შოკოლადის ქალი
„ფორმულა 1-ის“ საჯინიბოს, „რენოს” მფლობელი ფლივიო ბრიატორე ამჟამად საქმიანობას ცოტა ხნით ჩამოშორდა, მაგრამ სანერვიულო არაფერი აქვს. ბრიატორეს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი უდევს ანგარიშზე და, ამასთან ერთად, გვერდს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი ჰეიდი კლუმი უმშვენებს. კლუმი მეორე შვილს ელოდება და თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობას ვერ იღებს, მაგრამ ჟურნალების რედაქტორებმა მისი გაშიშვლების გზებს მაინც მიაგნეს.
„როცა დამირეკეს და გადაღება შემომთავაზეს, თავიდან ხუმრობა მეგონა. მე ხომ ორსულად ვარ და ასეთ ფორმაში გაშიშვლება სრული სიგიჟეა. დაიჟინეს, მოდიო და მივედი. მათ მთლიანად გამაშიშვლეს, შოკოლადში ამომსვარეს და მხოლოდ წელზემოთ გადამიღეს. ფოტოები კარგი გამოვიდა, მაგრამ უფრო კარგი შოკოლადი გამოდგა. ისეთი გემრიელი იყო, მთელი ფოტოსესიის დროს საკუთარ თავს ვლოკავდი“, – განაცხადა ჰეიდიმ.