კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში მარცხდებოდნენ ქართველი ვარსკვლავები სომხებთან და სად კარგავდნენ ისინი მახო ქვრივიშვილს

ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ არხზე, „არმენია ტივი-ზე“ იწყება უმაგრესი შოუ – „მიმინო”. მასში მონაწილეობენ სომეხი და ქართველი ვარსკვლავები. პროექტის იდეა „არმენია ტივისგან” წამოვიდა და ქართული მხრიდან კი, მისი რეალიზება ნოე სულაბერიძეს სთხოვეს. ნოემ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, ცნობილი ქართველები შეკრიბა და სომხებთან დასაპირისპირებლად წაიყვანა. ათდღიანი ჩაწერების შემდეგ ისინი უკვე თბილისში არიან.

 

 ნოე სულაბერიძე: „არმენია ტივი” ეს არის ყველაზე რეიტინგული არხი, რომელიც საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მაუწყებლობს. თემა, რომელზეც შემოთავაზება მივიღე, მართლა უკვდავია. „მიმინოს” გარშემო კარგი პროექტის განხორციელება მართლა ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. მივხვდი, რომ კარგი და მხიარული შოუ გამოვიდოდა. იდეის გაცნობის შემდეგ, დაიწყო უკვე მოლაპარაკებები და პროექტს საბოლოო სახე მივეცით. ერთობლივი ძალებით.

– როგორც დამოუკიდებელ პროდიუსერს, ისე დაგიკავშირდნენ?

– კი, ამ შემთხვევაში „თიბისი ტივი” არ მონაწილეობდა. დამოუკიდებელი პროდიუსერი და თან, ჟიურის წევრი ვიყავი. საქართველოში მისი ნახვა ინტერნეტის საშუალებით შეგეძლებათ. კონკურსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა – სიმღერა, ცეკვა, იუმორი და კულინარია. ეს იყო სომეხი და ქართველი ვარსკვლავების სახალისო შეჯიბრება.

– ხმები გავრცელდა, რომ ერთად ცხოვრობდნენ და რაღაც რეალური შოუს მსგავსი იყო...

– არა, ერთად მხოლოდ ჩაწერები იყო. ჟიურის წევრები იცვლებოდნენ, ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი. იყო ასევე, რუსა მორჩილაძეც. გახსნაზე ჩამოვიდა ბუბა კიკაბიძე, ჩვენი ელჩიც იყო რამდენიმე გადაცემაში ჟიურის წევრი და ასევე, რა თქმა უნდა, მათი ცნობილი სახეები. სხვათა შორის, ძალიან კარგი ესტრადა აქვთ. იქაური „სთარები“ დაუმეგობრდნენ ჩვენ ვარსკვლავებს და დიდი მხიარულება იყო.

– რის მიხედვით შეარჩიე ვარსკვლავები?

– ზოგიერთ მათგანზე მათ თავად გამოთქვეს სურვილი, რომ სწორედ ის ადამიანები ყოფილიყვნენ შოუში. დანარჩენები კი ჩვენ ავარჩიეთ იმის მიხედვით, თუ რა რეიტინგი აქვთ, რამდენად პოპულარული და ცნობილნი არიან.

– მათგან ვისზე იყო მოთხოვნა, ალბათ, ვინც იქ არის პოპულარული?!

– რა თქმა უნდა. მათი სურვილი იყო „იურმალას“ და „ევროვიზიის“ მონაწილეები მოხვედრილიყვნენ ამ შოუზე, რომელთაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ კონკურსებზე, ანუ დუეტი „ჯორჯია” და სოფო ხალვაში. დანარჩენებიც უნდოდათ, მაგრამ მიდიოდა შერჩევა. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში მოხდა. ვიფიქრეთ იმაზეც, თუ რას შეძლებდნენ ისინი კონკურსებში. 

საბოლოო ჯამში, ასეთი გუნდი შეიკრიბა: დუეტი „ჯორჯია”, სოფო ხალვაში, ნინი ბადურაშვილი, შორენა ბეგაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ანრი ჯოხაძე. ამას დამატებული „კომედი შოუს” ხუთი ბიჭი – ვანო ჯავახიშვილი, ალეკო მალხაზიშვილი, მიშა ანდღულაძე, ფაქო და ამიკო. თუმცა, „კომედი შოუსთან” „არმენია ტივი-ს” ცალკე ჰქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ორი ჯგუფი ჩავიდა ერევანში. 

– და როგორ დამთავრდა კონკურსი?

– როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფრედ დამთავრდა. ეს ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ერევანში ზღაპარი ახდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის წამყვანი იყო ნანკა, სომეხ პარტნიორთან ერთად. ნანკამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ „არმენია ტივის” ხელმძღვანელობაზე. 

– არ მოგტაცონ.

