კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფინანსურად უკულტუროები

ზარალზე გასულები

 

მაშინ, როდესაც ქართული საბანკო სექტორის მოგებამ რვა თვის მონაცემებით ლამის 200 მილიონ ლარს მიუკაკუნა, ვითარება დამძიმდა სადაზღვევო ბაზარზე. ორი კვარტლის მონაცემებით, ექვსი ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემიის ოდენობა მხოლოდ ორს გაუზრდია, დანარჩენი ოთხი ზარალზე გასულა. აღარაფერს ვამბობთ მცირე-მცირე ზომის კომპანიებზე, რომლებიც ისედაც ღაფავენ სულს. ამიტომაც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, საერთო ჯამში, ქართულ ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების რიცხვი 10-12-მდე შემცირდება. როგორც აღმოჩნდა, ვინც კორპორაციულად იყო დასაზღვევი, უკვე დაეზღვია (თანაც, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ მცირეა – 600 000-ის ფარგლებში  და ეს მაჩვენებელი სტაბილურად არ იცვლება), ინდივიდუალური დაზღვევის პრაქტიკა კი თითქმის არ არსებობს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ინდივიდუალური პაკეტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე კორპორაციული.

საქმე არც სხვა მიმართულებითაა უკეთესად: საქართველოს გზებზე მოძრავი 600 000 ავტომანქანიდან დაზღვეული მხოლოდ 30 000-ია. ამის მიუხედავადაც, სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან მიაჩნია, რომ საცალო გაყიდვებისა და უძრავი ქონების დაზღვევაში დიდი პოტენციალია, ამ პოტენციალის ამოქმედებას კი, თურმე, საზოგადოების მოუმწიფებლობა უშლის ხელს. კერძოდ, „დაზღვევა ადამიანისგან მაღალ ფინანსურ კულტურას მოითხოვს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სათანადო დონეზე არ არის. ამას ემატება ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ  აქვს საკმარისი მატერიალური რესურსი, რომ მომავალზე იფიქროს.“

რაც შეეხება მაღალ ფინანსურ კულტურას: ჯიბე გქონდეს სავსე, თორემ, „კულტურას“ ვერსად გაექცევი.

 

скачать dle 11.3