კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალგახარებულები

ანუ ქალები და ახალგაზრდები

 

ექსპერტთა მოსაზრებით, ინვესტორებს ამა თუ იმ ქვეყანაში რამდენიმე რამ იზიდავთ: მათგან უპირველესი პოლიტიკურ-სოციალური სტაბილურობაა, უმეორესი – რაც შეიძლება, მეტი ფულის შოვნის პერსპექტივა, ცხადია, ლეგალურად და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. თუმცა, ასე მხოლოდ ექსპერტები ფიქრობენ, რადგან ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირმშვენიერი მინისტრი  დარწმუნებულია, რომ, ყოველ შემთხვევაში, სახელდობრ, საქართველოში ინვესტორებს სულ სხვა რამ ხიბლავთ. კერძოდ ის, რომ… თუმცა, ჯობს, ციტატა სრულად მოვიტანო (თხრობის ფორმისთვის ბოდიშს გიხდით): „ინვესტორები რატომ ინტერესდებიან, რომ აქ ჩამოვიდნენ და ინვესტიცია განავითარონ? ზუსტად იმიტომ, რომ ახალგაზრდა მთავრობაა (ანუ, თუ მართებულად გავიგე, უპირველესად, თვალს უხარია?!).“ ოღონდ, მინისტრს არ დაუმალავს (აი, დიპლომს კი კვლავაც უმალავს ცნობისმოყვარეთა თვალებს), რომ ამ დასკვნამდე მთლად დამოუკიდებლადაც არ მისულა, ეს იდეა მისთვის იტალიელ ბიზნესმენებსაც ჩაუწოდებიათ. მეტიც, ქ-ნი ქობალია დასძენს, რომ „სახელმწიფო სექტორში ბიუროკრატია მაქსიმალურად წავშალეთ. ვცდილობთ, არატიპურად ვიმუშაოთ, როგორც ბიზნესსექტორში.“

ხოლო, რაკი ცდილობს, ასკვნის, რომ „გვაქვს საშუალება, ვიყოთ ძალიან განსხვავებული ქვეყანა, თუ არ ვიქნებით განსხვავებული, არ ვიქნებით საერთოდ.“   ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, ზემოხსენებული იტალიელი ბიზნესმენები მხოლოდ ქ-ნი ქობალიას ახალგაზრდობითა და მშვენიერებით მოიხიბლნენ თუ, ამაში თავისი, თუ მთლად ლომის არა, უბრალოდ წვლილი, მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა ბ-ნმა ხეთაგურმაც შეიტანა, მაგრამ, რაკი ინვესტორთა მოსაზიდი ახლებური მეთოდი ჯეელობა ყოფილა, იქნებ მინისტრთა კაბინეტი ბაღის აღსაზრდელებით დაგვეკომპლექტებინა, ვინ იცის, რამდენი ინვესტორისთვის გამოგვეკრა, ხელი თუ არა – ფეხი?!

 

скачать dle 11.3