კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დათო პაპავა იტალიელი არისტოკრატი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაინდი და ვის დასახოცად მიიწვია ის რომის პაპმა

რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი დათო პაპავა, იგივე დავით გურჯი, იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებთანაც საუბარი, ურთიერთობა პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა – უცხოეთში მოღვაწე ქართველი საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანია. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ დათო, რომლის სპექტაკლებს კარგად იცნობენ სამხრეთ ამერიკასა და ბრიტანეთში და ძალიან მოსწონთ, ჯერჯერობით ქართულ თეატრთან დაკავშირებით იდეების, გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებს. ამიტომ როგორც მე, ასევე ბევრ ქართველს არ გვაქვს მისი სპექტაკლების ნახვის საშუალება, თუმცა, ვიმედოვნებ, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება.

 

დათო პაპავა: მინდა, ჩვენი საუბარი ქართული თეატრით დავიწყო. მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნების ნებისმიერ სფეროში საოცარი მიღწევები გვქონდა. მერე ეს ყველაფერი თითქოს ჩაცხრა და დღემდე მივტირით იმ დროს. ჩვენ მაშინ ვიყავით ევროპული კულტურული სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი და ეს იგრძნობოდა არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ არქიტექტურაშიც და ბევრ სფეროში. შემდეგ ყოველივე ეს ნელ-ნელა კვდება, ქრება და ახალი ეპოქა, ერა იწყება როგორც კულტურაში, ასევე აზროვნებაშიც. ეს დაახლოებით 60-იან წლებში დაიწყო, როდესაც ადამიანი გაფრინდა კოსმოსში, მოხდა კომპიუტერიზაცია, რამაც მოიტანა თანამედროვე, ელექტრონული მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება – ვიდეო-არტი, ანუ აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი. ჩვენი ქართული თეატრი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მისტირის იმ პერიოდის თეატრს და ცდილობს, გაიმეოროს, რაც წარმოუდგენელია. ჩვენ კი არ უნდა მივტიროთ იმ ეპოქას, თვალი გავუსწოროთ რეალობას და დავიწყოთ აბსოლუტურად ახალი ფორმების ძებნა. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და თუ ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად დავიწყებ ამაზე მუშაობას. ძველის გამეორება რომ დაიწყო, არც გამოვა. ის ენერგეტიკა აღარ არის, ჩაცხრა და რეალობას უნდა შევხედოთ, უნდა გავიაზროთ სიახლეები, დავიწყოთ ახალი ენისა და ფორმების შექმნა.

– დიდი ხანია, თბილისში არ ყოფილხარ. საქმიანი ვიზიტით ხარ, თუ უბრალოდ ისვენებ?

– თითქმის სამი წელია არ ვყოფილვარ თბილისში. ევროპაშიც არ ვყოფილვარ, ეს პერიოდი ვცხოვრობდი სამხრეთ ამერიკაში. სულ რამდენიმე თვეა, რაც ევროპაში, ლონდონში დავბრუნდი. თბილისში, უპირველეს ყოვლისა, დასასვენებლად ჩამოვედი და პლუს ამას, ისიც დაემთხვა, რომ გადაღებები მქონდა ბუდაპეშტში. ისინი მიქმნიან იმის საშუალებას, რომ რამდენჯერმე გადმოვფრენილიყავი საქართველოში და შემდეგ ისევ უკან, ბუდაპეშტში გადავფრინდები.

– რა გადაღებები გაქვს?

– ფილმის „The borges”, რომელიც რომის პაპის ოჯახის ცხოვრებაზეა აგებული. ეს არისტოკრატული გვარია და თითქმის ოთხი-ხუთი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ მისი წარმომადგენლები იტალიას. მათ ოჯახზეა ეს ფილმი გადაღებული. მე ვთამაშობ ერთ-ერთ იტალიელ არისტოკრატს. ისტორიული ფილმია და ძალიან საინტერესო. თავისთავად, ჩემი როლიც საინტერესოა – კარლო ბონიონე, იტალიაში ძალიან ცნობილი გვარია. იმდენი ცნობილი იტალიელი მსახიობია, გამიკვირდა, მე რომ ამირჩიეს. თუმცა, ძალიან მესიამოვნა. ჰოლივუდის ფილმია, ძალიან დიდი პროექტია, ცნობილი მსახიობები თამაშობენ. ერთ-ერთი არის ჯერემი აირონსი. ფილმი რვანაწილიანია და ისევ გრძელდება გადაღებები. ძალიან საინტერესოა, თანაც მე მიყვარს ისტორიული ჟანრი. პრაქტიკულად, რობინ ჰუდი ვარ, გრძელი თმით, ისტორიული კოსტიუმით. თან, მე და კიდევ ორი მსახიობი ვთამაშობთ იტალიაში ყველაზე ძლიერი რაინდების როლს, რომლებიც რომის პაპმა სპეციალურად ფრანგების დასამარცხებლად მოიყვანა. მე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მაქვს.

