კაპელო და ჰიდინკი „ანჟის” სათავეში
მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ იუარა დაღესტნურ კლუბში გადასვლა, ფაბიო კაპელო და გუუს ჰიდინკი მახაჩკალის „ანჟის” სავარაუდო მთავარ მწვრთნელებად დასახელდნენ. ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, „ანჟის” მწვრთნელად დაინიშნოს, ხოლო გუუს ჰიდინკის კანდიდატურაზე ვრცელდება ცნობა, რომ ახალი წლიდან სავსებით რეალურია, ჰოლანდიელი სპეციალისტი რუსეთში სამუშაოდ დაბრუნდეს. ჰიდინკთან დაკავშირებით ვრცელდება ცნობა, რომ, სამწლიანი თანაშრომლობის შემთხვევაში, იგი ხელფასის სახით 66 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. საინტერესოა, რომ „ანჟის” შეფობა უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, ხოლო მწვრთნელების აგენტები ადასტურებენ დაინტერესებას დაღესტნური კლუბის მხრიდან.