კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმოაჩინეს „მოწევით მიღებული სიამოვნების გენი”

 

ამერიკელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც „ეხმარება” ნიკოტინს და ალკოჰოლს თაგვების ტვინში დაუკავშირდეს სიამოვნების ცენტრის რეცეპტორებს – მისმა „გათიშვამ” მღრღნელები ნაკლებ მგრძნობიარე გახადა. ამ ნივთიერებათა მოქმედებისადმი, ლაპარაკია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Sciences-ში.

რობერტ მესინგი და ანა ლი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევენ, რომ ეს აღმოჩენა დაგვეხმარება შეიქმნას წამალი, რომელიც დაბლოკავს ამ გენის მოქმედებას და „მიაყუჩებს” ალკოჰოლისა და ნიკოტინისადში დამოკიდებულებას.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, ისევე, როგორც ნიკოტინისადმი, გამოვლინდება არა მარტო გარემოცვის გავლენის გამო, არამედ როგორც შედეგი ამა თუ იმ გენის აქტიურობისა.

ასეთი გენები სწავლულებმა აღმოაჩინეს არაერთხელ – ერთი ვერსიით, გენების „გათიშვა” ვირთხის ტვინს ნუშისებრ სხეულში „მღრღნელ-ალკოჰოლიკებს“ დაეხმარა მიატოვონ სმა. 2010 წელს, სწავლულთა ჯგუფმა, ჰელენა ფერბერგის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან ჩაატარა სრულგენომური კვლევები 140 ათას ადამიანს შორის, და აღმოაჩინა ორი გენი, დაკავშირებული მოწევისადმი მიდრეკილებასთან.

მესინგმა და ლიმ შეამჩნიეს, რომ თაგვების სიამოვნების ცენტრში არის PKCe-ფერმენტის ბევრი მოლეკულა. ეს ფერმენტები მართავს ტვინის ქსოვილებში გაცვლით სიგნალებს. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ეს ფერმენტი შეძლებს გავლენა იქონიოს სპირტის მოლეკულაზე, რომელიც უკავშირდება რეცეპტორებს სიამოვნების ცენტრში.

2008 წელს მათ გამოზარდეს თაგვების პოპულაცია, რომელთაც „გაუთიშეს”  PKCe მოლეკულის აწყობაზე პასუხისმგებელი გენი. ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, PKCe გენით „გათიშული” მღრღნელები ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ ალკოჰოლისადმი, თავისი ველური ნათესავებისგან განსხვავებით.

ამჯერად, მესინგმა და ლიმ აღმოაჩინეს, რომ ეს ფერმენტი „ეხმარება” არა მარტო ალკოჰოლს, არამედ ნიკოტინსაც.

 

скачать dle 11.3