კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტკივილი, წყენა, იმედგაცრუება

 

სწორედ ეს სამი გრძნობა ეუფლება ადამიანს, როცა გაიგებს, რომ უღალატეს. საუბარია ცოლქმრულ ღალატზე, რომელიც სერიოზული გამოცდაა და საკმაოდ ღრმა ჭრილობებს ტოვებს. ეს ჭრილობები წლების განმავლობაში არ შუშდება და მაშინაც კი შეგახსენებთ თავს, როცა ყველაზე ნაკლებად მოელით ამას. მიუხედავად ამისა, არასდროს არ უნდა აჩქარდეთ, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სინანულით გაგაწამებთ და, რაც მთავარია არ შეიცოდოთ საკუთარი თავი. პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ ურთიერთობის გადასარჩენად, თუკი ეს საერთოდ რამედ გიღირთ. ტკივილი, წყენა და იმედგაცრუება იქნება, მაგრამ, თქვენ უნდა გამოიჩინოთ ძალა და ამ ყველაფერს მოერიოთ.

აღიქვით მომხდარი როგორც გამოცდა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ჩააბაროს ოდესმე. თქვენ ეს ბარიერი უნდა გადალახოთ, თანაც – ღირსეულად. 

ბევრი ქალი შეჰყავს შეცდომაში იმ მოსაზრებას, რომ გატეხილი თეფშის შეწებება უაზრობაა. ნუ იქნებით რადიკალური. როგორ შეიძლება, ურთიერთობა და გრძნობები თიხას შეადაროთ? ურთიერთობა ცოცხალი ორგანიზმია, ის ვითარდება, იცვლება… მისი მიმართულება კი თქვენზე, ორივეზეა დამოკიდებული.

არ დაეყრდნოთ სხვების აზრს. მოუსმინეთ, მაგრამ, იმოქმედეთ საკუთარი გულის კარნახით. რაც უნდა გითხრან, რა არგუმენტებიც უნდა წამოგიყენონ, თქვენს მეუღლეს თქვენზე უკეთ არავინ იცნობს. ამიტომ, გააკეთეთ ის, რაც მართლა პირადად თქვენ გინდათ და არა საზოგადოებას, ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა!..

ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ამბავი გამეორდება. არავის შეუძლია, დარწმუნებით თქვას, რა იქნება ხვალ, მაგრამ, შიში იმისა, რომ შეიძლება, ისევ გიღალატონ, არც დღეს მოგცემთ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას და მომავალსაც გაგიმწარებთ. რაც მთავარია, ერთ შანსს ყველა იმსახურებს. თუკი მას და საკუთარ თავს ამ შანსს არ მისცემთ, შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე ინანოთ.

 

скачать dle 11.3