კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

19 სექტემბერი

1356 – ასწლიანი ომის პერიოდში ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდათ საფრანგეთის მეფე ჟან კეთილი.

1783 – ძმებმა მონგოლფიერებმა გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი, რომლის მგზავრი იყო ცხვარი.

1893 – ახალი ზელანდია გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ ქალებს.

1939 – საბჭოთა არმიამ მოახდინა ლიტვის ოკუპაცია.

1946 – უინსტონ ჩერჩილი გამოვიდა ევროსაბჭოს შექმნის ინიციატივით.

1957 – ნევადის პოლიგონზე განხორციელდა პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.

20 სექტემბერი

622 – ჰიჯრა (წინასწარმეტყველ მუჰამედის გაქცევა მექიდან მედინაში) – მუსლიმანური წელთაღრიცხვის დასაწყისი.

1519 – დაიწყო ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა დედამიწის გარშემო.

1870 – ჯუზეპე გარიბალდის ჯარებმა აიღეს რომი, დასრულდა იტალიის გაერთიანება.

1918 – დახვრიტეს 26 ბაქოელი კომისარი (მათ შორის ორი ქართველი იყო).

2002 – ჩრდილოეთ ოსეთში კარმადონის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა რუს კინემატოგრაფისტთა ჯგუფი შეიწირა (მათ შორის იყო მსახიობი სერგეი ბოდროვი).

21 სექტემბერი

1648 – დაიწყო უკრაინელთა აჯანყება პოლონელთა ბატონობის წინააღმდეგ.

1792 – საფრანგეთის კონვენტმა ოფიციალურად გადააყენა მეფობიდან მეფე ლუი მეთექვსმეტე.

1988 – დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი.

22 სექტემბერი

1499 – შვეიცარია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1692 – ჩატარდა უკანასკნელი აუტოდაფე ჩრდილოეთ ამერიკაში, მასაჩუსეტსში ჩამოახრჩვეს რვა „ალქაჯი“.

1980 – დაიწყო ირან-ერაყის ომი.

1990 – ინგლისელმა სტივ ვუდმორმა დაამყარა უჩვეულო რეკორდი სწრაფად ლაპარაკში – მან 1 წუთში 637 სიტყვა წარმოთქვა.

23 სექტემბერი

1846 – იოჰან ჰალემ აღმოაჩინა მზის სისტემის მერვე პლანეტა – ნეპტუნი.

1913 – ფრანგმა პილოტმა როლან გაროსმა პირველმა გადაუფრინა ხმელთაშუა ზღვას.

1930 – იოჰან ოსტერმაიერმა დააპატენტა ფოტონაპერწკალი („ვსპიშკა“).

1952 – მსოფლიოს ჩემპიონი კრივში გახდა როკი მარჩიანო.

24 სექტემბერი

1852 – ცაში აიჭრა პირველი დირიჟაბლი.

1960 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ექსპლუატაციაში გაუშვა პირველი ატომური ყინულმჭრელი „ენტერპრაისი“.

1989 – კათოლიკურმა ეკლესიამ მოახდინა გალილეო გალილეის რეაბილიტაცია.

25 სექტემბერი

1513 – ესპანელმა კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს-ი-ბალბოამ, ევროპელთაგან პირველმა ნახა წყნარი ოკეანე.

 

скачать dle 11.3