გოგა მესხის პირველი კლიპის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა
23 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ მომღერალ გოგა მესხის, „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილის, პირველი კლიპის პრემიერა გაიმართა. სიმღერის ავტორია ზურა მენთეშაშვილი, ხოლო კლიპის – დაჩი დარჩია. პრემიერას ძველი და ახალი თაობის მომღერლები ესწრებოდნენ. მათ შორის ნუგზარ კვაშალი, მარკუს მეტრეველი, ანი სირაძე. გოგა მესხის პირველმა კლიპმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. პრემიერის შემდეგ კი მეორე განყოფილება – ალაფურშეტი გაიმართა. სტუმრებმა ტორტი გაჭრეს და კარგად მოილხინეს.