კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსანადირებლები

„ესროლე პირდაპირ ფეხებში!“

 

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დიდი რუდუნებით ვუვლით (თუმცა, ისიც ითქვა, რომ მათი გასხვისება იგეგმება), რაც არც არის გასაკვირი, ოღონდ, იმიტომაც არა, რომ ბუნების დამცველობა ჩვენი თანდაყოლილი ჟინია, საქმე გაცილებით მიწიერადაა: დაცული ტერიტორიები ტურისტთა მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საცაა საქართველოს პარლამენტმა ის საკანონმდებლო წინადადება უნდა განიხილოს, რის მიხედვითაც ამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე „წითელ წიგნში“ შეტანილი  ცხოველებისა და მცენარეების მოჭრა-მონადირება უნდა დაკანონდეს. კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს  გასულ კვირას უნდა განეხილა, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (უფრო საბედნიეროდ), განხილვა გადაიდო. მიზეზი არავის დაუკონკრეტებია, მხოლოდ ზოგადი განმარტებით დაგვაკმაყოფილეს, „სამუშაო პროცესი მიმდინარეობსო“.

ასეა თუ ისე, პროექტში შავით თეთრზე წერია, რომ, შესაძლოა, მსურველს გადაშენების პირას მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის უფლება მიეცეს და „წითელ წიგნში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის პირობებიც გაადვილდეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის საფუძვლად ქვეყანაში ტურიზმის განვითარება სახელდება, ოღონდ ის კი აღარ არის დაზუსტებული, იშვიათი მცენარეებისა და ცხოველების განადგურების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ, მხოლოდ ტურისტებს თუ ორივეს ერთად.

მე ვერ გეტყვით, მიგვაქცევს თუ არა ტურისტულ მექად ქცევის გზისკენ „წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობებისთვის მუსრის გავლება (რომც მიგვაქციოს, საკმაოდ მცირეხნიანი წარმატება იქნება, რადგან, არ მგონია, ტურისტები შიშველ-ტიტველმა არემარემ მოიზიდოს), მაგრამ, რაკი ჯერჯერობით დიადი მიზანი ამართლებს საშუალებას, ექსტრემალი ტურისტებისთვის ჩვენზე ნადირობის უფლებაც ხომ არ მიგვეცა? იქნებ უფრო მოზიდულიყვნენ?!

 

скачать dle 11.3