კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის მოსალოდნელი საქართველოში „ღორის გრიპის“ ეპიდემიური პიკი და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო დაავადებისგან


ბოლო პერიოდში პანიკაა ეგრეთ წოდებულ „ღორის გრიპთან“ დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, (ინტერვიუ ჩაწერილია 3 ნოემბერს. ნ.დ.) მხოლოდ უკრაინაში 70 ადამიანია დაღუპული ამ დაავადებით. საქართველოში უკვე 31 დაინფიცირებული ადამიანია ოფიციალურად დარეგისტრირებული, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს და ამჟამად შესაბამის მკურნალობას გადიან. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი პაატა იმნაძე ამბობს, „ღორის გრიპით“ დაავადებულების სიცოცხლეს დღეს საფრთხე აღარ ემუქრება. ხოლო, რაც შეეხება დაავადების პიკს, ის იანვარშია მოსალოდნელი. შემთხვევათა მატება კი საქართველოში, ამ თვის შუა რიცხვებიდანაა სავარაუდო. ცნობისთვის, ეს ვირუსი ადამიანის, ღორისა და ფრინველის გრიპის მახასიათებლებს მოიცავს და ცხოველებში არ აღინიშნება. ამ ვირუსით მხოლოდ ადამიანები ავადდებიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გავრცელებული ვირუსი, ეგრეთ წოდებული – სეზონური, ადამიანის გრიპი არ არის, რომლითაც ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ავადდება.

თუ როგორ დავიცვათ თავი შესაძლო დაინფიცირებისგან, მოსალოდნელია თუ არა „ღორის გრიპის“ ეპიდემიური აფეთქება საქართველოში და აქვს თუ არა სახელმწიფოს დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო მედიკამენტთა მარაგი, ამ თემებთან დაკავშირებით, ბატონი პაატა თავად გვესაუბრება. მოგვაწვდის იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს, რათა შესაძლო დაავადებისგან თავი დავიცვათ.



პაატა იმნაძე: პანდემია თავიდან დაიწყო მექსიკაში, შემდეგ გადავიდა სხვა ქვეყნებში – კანადაში, ესპანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ეს მოხდა გაზაფხულზე. ყველაზე მასიური შემთხვევები, სწორედ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებშია დაფიქსირებული. ჩვენს ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა 31 შემთხვევა. აქედან 29 უცხოეთიდან ჩამოსულთა შორის აღმოჩნდა, ორს კი – დაავადებულის ძმასა და მასთან კონტაქტში მყოფ მეგობარს ჰაერწვეთოვანი გზით გადაედო. თუმცა, დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ყველა დაავადებულმა დროულად მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს. იქ მათ სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად მკურნალობა ჩაუტარდათ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ არის გამორიცხული, ამ დაავადების, ანუ ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპით“ მომავალშიც არაერთი ადამიანი დაავადდეს. ზაფხულში დაავადების გადაცემის რისკი დაბალია, ახლა კი პანდემიისთვის ხელსაყრელი პირობებია, გავრცელების მეტი საშიშროებაა და ამიტომ, უნდა გამოვიჩინოთ სათანადო ყურადღება ამ დაავადების მიმართ. რაც შეეხება პანიკას, როდესაც „ღორის გრიპის“ მასიური შემთხვევები დაფიქსირდა ჩილეში, ავსტრალიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში იქაც პანიკაში ჩავარდა მოსახლეობა, თუმცა, ეპიდემიის შემდეგ, ეს პანიკა ჩაწყნარდა, რადგან დარწმუნდნენ, რომ ეს შავი ჭირი არ არის, ყველა არ გარდაიცვლება და საჭიროა, დროულად მიმართონ სამედიცინო პერსონალს. იმასაც ამბობენ, რომ ეს დაავადება ცხოველიდან, კერძოდ კი ღორიდან გადადის ადამიანზე და ასე ვრცელდება. ეს მოსაზრება აბსოლუტური სისულელეა და ღორთან მას კავშირი არ აქვს. ეს დაავადება ადამიანიდან ადამიანზე, ახლო კონტაქტისა და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ასე, ვრცელდება. უკრაინაში დღეს პანიკაა ატეხილი და ვფიქრობ, ეს გადამეტებულია. უკრაინაში ისეთი პანიკაა, რომ მგონი, ყველა გარდაცვალებას გრიპს მიაწერენ. კიდევ ვამბობ, სანამ დაავადება დამძიმდება, მანამდე უნდა მიიღოთ ზომები, რათა თავი აარიდოთ შემდგომ გართულებებს. ისე, აქვე გეტყვით, რომ ჩვეულებრივი გრიპის გართულებამაც შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, ჩვეულებრივი გრიპის გართულებებით 50-დან 70 ადამიანამდე იღუპება წელიწადში.

– იქ ამ გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს?

