კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არც ისეთი საშინელი...

როცა მარტო ხარ, ათასობით წყვილს შორის, თავს კიდევ უფრო მარტოსულად გრძნობ. არადა, იყო დრო, როცა შენც გყავდა გვერდით ის ერთადერთი, რომლის გამოც გათენება და მზის ამოსვლა გიხაროდა. რა თქმა უნდა, მოგონებებით ცხოვრება მტკივნეულია და სევდის მომგვრელი, მაგრამ, არც ისეთი საშინელი, როგორც მას თქვენ აღიქვამთ. მთავარია, საკუთარი თავი არ შეიცოდოთ და არ იქცეთ მეგობრების, ახლობლების თანაგრძნობის ობიექტად: „მარტო ხარ? – როგორ მეცოდები, ჩემო დაჩაგრულო...“ – არ არის საჭირო საკუთარი თავის და მომავლის გამოტირება. დღეს თუ ცუდად ხართ, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. რატომ უნდა შეიქმნათ წამებულის, ტანჯულის იმიჯი? რას მოიგებთ იმით, თუ ყველას შეებრალებით? „ის“ დაბრუნდება, თუ თავს მიტოვებულად აღარ იგრძნობთ. ბოლოს და ბოლოს, მარტოობა არც ისეთი საშინელია, როცა იცი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად დამთავრდება. გლოვითა და ტირილით საქმეს ვერ უშველით. თუ ჯერ გიცოდებენ და თანაგიგრძნობენ, ხვალ მათაც მობეზრდებათ „მიტოვებული, საბრალო არსების ნუგეშისცემა“. მიხედეთ საკუთარ თავსა და ცხოვრებას. პირიქით, თუკი შეგიბრალებენ, უთხარით მათ, რომ ეს არც ისეთი საშინელია და რომ ამ პერიოდს წარმატებით გადალახავთ. ყველაზე ცუდ მოვლენაშიც კი შეიძლება დავინახოთ რაღაც პოზიტიური. მთავარია, იყოთ ჯანმრთელად და გწამდეთ ხვალინდელი უკეთესი დღის...

скачать dle 11.3