ვალუევი იეტის ძიებაში
რუსი გოლიათი, მოკრივე ნიკოლაი ვალუევი, „თოვლის კაცის”, ანუ, იეტის საძიებო ექსპედიციისთვის ემზადება. მასთან ერთად ექსპედიციაში რუსი ჩინოვნიკები, კერძოდ, კემეროვის ოლქის დეპუტატები მიემგზავრებიან. ექსპედიცია მთიან შორიაში გაემგზავრება, სადაც იეტის არსებობის რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. – „თოვლის კაცის ძიების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მე მუდამ მაინტერესებდა ეს თემა, რადგან იეტის არსებობაზე ჯერ კიდევ რევოლუციამდე საუბრობდნენ და ძალიან მინდა მისი პოვნა“, განუცხადა ვალუევმა რუს ჟურნალისტებს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა შორიელმა შამანმა ვალუევს უთხრა, იეტის პოვნა იღბალს დაგიბრუნებსო. ვალუევი დაჰპირდა თავის გულშემატკივრებს, რომ აუცილებლად იპოვის იეტს და მის ფოტოებს თავის ვებ-გვერდზე ატვირთავს.