კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალექსი ჯაყელის ახალი სპექტაკლი – “ოპუსი-115„

 

 

 15, 16, 17 სექტემბერს, უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სრული ანშლაგით ჩატარდა სპექტაკლ „ოპუსი-115-ის” საპრემიერო ჩვენებები. ალექსი ჯაყელის რეჟისორობით სპექტაკლი მოლიერის „დონ ჟუანისა” და „ტარტიუფის” მიხედვით დაიდგა. ალექსი ჯაყელი წლების განმავლობაში ცხოვრობს საფრანგეთში და ქალაქ ლა ბოლში მის მიერვე დაარსებულ თეატრალურ კომპანიას – „პრესტო-ანდანტეს” ხელმძღვანელობს. ზესტაფონის თეატრში რეჟისორი ოთხ ახალ სპექტაკლს დადგამს, პარალელურად კი, ოქტომბრის ბოლოს, ალექსი ჯაყელის მიერ საფრანგეთში, შექსპირის „მაკბეტის” მიხედვით გაცოცხლებული სპექტაკლის – „მინდას“ ნახვის საშუალება მიეცემა მაყურებელს. „ოპუსი-115-ში” მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული მსახიობები. ასე რომ, უახლოესი ორი თვე თეატრი პრემიერებით იქნება დატვირთული.

 

скачать dle 11.3