კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს 1948-1949 წლებში ავჭალის ბავშვთა სახლიდან გაშვილებულ ნახევარძმას და რა ანდერძი დაუტოვა სიკვდილის წინ დედამ შვილებს

 

50 წლის ოთარ ვალიკოს ძე გელიაშვილი ეძებს 63 წლის ოთარ ვალიკოს ძე გელიაშვილს ან ბუტიკაშვილს (დაბადების სახელი და გვარი)

ჟურნალისტის შენიშვნა: სამწუხაროდ, ჩემს რესპონდენტს ნახევარძმის ერთადერთი ფოტო აქვს, რომელზეც ის დაახლოებით 1-2 წლისაა. ფოტოზე, ასევე, არის უცნობი ქალბატონი, რომელიც, სავარაუდოდ, 1948-1950 წლებში ავჭალის ბავშვთა სახლში მომვლელად მუშაობდა. თუკი ვინმე იცნობს ამ ქალბატონს, გამოგვეხმაურეთ. საგულისხმო ინფორმაციაა, რომ ოთარი, სავარაუდოდ, უნდა ჰგავდეს თავის ნახევარძმას (ცისფერი თვალები, საშუალო სიმაღლე, ქერა თმა).

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ ნახევარძმა, რა იყო მისი გაშვილების მიზეზი?

– მამაჩემს ჰყავდა პირველი მეუღლე – მარიამ ბუტიკაშვილი. მამაჩემი, ვალიკო გელიაშვილი, ახალგაზრდა იყო, როდესაც ცოლი შეირთო. ბავშვს ოთარი დაარქვეს (მეც სწორედ მისი სახელი მქვია). სამწუხაროდ, მამა დაშორდა თავის პირველ ცოლს (ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით 6 თვეში), რის შემდეგაც მარიამი დუშეთის რაიონის სოფელ დავათიდან ბავშვთან ერთად ბიძის ოჯახში (თბილისში, ავჭალაში) გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ვიცი, მარიამი ბიძამ აიძულა, შვილი ავჭალის ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ის ვიცით, რომ ბავშვთა სახლი მდებარეობდა ავჭალაში, ქეთევან წამებულის ეკლესიის გვერდით (ბავშვთა სახლის ნომერი უცნობია). შემდგომ მარიამი ცოლად გააყოლეს ინვალიდ კაცს. ვიცით, რომ მას ბავშვის გაშვილება არ უნდოდა. მაქვს ჩემი ნახევარძმის ერთადერთი ფოტო, რომელზეც ის დაახლოებით 1-2 წლამდე უნდა იყოს (ფოტო გადაღებულია ავჭალის ბავშვთა სახლში). მისულიც კი ვიყავი იქ, მაგრამ დღესდღეობით სახლი აღარ ფუნქციონირებს. ძალიან მინდა, გავიგო იმ ქალის ვინაობა, რომელიც ფოტოზეა, თუკი ის ცოცხალია; თუ არადა, იქნებ, მისმა ნათესავებმა იცნონ ის და გამომეხმაურონ. შეიძლება, ფოტო ჩემი ძმის პოვნაში დამეხმაროს. სამწუხაროდ, მამაჩემი 1986 წელს გარდაიცვალა (ავარიაში). ავარიამდე სწორედ ერთი წლით ადრე კი მან მითხრა, რომ ძალიან უნდოდა თავისი პირველი შვილის პოვნა. მამამ მთხოვა, რომ ყველაფერი მეღონა და ძმა მეპოვა. ვიცით, რომ მარიამიც გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან მარიამს ჰყავს სამი ქალიშვილი (ერთ-ერთი გარდაცვლილია. სიკვდილის წინ მარიამს დაუტოვებია ანდერძი თავისი შვილებისთვის: ყველაფერი იღონეთ, მოძებნეთ დუშეთის რაიონში ვალიკო გელიაშვილის ოჯახი (ვინმე ეყოლება, მაგალითად, შვილი) და ერთობლივად იპოვეთ ნახევარძმაო. მას შემდეგ, რაც მარიამმა ეს ანდერძი დატოვა, მე მისი ქალიშვილი დამიკავშირდა და გამაგებინა ეს ამბავი.

