კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გაწეწეს ერთმანეთი სასტუმროში თეა გობეჯიშვილმა და ეკა ნიჟარაძემ და რით გააოგნეს მათ ალ პაჩინო

სულ რამდენიმე დღეა, რაც ეკა ნიჟარაძე და თეა გობეჯიშვილი იტალიიდან დაბრუნდნენ და ჯერ კიდევ დიდ ემოციებში არიან. ისინი უახლოესმა მეგობარმა მირანდა მირიანაშვილმა ვენეციის კინოფესტივალზე დაპატიჟა, სადაც მათ, ახლოდან ნახეს მსოფლიოს კინოს ვარსკვლავები. 

 

– მოყევით, როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ეკა: ჩვენი ურთიერთობა 21 წლის წინ დაიწყო, თეატრალური ინსტიტუტიდან. აკადემიური შვებულება მქონდა აღებული, ამერიკაში ვიყავი წასული სასწავლებლად და, რომ ჩამოვედი, მოვხვდი გიზო ჟორდანიას ჯგუფში. ასე თუ ისე, ყველანი იცნობდნენ ერთმანეთს გამოცდებიდან, მე ბევრს არ ვიცნობდი, თუნდაც მირანდა მირიანაშვილს, რომელიც ახლა ჩემი და თეას უახლოესი მეგობარია.  

თეა: ერთ დღესაც მივედი ინსტიტუტში, შევაღე აუდიტორიის კარი, გადავხედე ჯგუფს და, უცებ თვალში მომხვდა რაღაცნაირი გოგო: ჩვენი რეჟისორის მაგიდაზე ფეხები აქვს შემოწყობილი და ერთ ამბავშია. როგორც მერე გავიგე, ერთი წელი ყოფილა ამერიკაში და, იქიდან ჩამოსულმა, თავს უფლება მისცა, თავისი გრძელი ფეხები რეჟისორის მაგიდაზე შემოეწყო. არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა, მე კი დავიძაბე არ შემოვიდეს-მეთქი, ჩვენი რეჟისორი, შეწუხებული ვიყურებოდი აქეთ-იქით; თან, ვერც ვეუბნები – გენაცვალე, იქნებ ჩამოგეწია ფეხები?! მოკლედ, მე ასეთ დღეში ვარ, ეკა მშვენივრად, არხეინად ყვება თავის ამბებს: როგორ აიღო აკადემიური, წავიდა ამერიკაში, ჩააბარა. ძალიან გახსნილი, იმ დროისთვის ზედმეტად თავისუფალიც კი ჩანდა, მაგრამ ძალიან კარგად აგვეწყო საუბარი და ურთიერთობა. უცბად, გაიღო კარი და შემოდის შოკის მომგვრელი, ესპანური გარეგნობის, ძალიან მომხიბვლელი, გრძელი ხუჭუჭა თმით, მძივებითა და ბეჭდებით დახუნძლული, ძალიან მაგარი გოგო. ყველა გაოგნებული შევცქეროდით. იმ დღიდან ჩვენ სამნი გავხდით უახლოესი მეგობრები, მაგრამ სამივე აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის, მანერის ადამიანები ვართ. სხვათა შორის, მე და ეკას გარეგნობით ძალიან გვამსგავსებდნენ და ძალიან გვიკვირდა. კაცო, შენ მესამე სართულზე არ მოგესალმე წეღანო? – მეტყოდა ვიღაც. არა-მეთქი, რომ ვუპასუხებდი, როგორ არა, წეღან არ ჩამიარეო?! 

ეკა: ინსტიტუტიდან რომ გამოვდიოდით, უკუნეთი სიბნელე იყო, რუსთაველზე სამოქალაქო ომი მიდიოდა, ჩვენ კი აქეთ ცალკე ცხოვრება გვქონდა, მერე გავთხოვდით, ბავშვები გავაჩინეთ.

თეა: ჩვენი სასიყვარულო ამბები ერთმანეთის თვალწინ მიმდინარეობდა, შემდეგ დაოჯახება, შვილების გაჩენა, მათი გაზრდა... თან, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობდით და დღემდე ერთი ოჯახივით ვართ. 

– ხშირად ახლო მეგობრებშიც ხდება წაკინკლავება, დამდურება, ინტრიგები, ყველაფერს არ ლაპარაკობენ ერთმანეთთან თავიანთ პირადზე, რაღაც-რაღაცეები სწყინთ... მსგავსი მომენტები, ალბათ, თქვენც გქონიათ.

– ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, იმდენი რაღაცის გადალახვა მოგვიწია ერთად, მაგრამ, მსგავსი რამ არ გვქონია. ერთად რომ შევიკრიბებით, ლამის დუჟი გადმოგვდის პირიდან, იმდენს ვლაპარაკობთ. ყოველთვის გიყვარს ის, რაც შენს მეგობარს უყვარს და ის გიხარია, რაც მას უხარია. ჩემთვის მთავარია, ჩემი მეგობარი იყოს ბედნიერი. როცა ვხედავ, რომ ეკა ბედნიერია, მეც მასთან ერთად ვარ ბედნიერი.

