კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფეისბუქ“-გამტკბრები

ნეტავი, სადილზე არ დაგვპატიჟებენ?

 

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს ჩვენი (რაღა ჩვენი, ცუკერბერგის) „ფეისბუქი“ ამ ჩვენს პოლიტელიტას შაქარყინულივით გაუტკბა, სხვათა შორის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. კერძოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის „ფეისბუქური“ გვერდი იუწყება, მიმდინარე კვირას ბ-ნი ბაქრაძე თავის ფანებთან კიდევ ერთ გაცნობით ტურსაც ჩაატარებს და ერთობლივ სადილსაც.

პირველი ღონისძიების მსგავსად, 10 ადამიანს გაცნობითი ტურისთვის, 10-ს კი – სადილისთვის გვერდის ადმინისტრაცია შეარჩევს (ისე, გაცნობითი ტურის მონაწილეებს სადილზე არ დაპატიჟებენ?) და, როგორც ჩანს, არც ამჯერად დაპატიჟებენ, თუმცა აი, სამახსოვრო სუვენირებს კი დაურიგებენ (იმიტომ, რომ პირველებს დაურიგეს).

მართალია, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ოფიციალური პირები მაინცდამაინც არც უნდა მიეძალონ სოციალურ ქსელებს (დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებს „დლია რაზმიშლენია“ უფასო მასალა ეძლევათო), თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის მესამე პირი ამას არად დაგიდევთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გული ამომრჩევლისკენ მიუწევს. მიუწევს თუ არა, რაკი ბ-ნი ბაქრაძის „ფეისბუქური“ აქტივობა ივნისში დაიწყო (დევიზით: „დაინახე პარლამენტის თავმჯდომარე განსხვავებული თვალით“), ჯერ კი სექტემბერიც არ გასრულებულა, მაგრამ, აგერ უკვე მეორედ ასადილებს თავის ფანებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სადილ-გაცნობების სიხშირეც მოიმატებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ სადილ-გაცნობებს ბიუჯეტი (რაღა ბიუჯეტი, ჩვენ, გადასახადების გადამხდელები) აფინანსებს, უფრო სამართლიანი არ იქნება, რომ ამ ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ფანები საკუთარი ჯიბიდანვე ავახშმოს (მით უფრო, რომ, მაგალითად, გასულ წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წლიურმა ანაზღაურებამ 91 832 – ხელფასი, პლუს 15 655 ლარი – სამივლინებო ხარჯიდან დარჩენილი თანხა შეადგინა, ბუნებრივია, სხვა დამატებითი პრივილეგიების გარეშე)?!

 

скачать dle 11.3