კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ილის წინ მიირთვით კისელი და ჩართეთ საკვებ რაციონში ნიორი, გოგრა, ბრინჯი და ოხრახუში

გარეგნული სილამაზე ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ხალხურ მედიცინაში არსებობს გაჯანსაღების მარტივი და იმავდროულად ეფექტური საშუალებები.

კერძოდ, ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, ძილის წინ დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა კისელი. შეგიძლიათ ის უზმოზეც მიირთვათ, ოღონდ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეეცადეთ, საკვები რაციონი გაამდიდროთ ხილით და ბოსტნეულით, მიირთვით ბულიონი, ნატურალური წვენები, მინერალური წყალი, კეფირი.

ორ კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც, მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმს განტვირთვის დღე მოუწყვეთ და სვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.

დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა ადუღებული, ლიმონიანი წყლით, ან ორ კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი, დაასხით წყალი და უზმოზე დალიეთ.

კვირაში ერთხელ, მთელი დღის განმავლობაში დაიცავით ბრინჯის დიეტა.

მიირთვით იმდენი ბრინჯი, რამდენიც გსურთ, ოღონდ მარილის გარეშე. შეგიძლიათ მას დაუმატოთ თაფლი, ხილი, ბოსტნეული, ასევე ხილის ჩირი, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს მოხარშულ ბრინჯს.

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდა არ არის საკმარისი, რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ. საჭიროა ორგანიზმი მოამარაგოთ იმ აუცილებელი ვიტამინებით, რომელიც მას აუცილებლად ესაჭიროება. ასევე, საჭიროა მიიღოთ მიკროელემენტები.

ნიორი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, კარგია კაპილარებისთვის, ალამაზებს კანის ფერს.

გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, გოგრის დიეტა აჯანსაღებს ორგანიზმს და წმენდს მას წიდებისგან. გოგრის თესლი კი დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს და ნუკლეინის მჟავებს, რომლებიც აღადგენს უჯრედებს.

ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, ასევე, ბეტაკაროტინით და მიკროელემენტებით. შეიცავს დიდი რაოდენობით B და C ვიტამინებს.

ბულგარული წიწაკა შეიცავს უნიკალურ ნივთიერებას კაპსაცინს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს და თუთიას.

კომბოსტო მდიდარია B ვიტამინით. კვებავს უჯრედებს, სიმაღლეში ზრდის. ყვავილოვანი კომბოსტო კი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად.


скачать dle 11.3