საზამთროსა და შავი პურის დიეტა
ეს დიეტაც სამდღიანია. არც ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ, როგორც ნებისმიერი სხვა დიეტის დაცვისას, ამჯერადაც აუცილებლად უნდა აიღოთ ნებართვა თქვენი მკურნალი ექიმისგან.
დღის განმავლობაში სულ დაგჭირდებათ:
1. პური „მხნეობა“ – ნახევარი;
2. საზამთრო – დაახლოებით 3-კილოგრამიანი;
3. გაზგასული მინერალური წყალი – 1 ლიტრი;
4. პიტნის ან მწვანე ჩაი.
დასაშვებია მხოლოდ ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა – დილით.
ამ დიეტის დაცვა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აქვს (ცხადია, იგულისხმება, რომ რაიმე ისეთი დაავადება არ უნდა გაწუხებდეთ, რასაც საზამთრო ვნებს).
რეჟიმი ასეთია:
8 საათზე – ყავა;
9 საათზე – საზამთროს 2 გრძელი ნაჭრის რბილობი; ნახევარ საათში – 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი;
11 საათზე – 2 ჩაის ჭიქა უშაქრო ჩაი (მწვანე ჩაი ან პიტნის) და „მხნეობის“ 2 თხელი ნაჭერი; ნახევარ საათში – 1 ჭიქა მინერალური;
13 საათზე – საზამთროს 2 ნაჭერი;
15 საათზე – 2 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი და 1 თხელი ნაჭერი „მხნეობა“;
17 საათზე – საზამთროს 2 ნაჭერი და „მხნეობის“ 2 თხელი ნაჭერი;
19 საათზე – 1 ჩაის ჭიქა უშაქრო ჩაი.
ამ დიეტის სამივე დღე აბსოლუტურად ერთნაირია. შედარებით მეტი თავისუფლება გენიჭებათ სითხის რაოდენობის მიღებაში – შეგიძლიათ, 1 ჭიქის ნაცვლად 2 ჭიქა დალიოთ, ანუ, დღიური ნორმა 2 ლიტრამდე უნდა იყოს.
გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, დილა-საღამოს გაიკონტროლეთ არტერიული წნევა.
თუ ყველაფერს ზუსტად შეასრულებთ, 3 დღეში 2 კილოგრამამდე დაიკლებთ.
ამ დიეტის გამეორება ორკვირიანი შუალედებით შეიძლება.