კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იცვლის პატარძალი კაბას ექვსჯერ ჩინურ ქორწილში და რა ფუნქციები ჰქონდა თორნიკე გურულს როგორც ხელისმომკიდეს

 

ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი – თორნიკე გურული ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ერთხელაც ფინჯან ყავაზე, სრულიად მოულოდნელად, მოვა ისტორიები იმის შესახებ, თუ რა გადახდა ამ გაზაფხულს ჩინურ ქორწილში ხელისმომკიდედ ყოფნისას, მას არც კი უფიქრია, თუ ეს ჩემი ჟურნალისთვის საინტერესო თემა იქნებოდა, მაგრამ როგორ შეიძლება, არ დაინტერესდე თემით, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის ასეთი ეგზოტიკური და უცნაურია. 

 თორნიკე გურული: გერმანიაში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. უცხო ქვეყნის სტუდენტებს ვეხმარებოდი, რომ გერმანიაში იოლად მოეხდინათ ადაპტაცია. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ხშირად ეწყობოდა წვეულებები. ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი ლი, ჩინელი სტუდენტი, რომელთანაც დავმეგობრდი. მას გაუჭირდა იქაურ ცხოვრებასთან შეჩვევა და ყველანაირად ვცდილობდი, დავხმარებოდი. დავდიოდით წვეულებებზე, ვაცნობდი ხალხს. ერთ მშვენიერ დღეს ლიმ დამირეკა, თხოვნა მაქვსო. ვიფიქრე, ფოტოს გადაგზავნა ან რაღაც მსგავსი უნდოდა, მან კი მითხრა, ქორწილი მაქვს და მინდა, ჩემი ხელისმომკიდე იყოო. წარმოიდგინე, ჩემი გაკვირვება. თვრამეტსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩავედი შანხაიში, ძალიან თანამედროვე ქალაქში. დავბინავდი ლისთან. სხვათა შორის, საცოლე გავიცანი და აღმოჩნდა, რომ მასაც ლი ჰქვია. ჩინელებს სიტყვების წარმოთქმის ოთხი სხვადასხვა ინტონაცია აქვთ და ოთხივე ინტონაციით ერთი და იგივე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ინტონაციები მერეოდა და გოგო-ლის, ბიჭი-ლისავით ვეძახდი, ამიტომ გოგომ მთხოვა, რომ მისთვის ჟასმინი დამეძახა, რადგან თურმე „ლი” პარალელურად „ჟასმინსაც” ნიშნავს (იცინის).
– ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი იყო?
– დაახლოებით ორი კვირა ვიყავი ჩინეთში და ამ ორი კვირის განმავლობაში მთლიანად ჩავერთე ქორწილის საქმეებში. უამრავი ტრადიცია აქვთ, რომელიც უნდა გამეთვალისწინებინა და დამეცვა. ჩინეთში მშობლის კულტია და არიან საოცრად თავაზიანები. მასწავლეს თავაზიანობის გამომხატველი ფრაზა, მაგალითად, „შუ შაო აი ხაო”, რაც ნიშნავს, მიხარია შენი გაცნობა და ამ ფრაზას წარამარა ვიმეორებდი (იცინის).
– როგორია თვითონ ქორწილის ცერემონიალი?
– ჩინური ქორწილი არის მთელი პროცესია, დატვირთული შინაარსით. ყველაფერი იწყება რამდენიმედღიანი ფოტოსესიით და მთავრდება გრანდიოზული ფოიერვერკით. მათი ტრადიციის მიხედვით, პატარძალმა ექვსჯერ უნდა გამოიცვალოს კაბა. ძალიან უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩინელებისთვის ექვსი, სამი ექვსიანი ბედნიერების მომტანია. ძალიან ძვირი ღირს და პრესტიჟულია, თუ ტელეფონის, მანქანის ნომერში სამი ექვსიანი ურევია. შესაბამისად, თუ ექვსჯერ გამოიცვლი კაბას მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები. ქორწილში მიღებულია ფულის ჩუქება, იყიდება სპეციალური კონვერტები, რომლითაც უნდა აჩუქო ფული. თვითონ ქორწილში რამდენიმე ცერემონიალი აქვთ. ქორწილის დაწყებამდე, როცა ყველა სიძე-პატარძალს ელოდება, კარის გაღების უფლება ბიჭი-ხელისმომკიდის გარდა, არავის აქვს. აქვთ ჩაის ცერემონიალი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩაი სარიტუალო სასმელია, რომელსაც ქორწილში უამრავი დატვირთვა აქვს. აქაც ბიჭი ხელისმომკიდეა მთავარი. ის ამზადებს ჩაის, რომელსაც მოსვამს, შემდეგ გადააწოდებს ხელისმომკიდე-გოგოს, ეს გოგოც დალევს და სპეციალურ ჭიქას აწვდის სიძეს, სიძე კი – პატარძალს. პატარძალმა დედამთილ-მამამთილს უნდა გადააწოდოს. ამ ტრადიციას უძველესი საწყისები აქვს. როგორც ამიხსნეს, ეს ხდება იმისთვის, რომ სიძე-პატარძალი ვინმემ არ მოწამლოს (იცინის). ხელისმომკიდე საკუთარ თავზე იღებს პირველ ყლუპს. თუ დააკვირდით, ჯერ სიძე-პატარძალი იკლავს თავს და მერე მშობლები. ასევე, არსებობს სიგარეტის მიწოდების ცერემონია. ძალიან ბევრი სიგარეტი მქონდა და ყველას ვთავაზობდი. ყველამ უნდა მოწიოს სიგარეტი და მის კვამლს გაატანონ ყველაფერი ცუდი, რაც წარსულში იყო. გარდა ამისა, არის კიდევ სმის ცერემონიაც. სიძე ყველა მაგიდასთან ხელისმომკიდესთან ერთად უნდა მივიდეს და სასმელი დალიოს. რასაც ის ვერ მოერია, მე ვსვამდი – თან, ყველაფერს, რასაც გვთავაზობდნენ (იცინის). იმდენი სასმელი ავურიე, ცუდად ვიყავი. ამდენი „სპრაიტი” ცხოვრებაში არ დამილევია.
– ხელისმომკიდეზე ყოფილა ყველაფერი აწყობილი?!
– მართალია. ძალიან ბევრი ვიცინე პატარძლის წამოყვანის დროს. სიძესთან ერთად პატარძლის სახლში წავედით. პატარძალი იმალება და მას საქმრომ სუნთქვით უნდა მიაგნოს. უნდა გენახათ მე და ბიჭი-ლი როგორ ვაყურადებდით ოთახებს და გოგო-ლის სუნთქვას ვუსმენდით. ერთი-ორი ოთახი შეგვეშალა, მაგრამ ბოლოს მივაგენით (იცინის). გოგოს წამოყვანამდე კიდევ ერთი ამბავი ხდება. პატარძალი სახლში ფეხსაცმელს მალავს, რომელიც ხელისმომკიდემ უნდა იპოვოს. როგორი დაბნეული ვეძებდი ამ ფეხსაცმელს, უნდა გენახათ (იცინის). გოგო-ლის კიდევ საქორწილო კაბის ქვეშ დაუმალავს ფეხსაცმელი. დიდი მინიშნებებითა და თვალის ჩაკვრებით ვიპოვე, როგორც იქნა. როგორ წარმოვიდგენდი, კაბის ქვეშ თუ ექნებოდა და კაბას (იცინის) ავუწევდი?! ქორწილში უამრავი შეჯიბრებაა. სიძის ხელისმომკიდე ეჯიბრება გოგოსას ბეჭდის გადაცემაში. უნდა აიღო საწრუპი. შემდეგ ამ საწრუპს უნდა მოაბა ბიჭის ბეჭედი და ხელის შეუხებლად უნდა გადააწოდო დაახლოებით შვიდ კაცს. ბოლოს ეს ბეჭედი უნდა მისცენ ხელის მომკიდეს, რომ ხელზე გაიკეთოს. ვინც უფრო სწრაფად მოახერხებს ამას, ის არის გამარჯვებული. რა თქმა უნდა, როგორც ყველაზე გამოუცდელმა, წავაგე. კიდევ ერთი ტრადიციაა, ხელისმომკიდეებს ტანსაცმელს სჩუქნიან. ასე რომ, ჩინური ნაციონალური სამოსი მაქვს. 
– რელიგიური რიტუალი ჰქონდათ?
