გინესის რეკორდების წიგნის ახალი ნომინანტები
2012 წლის „გინესის რეკორდების“ წიგნი დაინტერესებული პირებისთვის უკვე 15 სექტემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. მკითხველები შეძლებენ, გაიგონ ყველაზე გრძელი ფრჩხილების მფლობელთა და პირსინგის თავგადაკლულ მოყვარულთა სახელები...
წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენის პატრონსაც. კალიფორნიელი შავკანიანი სტუდენტის, შანელ ტეპერის ენის სიგრძემ 9,75 სანტიმეტრი შეადგინა – გამოყოფილი ენა წვერიდან ზემო ტუჩამდე. წიგნის შემდგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტეპერმა განაცხადა, რომ თავისი ენის ასეთი უჩვეულო თვისება მან 8 წლის ასაკში შეამჩნია.
ყველაზე შთამბეჭდავი მკერდის მატარებელიც ზანგი აღმოჩნდა. ენი ხოკონკ-ტერნერს შეუძლია, იამაყოს თავისი ნატურალური მკერდით, რომლის გარშემოწერილობა 177,8 სანტიმეტრია.
„თავი გამოიჩინეს“ ცხოველებმაც: ბრიტანელი შინაური კატის, სმოკის ხმამ 67,7 დეციბალს მიაღწია.
ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონის ტიტული ლას-ვეგასის მცხოვრებმა 45 წლის კრისტინ უოლტონმა მიიღო. მისი მარცხენა ხელის ფრჩხილების სიგრძემ 3,1 მეტრს მიაღწია, მარჯვენა ხელისამ – 2,92 მეტრს. ეს „საპატიო“ წოდება კი მან ლი რედმონდს ჩამოართვა, რომელმაც თავისი ფრჩხილები ავტოავარიაში მოიმტვრია.
ავტომობილმა „გინესის რეკორდების წიგნი“ კიდევ ერთი ახალბედათი შეავსო – ილინიოსელმა მღვდელმა, დარიელ ბესტმა, ყველაზე სწრაფი ჯვრის დასაწერი სამლოცველო გამოიგონა – მან ძველი სახანძრო მანქანა ჯვრის საწერ მანქანად გადააკეთა: ახალდაქორწინებულებს შეუძლიათ, ჯვარი დაიწერონ... საათში 90 კილომეტრი სიჩქარით.