ცოლმა შევჩენკოს ახალი ბინა აყიდვინა
ანდრეი შევჩენკომ კიევში ოჯახიც ჩაიყვანა. მისი მეუღლე, კრისტენ პაზიკი, კატეგორიულ უარს აცხადებდა, იმ სახლში ეცხოვრა, რომელიც შევას აქამდე ჰქონდა. ამერიკელმა მოდელმა ზედმეტად ფეშენებელური აპარტამენტები მოითხოვა და ამ ხნის განმავლობაში ანდრეიც სწორედ ასეთი აპარტამენტების ძიებით იყო დაკავებული.
უკრაინელმა ფორვარდმა ხუთი სახლი შეარჩია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრისტენი სწორედ ამ სახლების თვალიერებით იყო დაკავებული და კიევის შუაგულში, ისტორიულ უბანში შეარჩია ერთ-ერთი სახლი. როგორც თავად პაზიკი აცხადებს, ამ სახლმა იმით მოხიბლა, რომ უახლოესი ქუჩები ვიწროა და ქვაფენილებით არის მოკირწყლული, რითაც ეს ადგილი ძალიან აგონებს შუაგულ ევროპას.