათ.  ერთი წელი იქნება, რაც უფროსი შვილი – ზურა უნივერსიტეტიდან ოსლოში გაგზავნეს სასწავლებლად, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს, ჭკვიანი ბიჭია. ლიკა და მისი შვილი – ანი ჩავარდნილ ნელის უვლიდნენ. ერთი წამალი არ მოუტანია ვიქტორს დედისთვის. წამალს ვინ ჩივის, სანახავადაც არ მოსულა, შორიდან იგებდა დედის ამბებს. ნელი რომ გარდაიცვალა, პანაშვიდებზე მოვიდა, გასვენებაზეც იყო, მაგრამ ასე ხომ  უცნობის დასაფლავებაზეც მიდიან.   

– ვიქტორს როგორ დაახასიათებთ?

– არ ვიცი, რა ვთქვა, ცუდს ნამდვილად ვერაფერს  ვიტყვი. როცა პატარა იყო, სულ წიგნები ეჭირა ხელში და სახლში იჯდა ისე, განათლებული ბიჭია, თემქაზე 33-ე სკოლა დაამთავრა.  მისი ნათლია ვარ, ურიგო როგორ ვთქვა რამე? ორი წლითაა ლიკაზე უფროსი. იცი, როგორ გაზარდა თავისი და? კალთაში ეჯდა ხოლმე და ისე აჭმევდა, საკუთარი ხელით. ამ ბოლო დროს აერიათ ურთიერთობა. ვიქტორი დაახლოებით 18 წლის წინ წავიდა ამ სახლიდან, როცა მეორე ცოლი მოიყვანა. პირველ ცოლთან ერთი შვილი ჰყავს, მეორესთან – ორი.  ბოლო წლებში აქ საერთოდ აღარ მოდიოდა, არავისთან არ  ჰქონდა კონტაქტი. არ  ვიცი, ეს როგორ ჩაიდინა. 

ვიქტორ  კახეთელიძე კერძო დაცვის სამსახურის, „ორბის” თანამშრომელია, წარსულში ის თავდაცვის სამინისტროში  მუშაობდა, ჯერ თავდაცვის მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის დაცვის წევრი იყო, მერე – დავით თევზაძის. ვიქტორ  კახეთელიძის ნაცნობები მის შესახებ თითქმის არაფერს ყვებიან. თუმცა იმას ამბობენ, რომ უცნაურობებები   ახასიათებდა. კახეთელიძეების ერთ-ერთმა მეზობელმა,   ჩვენთან არ დამალა, რომ  ვიქტორს მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა ადრიდანვე ჰქონდა. ვიქტორის პირველი ცოლი – ელზა არაჩვეულებრივი გოგო იყო, რამდენიმე წელი იცხოვრეს ერთად, მერე ვიქტორი მის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ელზას დღემდე აქვს ურთიერთობა ვიქტორის დასთან, მამასთან. ყოფილი დედამთილის დასაფლავებაზეც იყო მოსული. ვიქტორს და ელზას კარგი  ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ უცებ მოულოდნელად დაშორდნენ ერთმანეთს. ვიქტორმა ცოლად ელზას მეგობარი  და მეზობელი მოიყვანა. ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ქალი მეგობარს ქმარს  რომ წაართმევს, რაზე უნდა ელაპარაკო მას?  ამიტომაც, არ მიიღო ამ წესიერმა ოჯახმა ვიქტორის მეორე ცოლი. ვიქტორი დამნაშავეა,  ასეთი რამ არ უნდა დაეგეგმა, მაგრამ ხალხი ვფიქრობთ, ის წააქეზეს და მთავარი ქილერი გარეთ დადის.     

–  როგორი იყო კახეთელიძეების ფინანსური მდგომარეობა.  ვიქტორი მკვლელს ჰპირდებოდა დაახლოებით 10 000 დოლარს, რომელსაც ის სახლში იპოვიდა.

–  გამორიცხულია. საშუალო ოჯახია,  საიდან უნდა ჰქონოდათ  სახლში ამდენი ფული.  პატიოსნად შრომობენ, იქ ბავშვს ინახავენ უცხოეთში. საუბრობენ, რომ ვიქტორი ქილერის მოტყუებას აპირებდა იმ ფულით, თორემ თვითონაც კარგად იცოდა, რომ სახლში ფული არ იქნებოდა. მერე ეტყობა, ქილერის   მოკვლა უნდოდა. ქილერი თურმე მისი ძველი თანამშრომელი ყოფილა, ერთად უმუშავიათ „ალფაში” თუ რაღაც ასეთ ორგანიზაციაში. ეს ვერსიები ვრცელდება ჩვენთან, სამეზობლოში.  იმასაც ამბობენ, რომ  ზურას მოკვლაც სდომებია. ვიქტორს ასე უთქვამს: როცა ჩამოფრინდება აეროპორტში, მე დავხვდები,   წამოვიყვან, გზაში ტომარას ჩამოვაცვამ თავზე და ცოცხლად დავმარხავ სადმეო. ეს თურმე, პოლიციის ფარულ ჩანაწერშიც ყოფილა, მაგრამ ხალხს  არ გვაჩვენეს. მე ისიც გავიგე, რომ ამ  ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ლიკა კახეთელიძესთან დარეკა რძალმა – ვიქტორის ცოლმა, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია. მან გულშემატკივრის ტონით გააფრთხილა ქმრის ნათესავები: ხომ ხედავთ, ტელევიზორში რა აჩვენეს, სოფელში ძმას დისთვის ნაჯახით თავი მოუჭრია, თქვენც იგივე არ დაგმართოთ და მერვე სართულის ფანჯრიდან არ გადმოგყაროთო. ამ ყველაფერს კი, როგორც ამბობენ, ის უდევს საფუძვლად, რომ ვიქტორ კახეთელიძეს მეუღლის ბინა ბანკში ჰქონდა ჩადებული და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ცოლ-შვილთან ერთად უბინაოდ რჩებოდა.

ანი  მაჩაიძე (ლიკა კახეთელიძის ქალიშვილი): ბიძაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია.  არც თვითონ მოდიოდა ჩვენთან და მის სახლში მე სულ ორჯერ ვარ ნამყოფი.  მეც ვგრძნობდი და ჩემი ძმაც, რომ არ ვუყვარდით. დედაჩემისთვის 15 წელია თვალებში არ შეუხედავს. ამას წინათ იყო ჩვენთან ამოსული. დედას წაეჩხუბა და ხელი კრა. დედამ თავი დაარტყა, მაგრამ ამაზე ხმაურს ხომ არ ავტეხდით?! როგორც ამბობენ, ჩემი ძმის მოკვლაც უნდოდა. მე არ ვიცი, ამ საქმის დეტალები, სახლში ვერც ვლაპარაკობთ ამაზე. ბაბუა  თითოეულ სიტყვას ისე განიცდის, ძალიან ცუდად ხდება. რაც ეს ამბავი მოხდა, საერთოდ დადუმდა, თავის შვილზე ერთ ცუდსაც კი არ ამბობს.   

 

 

скачать dle 11.3