– რა იყო მამათქვენისა და მისი პირველი მეუღლის გაშორების მიზეზი და ცოცხალია თუ არა მარიამის ბიძა, რომელმაც მარიამს ბავშვი გააშვილებინა?

– ერთხელ მისული ვიყავი იმ მისამართზე, სადაც ოდესღაც მარიამი ცხოვრობდა (ეს მოხდა მარიამის ქალიშვილთან საუბრის შემდეგ), სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც რამე იცოდა ამ ისტორიის შესახებ, ცოცხლები აღარ არიან, დამხვდნენ მხოლოდ შვილიშვილები, რომლებმაც იგივე მითხრეს, რაც თვითონაც ვიცოდი. თავად მე ჩემი მამიდებისგან ვიცი, რომ მამაჩემისა და მარიამის დაშორების მიზეზი ბებიაჩემი იყო. საქმე ისაა, რომ ბაბუაჩემი (ვალიკოს მამა) ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მას დარჩა რვა შვილი, რომელთა შორის მამა ყველაზე უფროსი იყო. ამიტომ, დედმამიშვილებზე ზრუნვა მას დაევალა. ბებიამ უთხრა მამას, რომ შვილსა და ცოლს ის ვეღარ მიხედავდა და მამაც იძულებული იყო, დაშორებოდა მარიამს. როგორც ვიცი, მას ის უყვარდა და დარდობდა კიდეც ამ ყველაფერს. დედაჩემთან მან მხოლოდ ათი წლის შემდეგ იქორწინა. დედამაც და შემდგომ ჩვენც (მე და ჩემმა დამ) ვიცოდით, რომ ნახევარძმა გვყავს, ისიც ვიცოდით, რომ ის ბავშვთა სახლიდან იყო გაშვილებული. ვიცი, რომ ფიზიკურად ჩემი ძმა ძალიან მგავს – მამა სულ მეუბნებოდა, რომ ბავშვობაში ძალიან მგავდა და, სავარაუდოდ, ამჟამადაც უნდა ვგავდეთ ერთმანეთს.

– როდის დაიწყეთ ნახევარძმის ძებნა და კიდევ რა იცით მის შესახებ?

– ყოველთვის მინდოდა ნახევარძმის მოძებნა, მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს, ორი წელია, რაც გულის ოპერაცია გავიკეთე და ამჟამად უკეთ ვარ. მას შემდეგ, რაც მარიამის ანდერძის შესახებ გავიგე, გული დამეწვა. მის ქალიშვილებთან უკვე ერთი წელია, კავშირი მაქვს, ჯერჯერობით სატელეფონო. ყველას გვინდა დაკარგული ოთარის პოვნა. სამწუხაროდ, მის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ, სურვილი დიდია და, იმედია, ჩვენ მას მაინც ვიპოვით. ვიცით, რომ გააშვილეს დაახლოებით 1948-1950 წლებში და გვაქვს მისი ერთადერთი ფოტო (ბავშვთა სახლიდან, რომელიც მამიდაჩემს ჰქონდა შენახული). მამიდაჩემებს მის შემდეგაც ჰქონდათ კავშირი მარიამთან,  რაც ის მამაჩემს დაშორდა და მათგან ვიცი ყველაფერი. როგორც ჩემმა უფროსმა მამიდამ მითხრა, ოთარი, სავარაუდოდ, იშვილა ვინმე გელოვანმა, რომელმაც ბავშვი სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა. ეს ინფორმაცია დაზუსტებული არაა, (მამიდაჩემი გარდაცვლილია), მეორე მამიდა კი მეუბნება, რომ, ოთარი დუშეთში წაიყვანეს, აღმზრდელის გვარი კი არ იცის.

– რამდენი ნახევარძმა და და ჰყავს დაკარგული ოთარს?

– მე მყავს ერთი ღვიძლი და და სამი ნახევარდაძმა (დედაჩემს უკვე ჰყავდა სამი შვილი, როცა მამაჩემს გაჰყვა), მაგრამ, ერთმანეთს არ ვასხვავებთ, ღვიძლი დედმამიშვილებივით ვართ, მარიამს კი, როგორც გითხარით, სამი ქალიშვილი ჰყავდა, ერთი გარდაიცვალა.

 

скачать dle 11.3