კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პროგრესის“ ლიდერი

ანუ ქალწაღებულები…

 

ფიგურალურად რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, არც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მჯდარა უქმად: არც მეტი, არც ნაკლები, ბ-ნი ვაშაძე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მიშელ ბაშელეს შეხვდა. როგორც ოფიციალური „ნიუსი“ გვამცნობს: „მხარეებმა საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.“ ამ საკითხების ფარგლებში კი გრიგოლ ვაშაძემ მიშელ ბაშელეს, თურმე, საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ, ქ-ნი ბაშელესგან განსხვავებით, ვიცით, რა „პროგრესიცაა“ მიღწეული, არც ის ამბავი გაგვკვირვებია, რომ „შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო გენდერული თანასწორობის სფეროში რეგიონული ლიდერია.“ თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და იმ რეგიონებიდან დევნილი ქალბატონების მდგომარეობა მძიმეა. საბოლოოდ, მხარეებს ვითარების გაუმჯობესება ერთობლივი ძალებით გადაუწყვეტიათ.

რთული სათქმელია, რა მიაჩნია ბ-ნ ვაშაძეს გენდერულ პროგრესად (მაგალითად, საქართველოს პარლამენტში სულ 9 მდედრობითი სქესის დეპუტატია. ეს ორიც ადგილმონაცვლეობის წყალობით მოახვედრეს საკანონმდებლო ორგანოში; ხოლო მთავრობაში, სულაც, ორად-ორი), მაგრამ, თუკი რეგიონის არეალს გააფართოებენ და ზედაც ირანს მიგვითვლიან, ვინღა დაგვეწევა?!

 

скачать dle 11.3