ფერგიუსონის „პელე”
„მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, თავისი გუნდის ლიდერი, უეინ რუნი ბრაზილიელ ლეგენდას პელეს შეადარა. ფერგიუსონის თქმით, რუნის სათამაშო მანერა მას პელეს აგონებს, როდესაც ეს უკანასკნელი „სანტოსის” მაისურში ბრწყინავდა ბრაზილიის სტადიონებზე. „მანიუს” მწვრთნელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუნი, სისწრაფითა და მიზანდასახულობით ემსგავსება პელეს და მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იქნება – იგი მზად არის, გააუმჯობესოს თავისი რეკორდი და სეზონის განმავლობაში 34 გოლზე მეტი გაიტანოს.