– ბუდაპეშტშიც პირველად იყავი?

– სულ ვოცნებობდი იქ წასვლაზე. ჩემს მშობლებს იქ ჰქონდათ თაფლობის თვე გატარებული და ბავშვობიდან მიყვებოდნენ ბუდაპეშტზე საინტერესო ამბებს. საოცარი ქალაქია, უდიდესი კულტურის, არაჩვეულებრივი არქიტექტურის. გრძნობ, რომ ეს ქალაქი განათლებულმა ხალხმა ააშენა გემოვნებით და ნიჭით. იმავდროულად, მუსიკის ქალაქია.

– სამხრეთ ამერიკაში მუშაობ, ინგლისში მუშაობდი, ცოტა ხნით თბილისშიც. სად გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

– თავისთავად, სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ბოლო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში გავაკეთე და პრემიერამდე ორი-სამი დღით ადრე მოხსნეს. ამიტომ ვერ ვიტყვი, სად მირჩევნია. სამხრეთ ამერიკაში მსახიობები ძალიან გახსნილები არიან და შენგან ყველაფერს იღებენ, სჯერათ შენი. საქართველოში რეჟისორად მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ მიჭირს პარალელის გავლება. მაგრამ აქაც და იქაც თავისი სპეციფიკა, პლუსები და მინუსებია. ინგლისშიც იოლად მოგყვებიან, თან ყველას სხვადასხვა სტილის თეატრალური ცოდნა აქვს. ჩვენთან მაინც ძველი თეატრის ტრადიციებია. ავიღოთ თუნდაც იმპროვიზაცია, სანამ თუმანიშვილი ცოცხალი იყო და ზრდიდა მსახიობებს, მათ საოცრად ჰქონდათ განვითარებული იმპროვიზაციის უნარი. დღეს წამყვან თეატრში ერთი-ორ მსახიობს თუ აქვს ამის უნარი. ლათინოამერიკელები კიდევ უფრო მეტად გახსნილები არიან, ფიზიკურად ძალიან კარგად ფლობენ საკუთარ სხეულს. ჩვენთან გენიალური მსახიობები არიან, მაგრამ სცენაზე ვერ ფლობენ საკუთარ სხეულს.

– რომელ სპექტაკლებზე იმუშავე კოლუმბიაში ბოლო 3 წლის განმავლობაში?

– ორი სპექტაკლი გავაკეთე კოლუმბიაში – ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” და „კეთილი ადამიანი სეჩუანიდან.” ასევე, არგენტინიდან მქონდა მოწვევა და მათი სურვილით გავაკეთე რუსი ავანგარდისტის, მწერლისა და დრამატურგის დანიილ ჰარმსის ნაწარმოები. კოლუმბიაში უნდა დავდგა ორი სპექტაკლი – ერთი ოქტომბერ-ნოემბერში, მეორე – მარტში. 6 თვე გავჩერდი არგენტინაში, არაჩვეულებრივი მუზეუმები, არქიტექტურა აქვთ, პარკები – სამოთხეა ესეც, მაგრამ კოლუმბიისგან მაინც განსხვავდება. 

– როგორ ჩაიარა სპექტაკლებმა?

– ძალიან კარგად. ისე გამოდის, რომ იქ გამომდის სპექტაკლები და აქ – არაფერი. როდესაც რეჟისორი კარგად არის, შეყვარებული და ბედნიერია – ეს ენერგეტიკა გადადის სპექტაკლზე. აქ რომ ვმუშაობდი, იმდენი პრობლემა იყო ჩემს გარშემო, შენც უკვე „იგრუზები”. როდესაც ხელოვანი ბედნიერია, მას ბედნიერი ენერგია და სილაღე გადააქვს თავის ნაწარმოებში.

– ისწავლე „ტანგოს“ ცეკვა?

