შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1980 წლის 15 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესია მომიტანს წარმატებებს?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად კეთილშობილი, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ორგანიზებული და ჰარმონიული სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში. დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნას, კომუნიკაბელურობას. გახდით მარტოხელა მებრძოლი, გამოიმუშავეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაიცავით წესრიგი. იყავით პრაქტიკული. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სადალაქო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 1 სექტემბერს, დღის 2 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მეტად მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, მაგრამ, წარმატებების შანსი ნამდვილად გაქვთ. იქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფინანსები სამშობლოში უნდა დააბანდოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი; არ გირჩევთ წასვლას შემდეგ ქვეყნებში: ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი. დანარჩენი ქვეყნები მეტ-ნაკლებად მისაღებია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1994 წლის 8 მაისს. რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და რომელი ქვების ტარებაა კარგი?
პასუხი: მისთვის კარგია: ტოპაზი, ოპალი, აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი. ეს ქვები უნდა წამოსწიოს წინა პლანზე. პროფესიებიდან კი კარგია: მედიცინის სფერო, კერძოდ, პლასტიკური ქირურგია, სასწრაფო დახმარება, რეანიმაცია, ფსიქიატრია, ქირურგია. ასევე, მაკონტროლებელი ორგანიზაციები: კონტროლის პალატა, საგადასახადო, სადაზღვევო, საბაჟო საქმე; სამართალდამცავი, სამხედრო სტრუქტურები; საგამომცემლო საქმე, ტექნიკა-მექანიკა, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული სფერო, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1967 წლის 4 მაისს. მაინტერესებს, გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?
პასუხი: თქვენი წარმატების ფაქტორი უკავშირდება სამშობლოს. უცხოეთი კი არც ცუდია და არც კარგი. ის საშუალოა თქვენთვის, ამიტომ, გამარჯვებისა და წარმატებების შანსიც ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. თქვენთვის კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, მაროკო, ნეპალი, უზბეკეთი, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი.