ირინას ახალი სესიები
რუსმა ტოპ-მოდელმა და „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, ირინა შეიკმა, თავისი პორტფოლიო ახალი ფოტოსესიებით გაამდიდრა. შეიკმა კონტრაქტი გააფორმა მოდურ ესპანურ ბრენდ XTI-თან და, ასევე, „რემფეიჯის” თეთრეულისა და ტანსაცმლის ახალი კოლექციის სახე გახდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ირინამ სპორტის მიმართ თავის დამოკიდებულებასა და მოდელების გონებრივ შესაძლებლობაზე ისაუბრა:
„მე მიყვარს სპორტი და საკმაოდ კარგადაც ვერკვევი ფეხბურთში, ჩოგბურთში, კალათბურთში... რატომღაც, ყველა ფიქრობს, რომ მოდელები გაუნათლებლები არიან და მე ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვაპირებ, რადგან მომავალში ბიზნესლედის კარიერის მოწყობას ვგეგმავ“.