კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვინც არ მუშაობს – არ ჭამს“

ანუ „ფული გაქვს?“

 

რაკი ამ დაუსრულებელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ევროზონასაც საფუძვლიანად შეუტია, ევროპის ლიდერებიც საგონებელში ჩაცვივდნენ, თუმცა, ბევრი არც უფიქრიათ (იქნებ იფიქრეს კიდეც), უფრო ზუსტად, ბევრი საფრანგეთის ხელმძღვანელობას არ უფიქრია და მათებური მდიდრებისთვის გადასახადის დაწესება გადაწყვიტეს (ბუნებრივია, შემოსავლების და, ცხადია, მანამ, სანამ კრიზისი მეტ-ნაკლებად დაიძლევა). იმ მარტივი მიზეზით, რომ მაგალითი გადამდებია, მდიდრების დაბეგვრა (დროებით დაბეგვრა) ესპანეთმაც გადაწყვიტა. სახელდობრ, იქ სიმდიდრის გადასახადის გადახდა 160 000 ადამიანს მოუწევს, რომელთა შემოსავალი წელიწადში მილიარდ ევროს აჭარბებს. ესპანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ გზითა და საშუალებით ბიუჯეტის დეფიციტს შეამცირებს.

მართალია, დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში პირველობა საფრანგეთისაა, თუმცა, ამ საქმის პიონერი მაინც ესპანეთია, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურმა მადრიდმა მდიდრების გადასახადი 2007 წელს აამოქმედა და 2 მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალიც მიიღო. ევროპის კვალდაკვალ მდიდრების დაბეგვრას ოკეანის გაღმაც გეგმავენ, ოღონდ ჯერჯერობით არ განსაზღვრულა, რა ოდენობის შემოსავლის პატრონებს არ ასცდებათ დაბეგვრა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი წლიური ბიუჯეტი ლამის ორი მილიარდი ევროა (რის მობილიზებაც მხოლოდ ესპანეთმა ერთი წლის განმავლობაში მდიდართა დაბეგვრით შეძლო), აშკარაა, რომ ჩვენს შემთხვევაში ამ გაქანების მდიდრების დაბეგვრა არ გამოგვივა. სამაგიეროდ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩინოვნიკთა სახელფასო შემოსავლები თვით პენსიონრების შემოსავალსაც კი (უმუშევრებზე არაფერს ვამბობ, ჯერ რომ საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევიათ), მინიმუმ – 40-ჯერ, მაქსიმუმ – 100-ჯერ აღემატება, ვფიქრობ, სავსებით სამართლიანი იქნება, თუკი ისინი იმდენჯერ მეტი ტარიფით გადაიხდიან გადასახდელებს, რამდენჯერ მეტიც მათი ხელფასია. 

 

скачать dle 11.3