კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: როგორ უნდა გავარჩიო შეძენისას, ჯანსაღია თუ არა მცენარე?

პასუხი: მცენარის შეძენისას კარგად უნდა შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ჯანსაღია და კარგად გაიზრდება. თუ გამოცდილი მებაღე არ ხართ, გირჩევთ, ჩამოფასებულ განყოფილებაში გამოფენილი დაზიანებული ან ავადმყოფური შესახედაობის მცენარეები არ შეიძინოთ, თუნდაც ძალიან იაფი ღირდეს, რადგან ასეთი მცენარე ძნელად გადარჩება. აყვავებული მცენარის შეძენისას ის შეარჩიეთ, რომელსაც გასაშლელად გამზადებული ბევრი კოკორი აქვს. ფოთლები ქვედა მხრიდან შეამოწმეთ, რადგან პარაზიტები, შეიძლება, ფოთლების ზურგზე, ღეროზე ან უბეებში იყოს ჩაბუდებული. ქოთნის ძირიდან გამოშვერილი ფესვები იმის ნიშანია, რომ მცენარეს დიდი ქოთანი სჭირდება. თუ ასეთ მცენარეს იყიდით, მაშინვე უნდა გადარგოთ. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ: ყვავილების მაღაზიაში შეძენილი მცენარე შინ შეფუთული მიიტანეთ, რადგან, ცივმა ჰაერმა, შეიძლება, ფოთლები ან კვირტები ჩამოაცვენინოს.

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა მოსწონს ჭორიკანას?

პასუხი: ეცადეთ, ეს მცენარე კაშკაშა სინათლეზე დადგათ, რადგან ფოთლები კარგ ფერს იღებს და მცენარეც უხვად ყვავილობს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 12 გრადუსი. ჭორიკანა საკიდ კალათაში უნდა მოათავსოთ.

კითხვა: როგორი პირობები მოსწონს ჰოვეას?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე, თუმცა, ნაკლებად ნათელ გარემოსაც აიტანს. ზამთრობით ფანჯარასთან დადგით. ამ დროს მინიმალური ტემპერატურა 13-14 გრადუსი უნდა იყოს. საერთოდ, მოსწონს ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ჰოვეას სინათლე, წყალი და ცოტაოდენი ყურადღება სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით ან ღრუბლით გაუწმინდეთ. დადგით სამხრეთის მხარეს მდებარე ოთახში.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა სტრომანტე?

პასუხი: ზრდის პერიოდში სტრომანტეს მიწა ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში კი მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზრდის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით. სიგრილე და ჩრდილიანი ადგილი მცენარეს დაბალ ტენიანობასთან ბრძოლაში ეხმარება. სითბოში ყოფნისას მისი ზრდა დაჩქარდება, მაგრამ ტენიც მეტი დასჭირდება.

 

 

 

скачать dle 11.3