– კომუნიზმის გამო დაოისტურ რელიგიას მიმდევრები ძალიან ცოტა ჰყავს, ამიტომ წყვილები მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით შემოიფარგლებიან. რაც უფრო მაღალი ფენიდანაა წყვილი, მით მეტად არის გამორიცხული რელიგიური ქორწინება. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ შვილებთან დაკავშირებით, რაც უფრო მაღალი ფენიდანაა წყვილი, კარგ ტონად მიიჩნევა თუ ისინი უარს ამბობენ შვილებზე. ღარიბ ფენაში ბევრი შვილი ჰყავთ. არადა, ერთი შვილის ზემოთ დიდ ჯარიმებს იხდის ოჯახი. ანუ „სვეცკი” წყვილები შვილებზე უარს ამბობენ. ასეთი წყვილია ორი ლიც. 
– ისე, იქ ბევრ უცნაურობას წააწყდებოდი.
– ქუჩებია საზიზღარი, ბინძური. ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს. ამხელა მასა ერთად ქუჩაში არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. გადასასვლელზე იმდენი ხალხი გადადის ერთად, გაგიჟდები. ქვეყანაში სამოცდაათი პროცენტი მამრობითი სქესის წარმომადგენელია, მხოლოდ ოცდაათია – ქალი. რადგან მხოლოდ ერთი შვილის გაჩენის უფლება აქვთ, თუ გაიგებენ, რომ გოგო ჰყავთ, აბორტს იქამდე იკეთებენ, სანამ ბიჭი არ ჩაისახება. ქუჩაში ყველაფერი ერთად არის – საჭმელი, ტანსაცმელი, ოფისები. მაღაზიაში, რომ შედიხარ, შენი ზომა თუ არ არის, ეგრევე გიკერავენ. ზუსტად ერთ საათში მზად არის პიჯაკი და შარვალი. ეს არის ქვეყანა, სადაც ევროპიდან ჩასულმა ადამიანმა არასდროს იცი, რას უნდა ელოდო. ერთი ამბავი მახსენდება, საშინლად დაღლილი ჩავედი და ფეხების მასაჟზე გამიშვეს, გიშველისო. ველოდები რაღაც სასწაულ მასაჟს. ამ დროს მასაჟისტებმა გამოტანეს ჩაით სავსე ხის დიდი ვედრო და მითხრეს, თვალები დახუჭეო. ორივე ფეხი ცხელ ჩაიში ჩამაყოფინეს და რა თქმა უნდა, ფეხები დამეწვა. ორი დღე ძლივს დავდიოდი (იცინის). ვიყავი უსინათლოების მასაჟზეც. ხელებში მათ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ და ეს მართლა სასწაულია.
– ეგზოტიკური საჭმელი თუ გასინჯე?
– ჩემთვის, როგორც ვეგეტარიანელისთვის, განსაკუთრებით რთული იყო საჭმლის არჩევა, რადგან იქ ხორცის კულტია. შემწვარი ღამურიდან დაწყებული ძაღლებით დამთავრებული ყველაფერს ჭამენ. ასეთი გამონათქვამიც აქვთ, ყველაფერი იჭმევა, რასაც ოთხი ფეხი აქვს, მაგიდისა და სკამის გარდაო. მათთან ვნახე ჭაოღი, რომელიც ზუსტად ხინკლისნაირია, ოღონდ შიგნით რისი ხორცია, არ ვიცი (იცინის). გიჟდებიან ზღვის პროდუქტებზე. უცნაურ ცხოველებს, ლოკოკინებს, რას არ ნახავთ მაგიდაზე. ძაღლები და მტრედები ქუჩაში ისე იყიდება, უცხოელი ვერც მიხვდება ვერაფრით, რას ჭამს, თუ ენა არ იცის. ჩინურის გარდა სხვა ენაზე ერთ წარწერასაც ვერ ნახავთ ვერც ქუჩებში, ვერც მენიუში. ვარაუდით უნდა აირჩიო საკვები. არის ტურისტული, ლამაზი ადგილები, მაგრამ ძირითადად, ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. პატარა ოთახებში, რომლებსაც სახლს ეძახიან, ვირთხები ჩვეულებრივად დადიან. მოკლედ, ნამდვილი ეგზოტიკაა, რომელიც სულ მემახსოვრება.

 

скачать dle 11.3