ღვიძლის დაავადების დროს სვით კომბოსტოს მწნილისა და პომიდვრის წვენის ნაზავი
ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ამა თუ იმ დაავადების დროს იყენებდნენ. მაგალითად:
კოლიტის დროს მრავალძარღვას ახლად გამოწურულ 1 სადილის კოვზ წვენსა და 1 სადილის კოვზ მშრალ, დაფხვნილ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით თავდახურული, დაახლოებით 10-15 წუთით. ნაყენი სვით დღეში ერთხელ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
წყლულოვანი კოლიტის დროს ზემოთ მოყვანილი ნაყენი უნდა მიიღოთ 3 თვის განმავლობაში და თან უნდა დაიცვათ დიეტა, რომელიც ამ დაავადებისთვისაა მისაღები. ყოველი ჭამის წინ, წყლის ნაცვლად უნდა სვათ სელის თესლის ნაყენი. შედეგი შესამჩნევი გახდება ერთი თვის შემდეგ.
ნაწლავების პოლიპოზის დროს ნაძვის ნედლი ტოტები დაგეხმარებათ: ნახევარ ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ ტოტებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ. უკეთესია, თუ ამ კურსს სექტემბერში ჩაიტარებთ.
თუ ბუასილი გაწუხებთ, დანაყეთ მინდვრის შვიტა. 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით. სვით ეს ნაყენი მთელი დღის განმავლობაში, ყლუპ-ყლუპით.
კვანძოვანი ბუასილის დროს კი კარგია, თუ გაიკეთებთ გამწმენდ ოყნას, რომელშიც შერეული იქნება გვირილა და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
ღვიძლის დაავადების დროს, აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა კომბოსტოს მწნილის წვენი და შეურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა პომიდვრის ახალგამოწურული წვენი. ეს ნაზავი მიიღეთ დღეში ორჯერ, ორი თვის განმავლობაში. ამ დროს კარგია, თუ წყლის ნაცვლად ასკილის წვენს დალევთ.