– ალბათ, დასასვენებლადაც ერთად დადიხართ. გაიხსენეთ ერთ-ერთი ზაფხული.

ეკა: ბავშვები პატარები იყვნენ. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ჯერ თეამ დაიწყო მუშაობა, მერე – მე და ორივემ ამოვისუნთქეთ. პირველი წელი იყო, რომ თეასთან აგარაკზე წავედით. დაუმთავრებელი სახლი იყო, მაგრამ ჩვენ იქ ყველაფერი მოვაწყვეთ: ამოღრუტნული სარეცხის მანქანა მაგიდის ფუნქციას ასრულებდა, მივალაგ-მოვალაგეთ და ვცხოვრობთ. იმ დროს მეორეზე ვიყავი ორსულად. აბსოლუტურად  მარტოები ვიყავით, და ცოტა საშიშიც იყო. ერთ საღამოს ბავშვები მივაძინე და მაგიდასთან ვსხედვართ. აბსოლუტური სიბნელე და სიჩუმეა და უცებ გვესმის: „გოგოებო, ლამაზებო“!.. შეგვეშინდა და გავისუსეთ, ვითომ სახლში არ ვართ, მაგრამ, რადგან მოგვადგნენ, ესე იგი, იციან, რომ სახლში ვართ. გავაღეთ კარი – ვიღაც კაცი დგას და გვეუბნება, ბავშვმა საწოვარა დაკარგა და იქნებ ერთი ცალი მომცეთო.

თეა: ბათუმში ვართ გასტროლებზე წასული, ერთი თვე ბათუმში უნდა გვქონდეს კონცერტები. „ვერნისაჟის” პერიოდია. სასტუმრო „ინტურისტში“ დავბინავდით, ყოველ საღამოს შოუები გვაქვს და, ბუნებრივია, თაყვანისმცემლებიც გვყავს. არის ზღვა, მზე, გადასარევი სასტუმრო, კვება; საღამოობით – შოუები, ფული, ერთმანეთი გვყავს და მეტი რა გინდა, მოკლედ, ვართ ბედნიერები. ერთ დღესაც, დავბრუნდით ნომერში, სამნი ვიყავით. მთელი ღამე ვიქაქანეთ, ვიქაქანეთ და ჩაგვეძინა. დილით კარზე კაკუნია. შემოდის სასტუმროს თანამშრომელი, ყვავილები და რაღაც შეფუთული უჭირავს ხელში – ეს ამ ნომერში გამომატანესო. რომ ვეცით ამ კოლოფს სამივე – ხომ უნდა გაიგო, ვისია! იქ ამბავი ატყდა?!. მაინც ვერ გავიგეთ, რომელს მოგვართვეს და ვინ მოგვართვა. ყვავილები ლარნაკში მოვათავსეთ, სუნამო კი საერთო ხმარებაში წავიდა.

– ახლახან ჩამოხვედით იტალიიდან, სადაც, როგორც ვიცი, მირანდა მირიანაშვილმა დაგპატიჟათ. წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილებები გამოგყვათ იქიდან – ბოლოს და ბოლოს, ალ პაჩინო ნახეთ და მასთან სურათები გადაიღეთ.

ეკა: იტალიაში მირანდამ დაგვპატიჟა – ოცი წლის შემდეგ მაგარი საჩუქარი გაგვიკეთა. ვიყავით: მე, თეა, მირანდა, მირანდას და და მარინა ბერიძე. კონკრეტულად ალ პაჩინოს დღე გვაქვს დაწესებული – 4 სექტემბერი.

