ჰუმელსი – „ჯიქიუს” ყდისთვის
გერმანული „ბუნდესლიგის“ მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის „ბორუსიას” მცველმა, მატს ჰუმელსმა, თავის მეგობარ გოგოსთან, ქეით ფიშერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მამაკაცებისთვის განკუთვნილი პოპულარული ჟურნალის „ჯიქიუს” ოქტომბრის ნომრისთვის მიერ მოწყობილ ფოტოსესიაში. მატსის თქმით, მან ფოტოსესიის გამო ტელევიზორში მნიშვნელოვანი მატჩის ნახვაზე თქვა უარი და ეს ყველაფერი თავისი შეყვარებულის გამო გააკეთა, რომელთან ერთადაც ფოტოობიექტივის წინაშე სასიყვარულო სცენები გაითამაშა. სხვათა შორის, ქეით ფიშერი და ჰუმელსი ოთხი წელია, ხვდებიან და ისინი ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მისაბაძ ვარსკვლავურ წყვილად ითვლებიან გერმანიაში.