– ამის საშიშროება არის, რადგან უკვე მეორე ჩაწერაზე ნანკასთან დაკავშირებით უამრავი შემოთავაზება წამოვიდა, მათ შორის გადაცემებისა და ღონისძიებების წაყვანაზეც. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ნანკა აქ უფრო საჭიროა და უკან, იმავე შემადგენლობით დავბრუნდით. თუმცა, ეს შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო როგორც პროდიუსერისთვის. გადაცემა ოქტომბრიდან გავა ეთერში, მაგრამ იმდენად აქტიურად ტრიალებს შოუს რეკლამები, რომ საზღვარზე გადასვლისას, ყველას სახეზე ცნობდნენ. ქუჩაშიც გვაჩერებდნენ. ანრი ჯოხაძეს რომელიღაც მაღაზიაში ფული არ გამოართვეს, ტელევიზორში გნახეთო. 

– თვითონ კონკურსებზე რა ხდებოდა?

– ჩვენ, ძირითადად, სამზარეულოში ვაგებდით. როგორც ჩანს, ჩვენს „სთარებს” იმდენი დრო არ აქვთ სამზარეულოში ტრიალისა და კერძების კეთებისთვის, სამაგიეროდ, მაგრად ვიგებდით სიმღერასა და ცეკვაში. სხვათა შორის, იუმორისტებიც ხშირად იგებდნენ. ცალ-ცალკე იყო კონკურსები დაყოფილი, რომელსთაც თავისი დასახელებები ჰქონდა. ერთი დღე იყო კონკურსი „თბილისი-ერევანი”, სიმღერები თბილისსა და ერევანზე. მეორე დღე იყო, პირობითად, „რეტრო”, მერე „მსოფლიო ჰიტი” და სხვა. ყოველდღე იუმორი და ცეკვა არ იყო, მსახიობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ვინც იმ დღეს მღეროდა, სამზარეულოში არ იყო და პირიქით. ყველაზე ხშირად კულინარი მახო ქვრივიშვილი იყო. ძალიან გემრიელი კერძები გააკეთეს მაკა ზამბახიძემ და სოფო ხალვაშმა. მაკამ უგემრიელესი ჩაქაფული გააკეთა, სოფომ კი ხინკალი. შორენამაც გააკეთა თევზი ძალიან გემრიელად.

– განსაკუთრებით ვინ შეუყვარდათ?

– ყველა, ყველა ერთნაირად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

– არის იდეა, რომ პროექტი აქაც გააკეთოთ?

– ძალიან ბევრი მუშაობა და დახვეწა სჭირდება ამ ყველაფერს. ისინი თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ ამ პროექტზე, ძალიან დახვეწილი და ორგანიზებული იყო ყველაფერი. ჩვენგან ყველაზე ხშირად რუსა იყო ჟიურიში.

– გადაღებებს მიღმა რა ხდებოდა?

– ძალიან ბევრი სასაცილო ისტორია იყო. ყველაზე მეტად იმან აგვანერვიულა, რომ ტექნიკური დეტალების გამო ისე მოხდა, რომ ოთხი სასტუმრო გამოვიცვალეთ. ამაზე  მერე ბევრს ვიცინოდით. ყველას ჩემოდნის გახსნა უნდოდა და ვერავინ მოახერხა. მაშინ კი გავნერვიულდით, მაგრამ ეს შოუზე არ ასახულა. ძალიან მაგარი იყო როგორ აშარჟებდნენ ამიკო და ფაქო ჩემს კოლეგა სომეხ პროდიუსერს – უცებ მისი ენით და მიმიკებით რომ იწყებდნენ ლაპარაკს ვიხოცებოდით. კარგად გავერთეთ. მოკლედ, არ მოგვიწყენია. ძალიან სასაცილო იყო, მახო ყველგან რომ გვრჩებოდა. წავიდოდით გადაღებაზე ჩქარ-ჩქარა, დილით სულ გვეძინებოდა და ვაგვიანებდით. მივიდოდით და აღმოვაჩენდით, რომ მახო არ იყო, რადგან არავის მოუკითხავს. ის კი ამ დროს აუზში ნებივრობდა. საღამოობით ან სასტუმროში ვიკრიბებოდით და ვერთობოდით ან კლუბში მივდიოდით. რამდენჯერმე ვიყავით კლუბში, მათაც დაგვპატიჟეს სადღაც. მოკლედ, გავერთეთ.

– ჩვენი სექს-სიმბოლოთი არ მოიხიბლნენ?

– ჩვენი ყველა სიმბოლოთი მოიხიბლნენ, ვინც კი ჩავიყვანეთ. ორი სექს-სიმბოლო გვყავდა – შორენა და მალხაზი. (იცინის). ამაზე ბევრს ვხუმრობდით იქ. ისე, შორენა და ნანკა ყველაზე ცნობილი გამოცემისთვის „აიქიუსთვის“ გადაიღეს. ტელევიზიის ჰოლდინგში შედის ეს ჟურნალიც და შედეგად, მომდევნო ნომრის ყდაზე ორივეს ვნახავთ. მოკლედ, ემოციურად დატვირთულები ჩამოვედით და ვიწყებთ ახალ სეზონს.

 

 

скачать dle 11.3