თეა: ისეთი დღესასწაული, რაც მირანდამ მოგვიწყო, მართლაც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჯერ ერთი, ერთად შეგვკრიბა ის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი არასდროს გვბეზრდება და გვიყვარს. იქ ერთი კვირა ვიყავით. ჩვენ დაგვპატიჟეს ვენეციის კინოფესტივალზე, ფილმის ჩვენებაზე, რომლის პროდიუსერი მირანდას მეუღლეა. ულამაზესი სანახაობა იყო, თავისი წითელი ხალიჩებით, გრძელი კაბებით, რომელიც ძალიან გინდა, თბილისში ჩაიცვა, მაგრამ, აქ არსად არის ამის საშუალება და თეთრი ყვავივით გამოჩნდები. წითელ ხალიჩაზე გავიარეთ. ყველას ეგონა, რომ ჩვენ ვართ მსახიობები და გვეხვეწებოდნენ, ფოტოს გადაგიღებთო. ბოლოს, მივხვდით, რომ სხვა გზა არ არის, უნდა გადაიღო, უხეშობაში რომ არ ჩამოგართვან. ისე მოგვეწონა და ისეთ აზარტში შევედით, სანამ ბოლომდე გავივლიდით ხალიჩას, ვპოზირებდით. მერე, ალბათ, ფოტოგრაფები რომ ნახულობდნენ ჩვენს სურათებს, თვითონვე კითხულობდნენ, ნეტავი, ვინ არიან ეს გოგოებიო. დიდი ემოციებით დატვირთულები გამოვედით, ფილმიც ძალიან მოგვეწონა.  იმავე საღამოს წავედით ფილმის სცენარის ავტორისა და მთავარი შემსრულებლის დაბადების დღეზე. დავბინავდით იმ სასტუმროში, სადაც ცხოვრობენ ის ვარსკვლავები, ვინც ჩამოდიან ამ კინოფესტივალზე. ის სასტუმრო ხომ ცალკე თემაა! კუნძულზე მდებარეობს და კატერით გადადიხარ. ეს არის პატარა, მყუდრო, არაჩვეულებრივი სასტუმრო, თავისი ულამაზესი ეზოებით, ნომრებითა და მომსახურებით. თავი ზღაპარში გვეგონა. მირანდამ საფრანგეთიდან ჩამოიტანა ღვინო, რომელიც იმდენად უნიკალურია, რომ წელიწადში მხოლოდ ას ბოთლს უშვებენ. ბოთლი დიდი ზომისაა, სამი ლიტრი ჩადის. რესტორანში, ძალიან ცნობილი მაღალი წრის ხალხი იყო და, იმდენად დიდი რეაქცია ჰქონდათ ამ ღვინის დანახვისას, გვერდზე მაგიდიდან გვთხოვეს, იქნებ ცოტა ჩამოგვისხათო. ძალიან ბედნიერები ვიყავით და ეს ბედნიერება სახეზე გვეწერა. ფილმის ჩვენებამდე დერეფანში მსახიობები, რეჟისორები დადიოდნენ. წარმოიდგინე, რა მაგარია: იქით გაიხედავ – მადონას დაინახავ, აქეთ გამოიხედავ – სელმა ჰაიეკს... მაგრამ, სულ სხვა ამბავი იყო, როცა ალ პაჩინო შემოვიდა – ყველა ფეხზე წამოუდგა. ბუნებრივია, ჩვენც წამოვდექით.

– თქვენთვის ძნელი იქნებოდა თავის შეკავება, რომ მისთვის რამე არ გეთქვათ და მასთან ერთად სურათები არ გადაგეღოთ.

ეკა: ჩვენ კი ვიკავებდით თავს, მაგრამ, თვითონ, არ მოსცილდა ჩვენს მაგიდას. ფოტოებსაც რომ ნახავ, მიხვდები, რომ ჩვენ კი არ გავიქეცით და გავეკიდეთ, კონკრეტულად ჩვენთან დგას. სანამ აზრზე მოვედი, რომ ალ პაჩინოა, მოვტრიალდი და, ვხედავ, თავზე მადგას. დავიბენი და ხელი გავუწოდე – გამარჯობა-მეთქი.

თეა: აქტიური იყო: გაივლიდა, გამოივლიდა, რაღაცას გვეტყოდა. რესტორანში ჩვენთან ერთად იყო თამარ კვესიტაძეც, ასევე, გვახლდა მირანდას ქმრის შვილი – ბიჭი, რომელიც თავის შეყვარებულთან ერთად მოვიდა, ეს ერთადერთი ბიჭი იყო, დანარჩენი სულ ქალები ვიყავით. ბოლოს ალ პაჩინო ადგა, მოვიდა და უთხრა: მთელი საღამო გიყურებ და მშურს შენი, რადგან, აქ მყოფი ადამიანებიდან ყველაზე იღბლიანი შენ ხარო. ამაზე მეტი რა გვინდოდა, ეს დიდი კომპლიმენტი იყო. სხვათა შორის, მასთან ფოტოს გადაღება ასე მარტივი საქმე არ იყო. ყველამ მოინდომა მასთან სურათის გადაღება, მაგრამ, დაცვამ არ გაუშვა. იმ დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ვისთან ერთადაც თავისი სურვილით გადაიღო სურათი.

ეკა: მეორე დილითაც ვნახეთ, როცა ვსაუზმობდით – მოშორებით იჯდა და კოცნა გავუგზავნეთ, რა თქმა უნდა, მეგობრული.

თეა: სხვათა შორის, მილანში ჩავედით იმ დღეს, როცა „ფეშენ-ვიქის” დაბადების დღე იყო და ეს კიდევ სხვა ემოციაა, რაღაც საოცრებები ხდებოდა ჩვენ გარშემო.

ეკა: მერე დავიკარგეთ, ტელეფონი არ გვქონდა და, როგორ ვიპოვეთ ერთმანეთი, არ ვიცი.

 

 

скачать dle 11.3