კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გამოცხადდა კრისტოფერ დეკარნინი თავის შოუზე

 

ყველაზე საინტერესო, რაც „ბალმაინის” შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებისას მოხდა, თავად მთავარი დიზაინერის, კრისტოფერ დეკარნინის გაუჩინარება იყო. ის არც ბექსთეიჯში გამოჩენილა და არც ჩვენების ბოლოს. თუ ჭორებს დავუჯერებთ, რაზეც სტუმრები ჩვენების შემდეგ საუბრობდნენ, დეკარნინს ექიმებმა სახლში მშვიდად ყოფნა გამოუწერეს. დიაგნოზი ამის შესახებ არავის უნახავს, თუმცა ამბობდნენ, რომ დიზაინერს მძიმე დეპრესია აქვსო. მაგრამ საქმე ისაა, რომ არც პოდიუმზე ყოფილა არანაირი სიახლე. 

 დეკარნინმა და მისმა ახალმა სტილისტმა მელანი ვორდმა გადაწყვიტეს, ამ სეზონზე, გასული სეზონის მამაკაცთა კოლექცია ქალის ტანზე მოერგოთ და უამრავი თავსატეხი აეცილებინათ თავიდან. მელანი ვორდი „ბალმაინში” სამუშაოდ მას შემდეგ მივიდა, რაც სტილისტის თანამდებობა ემანუელ ალტმა დატოვა და სამუშაოდ პარიზული „ვოგის” რედაქტორის ადგილი დაიკავა. ინსპირაცია ამ კოლექციისთვის დევიდ ბოუის კლიპის, „ლედი გრინინგ სოულისგან” მიიღეს. ჩვენების მთავარი ლაიტმოტივი ბოუის ჰერცოგის თეთრი კოსტიუმი იყო განიერი თეთრი ბეწვის საყელოთი. სწორედ ბოუის გავლენა იყო მბრწყინავი თვლებით გაფორმებული, ტანზე მომდგარი კომბინეზონები, რომელშიც ქალები საოცრად სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. 

 მოდის კრიტიკოსების რეცენზიებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ კოლექციაში ვორდის სერიოზულ გავლენას გამორიცხავენ. სამოსში ძალიან ნაკლებად ჩანდა ვორდის ხელწერა. მან შემოქმედებით პიკს ოთხმოცდაათიან წლებში ჰელმუტ ლანგთან მუშაობისას მიაღწია, როცა მისი კოლექციები მთლიანად ამოაყირავა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვორდის ფანტაზიას მივაწეროთ, ეს მოკლე, ლამაზი კაბებია, რომელიც სარკის ნატეხებით და მბრწყინავი ელემენტებით გაფორმებული, საკმაოდ მძიმე, მაგრამ ძალიან მიმზიდველი გახლდათ. ვორდის „შემოქმედება” იყო ასევე, მამაკაცური ტიპის პერანგები, რომელიც ტანზე ელასტიკივით მომდგარ მთლიან კომბინეზონებს ურბანული სტილის ნამდვილ ეტალონად აქცევდა. 

 განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა დეკარნინის მიერ წარმოდგენილმა ბრჭყვიალა კოსტიუმებმა. ოთხმოცდაათიანი წლების გავლენით შექმნილი შარვლები მუხლთან იყო გადაჭრილი. ღრმად ამოჭრილი გულისპირით, უსაყელო პიჯაკების შიგნით კი ქალბატონებს არაფერი ეცვათ. ამ ტიპის კოსტიუმებს განსაკუთრებულ არაქალურობას ის ჩექმები სძენდა, რომელიც მას დეკარნინმა მოარგო. თასმებიანი, წვივთან გადაჭრილი, ქუსლიანი ჩექმები საშინლად ამოკლებს ფეხს და ქალბატონებს ჩექმებიან კატას ამსგავსებს, იმ განსხვავებით რომ, მათი ჩექმები არა წითელი, არამედ თეთრია. 

 „ბალმაინის” სტილისტის – ვორდის აბრჭყვიალებული, ფერად-ფერადი თვლებითა და სარკეებით გაწყობილი კაბები, პიჯაკები, შარვლები და ბლუზები ძალიან ლამაზი იყო ამ უბრალო კოსტიუმებთან შედარებით, რომელიც როგორც კრიტიკოსებმა თქვეს, თავად დეკარნინის გონებაში მომწიფდა და იდეის ხორცშესხმული სახე უკვე პარიზში, მის გარეშე ნახა მსოფლიომ. ერთი სიტყვით, ამ სეზონის კოლექცია ერთიანობაში „ბალმაინის” ჩავარდნად ჩაითვალა. ოცდამეერთე საუკუნეში მოდა საკმაოდ დაუნდობელი გახდა იმისთვის, რომ ერთი წლის წინ მამაკაცთა კოლექციაში გატარებული ხაზი უახლეს სეზონზე ქალების კოლექციაში გაპატიონ.

 

 

скачать dle 11.3