– „ტანგო“ ჩვეულებრივი ცეკვა მეგონა და თურმე, მეცნიერება ყოფილა. ჩემი მეგობარი „ტანგოს“ მოცეკვავეა, რომ ვუთხარი, ილეთები მასწავლე-მეთქი, მითხრა – ასე არაო, წამოდი, ჩემს პროფესორთან წაგიყვანო. არგენტინაში „ტანგოს“ დიპლომიანი პროფესორები და აკადემიკოსები არიან. მეც წამიყვანა „ტანგოს“ პროფესორთან, პირველი კვირა ლექციები გვქონდა, თავის ენა აქვს „ტანგოს“. მართლა ფილოსოფია და მეცნიერებაა. ლექციები კი მქონდა, მაგრამ ცეკვამდე მაინც ვეღარ მივედი, თუმცა, რამდენჯერმე ვიცეკვე. „სალსა“ მირჩევნია ყველაფერს.

ევროპა, სამხრეთ ამერიკის შემდეგ, ცივია, არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად. მძიმე ხალხი ვართ ევროპელები, გრძელი ისტორია გვაქვს, სავსე ფილოსოფიური თემებით. ამიტომ, ეს მოქმედებს ადამიანის მენტალიტეტზე. სამხრეთ ამერიკას, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ისტორია, კულტურა გააჩნია, ეს დღეს, ფაქტობრივად, განადგურებულია. 4-5 საუკუნეა, რაც ევროპელები შემოვიდნენ და აქ, ფაქტობრივად, ახალგაზრდა ერია. ეს იგრძნობა მათ მენტალიტეტშიც. ბავშვებივით არიან. ამიტომ აქვთ ასეთი მუსიკა, სულ ემოციებზე არიან დამოკიდებულები.

– შენც სწორედ ასეთი ხარ.

– ამიტომაც ვარ სამხრეთ ამერიკაში კარგად. ეს კონტინენტი, განსაკუთრებით კი კოლუმბია, ქართველისთვის სამოთხეა. დილით რომ ვიღვიძებთ, გვრცხვენია ჩვენი ემოციების – გუშინ რა გავაკეთეთ. მათ არ რცხვენიათ, ბოლომდე იხარჯებიან და არ აქვთ ტანჯვის განცდა. ევროპელებს, განსაკუთრებით კი გერმანელებს და ინგლისელებს აქვთ ეს მომენტი – უნდა დაიტანჯონ, აწვალონ საკუთარი ტვინი, სული. სამხრეთ ამერიკაში შეგიძლია იყო მეოცნებე, რომანტიკული და იმავდროულად, წარმატებული, რაც ევროპაში შეუძლებელია.

– ინგლისში ისევ დგამ სპექტაკლებს?

– ინგლისზე რომ ვფიქრობ, უკვე ცუდ ხასიათზე ვდგები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი ვცხოვრობდი იქ, ვერ შევეგუე ინგლისელების ფსიქოლოგიას. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ვერ მოხდა ჩვენი ემოციების შერწყმა. თბილისშიც კარგად ვარ, სულ მინდა აქ ვიყო რეალიზებული – ეს არის ჩემი ოცნება. სანამ პატარა თეატრი მქონდა, ვახერხებდი ჩემი პროექტების გაკეთებას, მაგრამ ახლა აღარ მაქვს და რომ გავაკეთო საქართველოში რამე, უნდა მომიწვიონ. მესმის, რომ ჩემი სპექტაკლები შეიძლება არ მოსწონდეთ, მაგრამ ნანახი არ აქვთ და არც აინტერესებთ, თორემ გეგმები, როგორ არ მაქვს. სულ აქ ვიქნებოდი, არ წავიდოდი. ევროპაში იმიტომ დავბრუნდი, რომ შვილი მყავს და როდესაც ჩემს პროფესიაში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე, მივხვდი,  მისი სწორად გაზრდა ჩემი მთავარი დანიშნულებაა. თან, მინდა, შვილი ქართულად გავზარდო. ინგლისში რომ არ ვარ, ნელ-ნელა ავიწყდება ქართული, არადა, მისთვის პირველი ენა იყო. სანდრო ოთხ ენაზე ლაპარაკობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად, მაგრამ, ქართული რომ არ დავიწყებოდა, ჩავედი და თბილისში ჩამოვიყვანე. ბუნებით ნამდვილი ქართველია და გადავწყვიტე, საქართველოს გავუზარდო საამაყო შვილი. ეს არის ჩემი მთავარი დანიშნულება. 

 

 

скачать dle 11.3