კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა ტონალური კრემის ყოველდღიურად მოხმარება?

პასუხი: ტონალური კრემის ყოველდღიურად მოხმარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრემი იქნება მაღალი ხარისხის და, თანაც, ყოველ საღამოს სახეს გაიწმენდთ ლოსიონით, კოსმეტიკური რძით ან ტონიკით.

კითხვა: გავიგე, რომ თმის ცვენას ნიორი შველის. როგორ უნდა გავიკეთო ნივრის ნიღაბი თმაზე?

პასუხი: ნიორი მართლაც კარგი საშუალებაა თმის ძირების გასამაგრებლად და ქერტლის მოსაცილებლადაც. მხოლოდ ერთი სირთულეა – სუნს უნდა გაუძლოთ: 8-10 კბილი ნიორი დანაყეთ. თუ მშრალი თმა გაქვთ, დანაყილ ნიორს შეურიეთ იმავე რაოდენობის ზეითუნის ზეთი და შეიზილეთ თმის ძირებში. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ზეთის შერევა საჭირო არ არის. გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში (თავზე არაფერი დაიხუროთ). შემდეგ ჩამოიბანეთ კარგი შამპუნით ან ათქვეფილი კვერცის გულით და გადაივლეთ ძმრიანი წყალი, შეფარდებით 1:1.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, 2-3 თვის განმავლობაში.

კითხვა: მაქვს მშრალი კანი, თანაც უკვე ასაკში ვარ და ვატყობ, რომ სახე წვრილად მინაოჭდება და კანი მიდუნდება. ნაყიდ კრემებს დიდი შედეგი არ მოაქვს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: 3 სადილის კოვზ მაწონში ან არაჟანში კარგად აურიეთ 3 სადილის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. სახე წინასწარ გაიწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით. წაისვით მთელ სახეზე (თვალების შემოგარენის გარდა), ხელსა და დეკოლტეს მიდამოებზე. აცალეთ შეშრობა. მერე აიღეთ დოლბანდის მოზრდილი ტამპონი და გაიკეთეთ პილინგი (თვალების გარშემო არ შეიძლება). შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით ღამის მკვებავი ან ზეითუნის ზეთი.

კითხვა: რა ფუნქციას ასრულებს ამქერცლავი კრემი?

პასუხი: ამქერცლავი კრემი წვავს ეპიდერმისს, შედეგად, ზედა ფენა ძვრება (იქერცლება) და ჩნდება ახალი კანი. ამქერცლავი კრემის ხმარება შეიძლება მხოლოდ ზამთარში და მხოლოდ საღამოს, ძილის წინ. ბოლოს აუცილებელია დამცავი კრემის წასმა.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ სუნამოების სურნელი იყოფა ზაფხულის და ზამთრის არომატებად და თუ ეს ასეა, რა განსხვავებაა მათ შორის?

პასუხი: სუნამოების სურნელი ნამდვილად იყოფა ზაფხულისა და ზამთრის არომატებად. ზაფხულის სურნელი უფრო მსუბუქი და ნაზია, ზამთრისა – უფრო „სერიოზული“.

კითხვა: როგორი ძვირიანი და ცნობილი ბრენდის სუნამოც არ უნდა ვიყიდო და რამდენიც არ უნდა დავისხურო, სურნელი მაინც მალე ქრება. რას მირჩევთ?

პასუხი: სუნამოს სურნელი დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, იმ ადგილებზე, სადაც მას ისხურებთ (მაგალითად, მაჯებზე, ყურების უკან, წინასწარ, ძალიან თხელ ფენად, წაისვით მკვებავი კრემი და სუნამო მერე დაისხურეთ. გარდა ამისა, ჩანთაში მუდმივად გედოთ ცხვირსახოცი, ქაღალდის ხელსახოცი, ან, სულაც თქვენი სავიზიტო ბარათი, რომელზეც ის სუნამო იქნება დასხურებული, რომელსაც იმ პერიოდში ხმარობთ.

კითხვა: სუნამოს რომელი სურნელი ითვლება ზამთრის არომატებად?

პასუხი: ზამთრის არომატებად ითვლება: იმბირის, მუსკატის, ვანილის, დარიჩინის, ყავის, შოკოლადის, ციტრუსისა და სხვა სურნელები.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო თვალის „ჩრდილი“, უნდა ემთხვეოდეს თუ არა მისი ფერი ჩემი თვალებისა და კანის ფერს?

პასუხი: თვალის „ჩრდილის“ შერჩევისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, როგორც თვალების, ისე კანის ფერს.

მუქი სახის კანის მქონე ქალბატონებმა არჩევანი უნდა შეაჩერონ „ჩრდილის“ თბილ ტონებზე და პირიქით.

რაც შეეხება თვალებს, „ჩრდილის“ ფერი არ უნდა ემთხვეოდეს თვალების ფერს, რადგან ამ შემთხვევაში მოხდება ფერთა შერწყმა, რაც ეფექტური არ იქნება.

ცისფერთვალება ქალბატონებს მოუხდებათ კაკაოსფერი ან ატმისფერი „ჩრდილი“, თაფლისფერთვალებიანს – მომწვანო ან მოიისფრო და ასე შემდეგ.

კითხვა: პრინციპში, ნორმალური სახის კანი მაქვს, მაგრამ პერიოდულად შუბლსა და ნიკაპზე მიჩნდება გამონაყარი, ზუსტად ისეთი, როგორიც მოზარდებს აქვთ. რას მირჩევთ?

პასუხი: ზეპირად ძნელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. სავარაუდოდ, თქვენი კანი საჭიროებს სპეციალურ პროცედურებს (ულტრაბგერითი პილინგი, ფოტოპნევმატური თერაპია და სხვა), სამკურნალო კრემებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩაკეტილი ფორების გახსნას, ანთებითი პროცესის ჩაქრობას. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს.


скачать dle 11.3