კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელი დიეტა

 

ეს დიეტა განსაკუთრებით მოუხდებათ მათ, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს. სხვათა შორის, უნდა იცოდეთ, რომ ეს პრობლემა ძალიან უშლის ხელს გახდომას.

იმისთვის, რომ ადვილად მოინელოთ ნებისმიერი საკვები, სულაც არ არის აუცილებელი, მედიკამენტებს მიმართოთ (თუ, რა თქმა უნდა, რაიმე სერიოზული პრობლემა არ გაქვთ). ამისთვის საკმარისია, დღეში 4-ჯერ, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, დალიოთ ბორჯომში გახსნილი მაწონი (ნახევარი ჭიქა ბორჯომი, ნახევარი ჭიქა მაწონი).

9 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი (ან სხვა მინერალური წყალი).

9:30: 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 პატარა ნაჭერი უმარილო და უცხიმო ყველი, 1 პატარა ნაჭერი შავი პური (სასურველია, მთელი დიეტის განმავლობაში მიირთვათ პური „მხნეობა).

12 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.

12:30: 100 გრამი მოხარშული სოსისი (საქონლის ხორცისგან დამზადებული) და 100 გრამი ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.

15 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.

15:30: 100 გრამი მოხარშული ქათმის ან საქონლის უცხიმო ხორცი (შეიძლება მოხარშული თევზიც), თითო ცალი კიტრისა და პომიდვრის სალათა.

18 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.

18:30: 300 გრამი ცოცხალი ხილის სალათა (ასორტი).

შუალედებში დალიეთ სითხე ნებისმიერი რაოდენობით, ოღონდ, უშაქროდ. ასევე, ნებადართულია 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.

დიეტა ერთკვირიანია. მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ, ერთმანეთს ჩაანაცვლოთ მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის ხორცი. რაც შეეხება სალათებს, გამოიყენეთ სხვადასხვა ბოსტნეული, ოღონდ, უმი სახით. მწვანილის სახეობა და რაოდენობა განუსაზღვრელია, ამიტომ თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად მცირე რაოდენობით გამოიყენოთ მარილი.

დიეტის დასრულების შემდეგ, როცა მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივ კვებაზე გადახვალთ, რაციონიდან არ ამოიღოთ მაწვნიანი ბორჯომი მანამ, სანამ კუჭის მოქმედება საბოლოოდ არ მოგიწესრიგდებათ.

 

скачать dle 11.3