„თბილისელების“ სამზარეულო
მუსი „შავი ამბორი”
საჭირო ინგრედიენტებია: უკურკო შავი ქლიავი 300 გრამი, რომი – 100 მილილიტრი, 100 მილილიტრი წყალი. შაქარი – 75 გრამი, ჟელატინი 1 სადილის კოვზი.
მომზადების წესი: ჟელატინი ჩაალბეთ ექვსჯერ მეტ წყალში. როცა გაფუვდება, გაადნეთ ცხელი წყალის აბაზანაზე. რომს შეურიეთ წყალი, შაქარი, შავი ქლიავი და ხარშეთ 15 წუთი, დაბალ ცეცხლზე. კარგად აურიეთ და როცა გაცივდება, ათქვიფეთ ბლენდერში. შეურიეთ ჟელატინი, ჩაასხით ექვს პატარა ლარნაკში და გააციეთ. შეგიძლიათ, მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.