ბიჭმა გოგო სახლამდე მიაცილა და გამომშვიდობებისას ხელი მოხვია. – გაწიე ხელი‚ თორემ ბაბუას დავუძახებ! – რომ გაკოცო? – ბაბუას დავუძახებ! – რომ გაგხადო? – ბაბუას დავუძახებ! – რატომ სულ ბაბუას? – იმიტომ‚ რომ ყრუა.
***
– მოწმე‚ იცნობ ამ პიროვნებას‚ ეს იყო მძარცველი?
– ვერა‚ ბატონო‚ მე მაშინ თავზე ტომარა მქონდა ჩამოცმული.
– ჩამოაცვით ტომარა!
– მათ კიდევ...
– ხო‚ ვიცი‚ ვიცი... სერჟანტო‚ თხლიშე მაგრად!
– აა!
– იცანით?
– კი‚ ზუსტად ის არის.
***
– საყვარელო‚ დღეს მიტევებისა და თანხმობის დღეა‚ ჰოდა‚ მე მოგიტევებ და შენ კი ყველაფერში დამეთანხმე.
***
– ეს თქვენი მეზობელი აქაური არ უნდა იყოს.
– არა‚ აქაურია‚ მაგრამ ნატაშა დაირქვა და ამით ცხოვრობს კიდეც.
***
– თვე-ნახევარია წასული ვარ. ჩამოვედი და თითქოს არც არაფერი მომხდარა‚ ხმასაც არ იღებ‚ არაფერს მეუბნები‚ ერთი კარგი სიტყვაც არ გემეტება ჩემთვის?
– რატომ? მაქვს ერთი სიტყვა.
– თქვი‚ მერე!
– მადლობა.
***
ზარი მილიციაში.
– ჩქარა‚ ჩქარა‚ ჩვენს ქუჩაზე მანქანამ „ზებრაზე“ ადამიანი გაიტანა!
მორიგე ჩაფიქრდა.
– გაიტანა – გასაგებია‚ მაგრამ... ზებრა სად იყო ქუჩაში...
***
– ცოლთან ხშირად კამათობთ?
– არა‚ საერთოდ არ ვკამათობთ‚ პირდაპირ ჩხუბზე გადავდივართ.
***
– სანდრო‚ ამიხსენი‚ რატომ ემთხვევა სიტყვა-სიტყვით შენი დაწერილი თემა შენი ძმის შარშანდელ ნაწერს.
– რა არის აქ გასაოცარი‚ ჩვენ ხომ საერთო და გვყავს.
***
– სანდრო‚ ჩაიცვი‚ ბებია-ბაბუასთან უნდა წაგიყვანოთ.
– დედა‚ არ მინდა იქ‚ საშინელი მოწყენილობაა...
– ნუ გეშინია‚ 3 საათში წამოგიყვანთ.
– რა უნდა გავაკეთო 3 საათი სასაფლაოზე...
***
– მამი‚ მართალია‚ გედები სიკვდილის წინ მღერიანო?
– კი‚ შვილო‚ მართალია.
– კი მაგრამ‚ რატომ სიკვდილის წინ?
– ო‚ რა ლაყე შვილი მყავს‚ აბა, სიკვდილის შემდეგ როგორ იმღერებენ.
***
– ვინ უფრო თამაშობს სასიყვარულო ურთიერთობისას – ქალი თუ კაცი?
– რა თქმა უნდა‚ კაცი. ქალს‚ რასაკვირველია‚ ორგაზმის სიმულაციის დიდი ნიჭი აქვს‚ მაგრამ კაცი თავიდან ბოლომდე იტყუება‚ რომ სიყვარულის გრძნობით მოქმედებს.
***
– სიხარულო‚ სიმართლე მითხარი‚ რისთვის შემიყვარე...
– თვალების გამო...
– კი მაგრამ‚ შენ ხომ თავიდანვე არ მოგწონდა ჩემი თვალები?
– შენი არა‚ ჩემი თვალების გამო‚ მე ხომ ცუდი მხედველობა მაქვს...
***
– რა ჰქვია მამაკაცს‚ რომელსაც აშკარად არ უყვარს ქალები და აკეთებს ყველაფერს‚ რომ ისინი სასაცილოდ გამოიყვანოს.
– კუტიურიე.
***
– როგორ გავიორმაგოთ ხელფასი?
– ვეცადოთ, წინა თვის ხელფასიდან მოვიტოვოთ რამდენიმე ლარი‚ ხელფასის აღების დღეს კი გადანახული ფულით ვიყიდოთ რამდენიმე ბოთლი არაყი. მივიტანოთ შინ. დავდოთ ხელფასი მაგიდაზე‚ მოვიდგათ არაყი, ჭიქა და ვსვათ მანამდე‚ სანამ ფული არ გაორდება.
***
– საყვარელო‚ როგორ გიყვარვარ...
– აქედან და მთვარემდე.
– მე აქედან და გალაქტიკის ბოლომდე.
– მე აქედან პუტინის უფლებამოსილების ბოლომდე.
– ეს როგორ?
– უსასრულოდ და მუდამ...
***
– გუშინ ცოლი თეატრში „ოტელოზე“ წავიყვანე.
– რა მაგარია! კულტურული პროგრამა და რამე?!
– არა‚ პროფილაქტიკა...
***
– საყვარელო‚ საღამოსთვის რას მოამზადებ?
– კარტოფილს მუნდირში.
– დღეს ხომ ჩვენი ქორწინების იუბილეა‚ სადღესასწაულო განწყობა...
– მაშინ – საპარადო მუნდირში...
***
– წარმოიდგინე‚ წუხელ მე და ჩემმა ქმარმა სანთლების შუქზე ვივახშმეთ?
– ვაიმე?! რა რომანტიკულია?! მერე...
– მერე დენი მოვიდა.
***
ტრავმატოლოგიურ კლინიკაში საოპერაციოდ ემზადებიან.
– ექიმო‚ ფეხს ხომ არ დავკარგავ?
– გააჩნია‚ სად შეინახავ...
***
ექიმები პარლამენტარებს ურჩევენ‚ ხშირად დაისვენონ – მაგალითად‚ პარლამენტში მუშაობას ხანდახან გონებრივი სამუშაო ჩაანაცვლონ.
***
გამოვიდა ამნისტია. პატიმრებს სასჯელის ვადები გაუნახევრეს. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი...
– ბ-შვილს ხულიგნობისთვის ერთი წელი აქვს, გაუნახევრდეს... – აჰა‚ 6 თვე. კ-ძეს – 4 წელი ქურდობისთვის‚ ანუ 2 წელი‚ კ-ურს ყაჩაღობისთვის 10‚ ესე იგი – 5; დ-ავას – სამუდამო პატიმრობა‚ ესე იგი, სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ, ჩვენ რა ვიცით‚ რამდენი წლის სიცოცხლე უწერია... თუმცა‚ მოვიფიქრე: ერთი დღე – ციხეში‚ ერთი დღე – თავისუფლებაზე...