– გეტყვით რომ, უკრაინაში დროულად არ იყო მოსახლეობა ინფორმირებული და ეს ამის შედეგია. კიდევ ვამბობ, საქართველოშიც დაფიქსირდა ამ დაავადების შემთხვევები უცხოეთიდან ჩამოსულებში, მაგრამ ეს ადამიანები შესაძლო საფრთხეზე, აეროპორტშივე გააფრთხილეს. ჩვენ არა მარტო დაავადებულები, არამედ მათი ახლობლებიც კი გამოვიკვლიეთ და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქედან ორი იყო საშუალო სიმძიმის, რომელთაც ჩაუტარდათ ანტივირუსული მკურნალობის კურსი, დანარჩენებს კი იმდენად უმნიშვნელო სიმპტომები ჰქონდათ, ექიმისთვის რომც არ მიეკითხათ, გართულება არც იყო მოსალოდნელი. რაც შეეხება უკრაინას, უკვე ორასიათასი ადამიანია რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ, როგორც მინინუმ, მილიონი შემთხვევა უკვე არის, უბრალოდ, სხვებმა არ მიმართეს ექიმებს.

– რა გამოვლინებები აქვს „ღორის გრიპს“, რა გზებით ხდება კონკრეტულად ადამიანის დაავადება და როგორ დავიცვათ თავი?

– ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით ან დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით, დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე. თუ ახველებს ან აცემინებს ადამიანი, პირზე აუცილებლად უნდა მიიფაროს ცხვირსახოცი. თუ ხელს აიფარებთ, მაშინ ვირუსი ხელზე გადავა, შემდეგ ამ ხელს ჩამოართმევთ ვინმეს, ან რაიმეს შეეხებით და ამით საფრთხეს სხვა ადამიანსაც უქმნით, რადგან ვირუსი სიცივეში შვიდი საათი ძლებს და აქტიურია. ამიტომ, ხშირად უნდა დაიბანოთ საპნით ხელები, ხოლო თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ქუჩაში უნდა იხმაროთ სველი ხელსახოცები. „ღორის გრიპის“ დროს, ადამიანს აღენიშნება 38 გრადუსის ზევით ტემპერატურის მატება, ასევე, სუნთქვის გაძნელება. ეს ის მთავარი სიმპტომებია, როცა ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.

– ძირითადად, რომელ ადამიანებს ემუქრება ეს დაავადება?

– მსოფლიოს გამოცდილებით, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის უფრო საშიშია „ღორის გრიპი“. მაგალითად, ვისაც ასთმა ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, ასევე, ორსული ქალებიც რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, დაიცვან პირადი ჰიგიენა, ხშირ-ხშირად იბანონ ხელი, პირბადეებით იარონ, გაანიავონ ოთახი და რაც მთავარია, მოერიდონ დაავადებულთან კონტაქტს. არ არის აუცილებელი სახლშიც პირბადით იაროთ, მაგრამ ქუჩაში ან მგზავრობის დროს ეს აუცილებლად გამოიყენეთ. თუ ადამიანს ზემოჩამოთვლილი დაავადებები აწუხებს ან იმუნიტეტი საკმარისად არ აქვს გაძლიერებული, მაშინ ის შედარებით უფრო რისკის ჯგუფშია. თუ დაეწყო ტემპერატურის მატება და სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს ექიმთან.

– უსაფრთხოა თუ არა პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება?

– ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. „ტამიფლუ“ ქიმიური პრეპარატია, ძალიან ძლიერია და მისი დანიშნულების გარეშე გამოყენება არ შეიძლება. ეს პრეპარატი გამოიყენება „ღორის გრიპის“ მძიმე შემთხვევების დროს. საქართველოში, ასი ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალო დოზა არსებობს, ოცდაათი ათასამდე კი „რელენზას“ მარაგი, რომელიც ძირითადად, ფეხმძიმეებისთვისაა განკუთვნილი. ასე რომ, ჩვენი გათვლებით, სამკურნალო პრეპარატების მარაგი საქართველოში ნამდვილად არსებობს.

– როდის არის სავარაუდოდ საქართველოში „ღორის გრიპის“ მასიური შემთხვევები მოსალოდნელი?

– ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება „ღორის გრიპის“ შემთხვევათა მატება საქართველოში და ის პიკს იანვარში მიაღწევს. აქედან, მძიმე შემთხვევებს, დაახლოებით, საერთო დაავადებულთა სამ პროცენტში ვვარაუდობთ.

– როგორც ვიცი, მთელ რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში როდის შემოვა ეს ვაქცინა და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი აცრა?

– ვაქცინაცია დაიწყო ჩინეთში, ამერიკაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ამ ქვეყნებმა თავად გამოიგონეს ვაქცინა და აღიარეს კიდეც. მაგრამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ უღიარებია ეს ვაქცინა ოფიციალურად. თუმცა, როგორც კი მოხდება ამ ვაქცინის აღიარება, პირველი საქართველო იქნება, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს. ერთი თვეა ამის შესახებ წერილი ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა გაუგზავნა მსოფლიო ჯანდაცვის გენერალურ მდივანს, მარგარეტ შანს, ვაქცინები არიქა, ჩვენც გვინდაო (იცინის) და რიგში უკვე ვდგავართ. პირველ ეტაპზე კი 50 ათასიდან 100 ათასამდე ვაქცინა ჩამოვა და გათვლილი იქნება ძირითადად, მაღალი რისკის კატეგორიისთვის, მაგალითად ექიმებისთვის. ორი კვირაა, რაც ამ ვაქცინის გამოყენება დაიწყო. მისი შედეგები ჩვენც გვაინტერესებს და ველოდებით.


скачать dle 11.3